Facebook Twitter

საქმე №ა-830-შ-27-2022 11 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლაშა ქოჩიაშვილი, რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ჭ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ჰ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილებით ლ.ჭ–ასა და ს.ჰ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.ჭ–ას წარმომადგენელმა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხის ადვოკატი იმყოფებოდა საქმის განხილვაზე. გადაწყვეტილება ძალაშია 2014 წლის 28 ოქტომბრიდან. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ.ჭ–ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ლ.ჭ–ასა და ს.ჰ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, უნდა დაკმაყოფილდეს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ჭ–ასა და ს.ჰ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ჭ–ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №54625/13 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ჭ–ასა და ს.ჰ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

რ. ნადარაია