Facebook Twitter

საქმე №ას-936-2020 2 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.მ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც.ნ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, ზიანის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ქ.მ.თ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ნ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ, მოითხოვა:

1.1. მოპასუხისთვის კომპანიის სასარგებლოდ 2 858.07 ლარისა და 1 304.02 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა რის გამოც მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

3.1. მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ 2 858.07 ლარი დაეკისრა;

3.2. მოსარჩელის მოთხოვნა 1 304.02 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე კომპანიამ აგრეთვე მოპასუხემ:

4.1. კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.2. მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.1, 2 პუნქტები და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

6.1. კომპანიის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისთვის 2 858.07 ლარის დაკისრება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო, 2021 წლის 19 მაისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 3 თებერვალს ჩატარებული სხდომა გადაიდო. სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

10. მხარეებმა, ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვალს წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 3 თებერვალს ჩატარებული სხდომა გადაიდო. სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

12. მხარეებმა, ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვალს წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2022 წლის 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს მორიგების აქტის პირობა და მასთან დაკავშირებული, წარმოდგენილი აქტით განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობები და იმსჯელა მორიგების აქტის შემდეგი სახით დამტკიცებაზე:

შპს „ქ.მ.თ–ი“ (ს/ნ:......) წარმოდგენილი დირექტორის გ.ჯ–ის (პ/ნ: ......) სახით, ც.ნ–ძე (პ/ნ: ....), შპს „ქ–ა“ (ს/ნ:.....) წარმოდგენილი დირექტორის გ.შ–ძის (პ/ნ: ......) სახით,

14. შპს ქ–ა შეისყიდის ც.ნ–ძის საკუთრებაში არსებულ 23,71 კვ.მ უძრავ ქონებას 0l/16/02/038/044/01/06/558 , მდებარე თბილისი, ....., სართ. 2, #ბ220. (შემდგომში - უძრავი ნივთი) წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებისა და უძრავ ნივთზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების გამოცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასურს შეადგენს 15’411,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;

15. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შპს ქ.მ.თ–ს უძრავი ქონების მომსახურების საფასური - 911,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

16. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების პირობების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მოხდება შემდეგი წესით: ც.ნ–ძის დავალებით, შპს ქ–ა გადაურიცხავს შპს ქ.მ.თ–ის 911,5 აშშ დოლარს, როგორც წინა პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის შემდეგ შპს ქ–ა გადაურიცხავს ც.ნ–ძეს 14’500 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, როგორც წინამდებარე მორიგებით საბოლოო ანგარიშსწორების თანხას;

17. უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდა განხორციელდება უძრავ ქონებაზე შპს ქ–ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თანადროულად,უნაღდო ანგარიშსწორების გზით ც.ნ–ძეს შვილის და წარმომადგენლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

- სს თიბისი ბანკი

- GE72TB7217245064300009

- ანგარიშის მფლობელი: თ.წ–ი

18. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას, უძრავი ქონების შპს ქ–ას საკუთრებაში გადაცემის დროისთვის, უზრუნველყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნალური გადასახადის სრულად დაფარვა. საკუთრების უფლების გადაცემის მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული დაუფარავი კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგია, დასუფთავება) არსებობის შემთხვევაში, შპს ქ–ა უფლებამოსილია გადასახადთა დაუფარავი ოდენობა დააკავოს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურიდან;

19. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას შპს ქ–ას გადასცეს უძრავი ქონება მფლობელობაში, ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების წარმოშობისთანავე;

20. მხარეები იღებენ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში დროულად წარადგინონ სასამართლოში აუცილებელი განცხადებები გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების მიზნით;

21. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის არსებული მიმდინარე პირველი დავა და მეორე დავა ამოიწურება და საკასაციო ინსტანციის მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, უარს აცხადებენ შეიტანონ რამე ახალი სარჩელი დაკავშირებული უძრავ ნივთთან;

22. შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისი და ც.ნ–ძე თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, მათ არ ექნებათ ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის შეუსრულებელი ვალდებულება, მათ შორის ფულადი ვალდებულებები დაკავშირებული მომსახურების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების ან სხვა ხარჯებთან, რაც დაკავშირებულია უძრავ ნივთთან;

23. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული მათგანი ორივე დავის ფარგლებში გაწეული სასამართლო თუ სხვა ტიპის ხარჯების მატარებელი იქნება თავად. მხარეები უარს ამბობენ აღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნასა ან პრეტენზიაზე მეორე მხარის მიმართ;

24. სასამართლოს მიერ დამტკიცებას დაქვემდებარებული პირობებია, რომლებიც ექვემდებარება იძულებით აღსრულებას (გამომდინარე მხარეებიდან სასამართლოპროცესში):

24.1. ც.ნ–ძე კისრულოს ვალდებულებას მიყიდოს უძრავი ნივთი 0l/16/02/038/044/01/06/558 შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისის მიერ დასახელებულ პირს - შპს ქ–ას 15’411,5 აშშ დოლარის ექვივალენტ ფასად და გადაუხადოს შპს ქ–ა მენეჯმენტს მომსახურების საფასური - 911,5 აშშ დოლარის ექვივალენტი, რომელიც უნდა გამოაკლდეს ც.ნ–ძესთვის გადასახდელ ნასყიდობის საფასურს. შედეგად მხარეები მორიგებით წყვეტენ #ას-936-2020 დავას და 2/14146-21 დავაზე მოსარჩელე ამბობს უარს ორივე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნებზე. მომავალში შპს ქ.მ.თ–ს აღარ ექნება მოთხოვნები ც.ნ–ძეს მიმართ, და ანალოგიურად, ც.ნ–ძეს აღარ ექნება რაიმე მოთხოვნა შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისის მიმართ გამომდინარე უძრავი ნივთიდან;

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

26. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 218-ე მუხლებით, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ქ.მ.თ–ისა“ და ც.ნ–ძის ერთობლივი განცხადება დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

შპს „ქ.მ.თ–ი“ (ს/ნ:......) წარმოდგენილი დირექტორის გ.ჯ–ის (პ/ნ: .....) სახით, ც.ნ–ძე (პ/ნ: ....), შპს „ქ–ა“ (ს/ნ:2......)წარმოდგენილი დირექტორის გ.შ–ძის (პ/ნ: .....) სახით,

2. შპს ქ–ა შეისყიდის ც.ნ–ძის საკუთრებაში არსებულ 23,71 კვ.მ უძრავ ქონებას 0l/16/02/038/044/01/06/558, მდებარე თბილისი, ....., სართ. 2, #ბ220. (შემდგომში - უძრავი ნივთი) წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებისა და უძრავ ნივთზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული განჩინების გამოცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. უძრავი ნივთის ნასყიდობის საფასურს შეადგენს 15’411,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;

3. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შპს ქ.მ.თ–ს უძრავი ქონების მომსახურების საფასური - 911,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;

4. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების პირობების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მოხდება შემდეგი წესით: ც.ნ–ძის დავალებით, შპს ქ–ა გადაურიცხავს შპს ქ.მ.თ–ის 911,5 აშშ დოლარს, როგორც წინა პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის შემდეგ შპს ქ–ა გადაურიცხავს ც.ნ–ძეს 14’500 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, როგორც წინამდებარე მორიგებით საბოლოო ანგარიშსწორების თანხას;

5. უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდა განხორციელდება უძრავ ქონებაზე შპს ქ–ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის თანადროულად,უნაღდო ანგარიშსწორების გზით ც.ნ–ძეს შვილის და წარმომადგენლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;

- სს თიბისი ბანკი

- GE72TB7217245064300009

- ანგარიშის მფლობელი: თ.წ–ი

6. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას, უძრავი ქონების შპს ქ–ას საკუთრებაში გადაცემის დროისთვის, უზრუნველყოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნალური გადასახადის სრულად დაფარვა. საკუთრების უფლების გადაცემის მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული დაუფარავი კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგია, დასუფთავება) არსებობის შემთხვევაში, შპს ქ–ა უფლებამოსილია გადასახადთა დაუფარავი ოდენობა დააკავოს უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურიდან;

7. ც.ნ–ძე კისრულობს ვალდებულებას შპს ქ–ას გადასცეს უძრავი ქონება მფლობელობაში, ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების წარმოშობისთანავე;

8. მხარეები იღებენ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში დროულად წარადგინონ სასამართლოში აუცილებელი განცხადებები გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების მიზნით;

9. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მათ შორის არსებული მიმდინარე პირველი დავა და მეორე დავა ამოიწურება და საკასაციო ინსტანციის მიერ ამ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ, უარს აცხადებენ შეიტანონ რამე ახალი სარჩელი დაკავშირებული უძრავ ნივთთან;

10. შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისი და ც.ნ–ძე თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, მათ არ ექნებათ ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის შეუსრულებელი ვალდებულება, მათ შორის ფულადი ვალდებულებები დაკავშირებული მომსახურების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების ან სხვა ხარჯებთან, რაც დაკავშირებულია უძრავ ნივთთან;

11. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული მათგანი ორივე დავის ფარგლებში გაწეული სასამართლო თუ სხვა ტიპის ხარჯების მატარებელი იქნება თავად. მხარეები უარს ამბობენ აღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნასა ან პრეტენზიაზე მეორე მხარის მიმართ;

12. სასამართლოს მიერ დამტკიცებას დაქვემდებარებული პირობებია, რომლებიც ექვემდებარება იძულებით აღსრულებას (გამომდინარე მხარეებიდან სასამართლოპროცესში):

12.1. ც.ნ–ძე კისრულოს ვალდებულებას მიყიდოს უძრავი ნივთი 0l/16/02/038/044/01/06/558 შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისის მიერ დასახელებულ პირს - შპს ქ–ას 15’411,5 აშშ დოლარის ექვივალენტ ფასად და გადაუხადოს შპს ქ–ა მენეჯმენტს მომსახურების საფასური - 911,5 აშშ დოლარის ექვივალენტი, რომელიც უნდა გამოაკლდეს ც.ნ–ძესთვის გადასახდელ ნასყიდობის საფასურს. შედეგად მხარეები მორიგებით წყვეტენ #ას-936-2020 დავას და 2/14146-21 დავაზე მოსარჩელე ამბობს უარს ორივე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნებზე. მომავალში შპს ქ.მ.თ–ს აღარ ექნება მოთხოვნები ც.ნ–ძეს მიმართ, და ანალოგიურად, ც.ნ–ძეს აღარ ექნება რაიმე მოთხოვნა შპს ქ–ა მენეჯმენტი თბილისის მიმართ გამომდინარე უძრავი ნივთიდან;

13. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება;

14. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

15. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე