Facebook Twitter

საქმე №ა-938-შ-31-2022 18 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.ტ.

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ტ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილებით, შ.ტ–ი და ს.ტ–ი განქორწინდნენ.

2. შ.ტ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია მხრეთა დაუსწრებლად. მოწინაღმდეგე მხარეს გადაეცა სასამართლოს დოკუმენტები, თუმცა მან უარი განაცხადა მათ ჩაბარებაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, შ.ტ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილებით, შ.ტ–ი და ს.ტ–ი განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ტ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის (№7453-08-21) გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ტ–ი და ს.ტ–ი განქორწინდნენ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე