საქმე № ას-1271-2021 4 თებერვალი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება
ა რ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.ტ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 644 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა 2021 წლის 5 ოქტომბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
4.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 12 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, შ.ტ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება.
8. ზემოაღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გაჩინების მიღების თარიღი ნაცვლად - 2022 წლის 2 თებერვლისა, მიეთითა იმავე წლის 26 იანვარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა უნდა გასწორდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, შ.ტ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება.
ზემოაღნიშნული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გაჩინების მიღების თარიღი ნაცვლად - 2022 წლის 2 თებერვლისა, მიეთითა იმავე წლის 26 იანვარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უსწორობა ექვემდებარება გასწორებას. ამდენად, უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების გამოტანის თარიღად 2022 წლის 26 იანვრის ნაცვლად მიეთითოს - 2022 წლის 2 თებერვალი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განჩინების შესავალ ნაწილში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და, 2022 წლის 26 იანვარის ნაცვლად განჩინების გამოტანის თარიღი მიეთითოს - 2022 წლის 2 თებერვალი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე