Facebook Twitter

საქმე №ას-1516-2019 21 აპრილი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრები: მ.შ–ი, ა.თ–ძე, ხ.თ–ძე, ძ.ს–ი, ს.მ–ნი, პ.უ–ძე, მ.ტ–ძე, ი.შ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრების: მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის, ძ.ს–ის, ს.მ–ნის, პ.უ–ძის, მ.ტ–ძის და, ი.შ–ის (შემდეგში: მოპასუხეები ან კასატორები) კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად; კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის 742,50 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება გადავადებული სახელმწიფო ბაჟი - 742,50 ლარის კასატორიებსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

განსახილველ შემთხვევაში კასატორებს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 742,50 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდათ. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორებსათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 742,50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ეს“ წევრებს: მ.შ–ს (პ/ნ ......), ა.თ–ძეს (პ/ნ .....), ხ.თ–ძეს (პ/ნ .....), ძ.ს–ს (პ/ნ .....), ს.მ–ნს (პ/ნ .....), პ.უ–ძეს (პ/ნ ....), მ.ტ–ძეს (პ/ნ ....) და, ი.შ–ს(პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 742,50 ლარის გადახდა;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე