Facebook Twitter

საქმე №ას-1457-2018 17 მარტი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის, 16 ნოემბრის და 2019 წლის 13 მაისის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილებში (გ. პ–ძის, ვ. პ–ძის, მ. პ–ძის და ლ. პ–ძის კერძო საჩივარი, შპს "ჯ.ჯ–ის" მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით გ. პ–ძის, ვ. პ–ძის, მ. პ–ძის და ლ. პ–ძის კერძო საჩივარი, შპს "ჯ.ჯ–ის" მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის, 16 ნოემბრის და 2019 წლის 13 მაისის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილებში, გ. პ–ძის, ვ. პ–ძის, მ. პ–ძის და ლ. პ–ძის ნაცვლად მითითებული იქნა - გ. პ–ძე, ვ. პ–ძე და მ. პ–ძე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის, 16 ნოემბრის და 2019 წლის 13 მაისის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილებში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ "გ. პ–ძე, ვ. პ–ძე, მ. პ–ძე" ნაცვლად უნდა მიეთითოს "გ. პ–ძე, ვ. პ–ძე, მ. პ–ძე და ლ. პ–ძე".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის, 16 ნოემბრის და 2019 წლის 13 მაისის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის, 16 ნოემბრის და 2019 წლის 13 მაისის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილებში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ "გ. პ–ძე, ვ. პ–ძე, მ. პ–ძე" ნაცვლად უნდა მიეთითოს "გ. პ–ძე, ვ. პ–ძე, მ. პ–ძე და ლ. პ–ძე".

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი