Facebook Twitter

საქმე №ას-264-2021 23 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „E.“ (მოპასუხე)

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)

კერძო საჩივრის ავტორი – ა.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა/უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა.გ–ძის სარჩელი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შპს „E.“-ის დირექტორის 2016 წლის 16 ივნისის, №03 და შპს „ს.ფ–ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 14 ივნისის №15-02/279 ბრძანებების ბათილად ცნობის, მოსარჩელის შპს „E.“-ის სახელმწიფო შესყიდვების კონსულტანტის, ხოლო, შპს „ს.ფ–ის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის ელექტრონული შესყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის, შპს „E.“-ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, 2016 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1 250 ლარის და შპს „ს.ფ–ისთვის“ 2016 წლის 16 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 3 500 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით უსწორობა გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების განცხადებები, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივრები წარადგინეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინებით კერძო საჩივრები წარმოებაშია მიღებული, ხოლო, 2022 წლის 10 მარტს გაიმართა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რომელიც მხარეთა მორიგების მიზნით გადაიდო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2022 წლის 10 მარტს ჩატარებული სხდომა გადაიდო. სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

9.2. მხარეებმა, 2022 წლის 16 მარტს წარმოადგინეს მოსარჩელესა და შპს „E.“-სს და შპს „ს.ფ–ას“ შორის გაფორმებული მორიგების აქტები და მოითხოვეს აღნიშნული აქტების დამტკიცება.

10. მოსარჩელესა და შპს „E.“-სს შორის გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით:

10.1. შპს „E.“ თანახმაა ა.გ–ძეს გადაუხადოს 3 (სამი) თვის ხელფასის ოდენობის ანაზღაურება (3X1250 ლარი), ჯამში, დარიცხული 3 750 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და საპენსიო შენატანს. ა.გ–ძე უარს ამბობს ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას ჰქონდა შპს „E.“-ის მიმართ, მათ შორის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. რაც შეეხება შპს „E.“-ის მიერ უკვე გადახდილ განაცდურის თანხას, ეს თანხა რჩება გადახდილად და ა.გ–ძეს არ აქვს ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

10.2. მორიგების აქტზე ხელმოწერით შპს „E.“ კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდალური დღის ვადაში.

10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „E.“ ამ შეთანხმების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თარიღით თანხების გადარიცხვას განახორციელებს მისთვის ცნობილ და ა.გ–ძის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვა დადასტურებული იქნება საბანკო საგადახადო დავალებებით.

10.4. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „E.“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს არსებული თანხა.

10.5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულ იქნას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად. ამ მიზნით, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათი მომსახურე ბანკის საანგარიშსწორებო ანგარიშების ან/და იურიდიული (მათ შორის საკონტაქტო) მისამართების შეცვლის შესახებ.

10.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მის ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

10.7. მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ყველა სადავო საკითხი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავასთან (საქმის N ას-264-21) დაკავშირებით, ამოწურულია.

10.8. წინამდებარე მორიგების აქტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით და იგი შესრულებულ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცოს ზეპირი განხილვის გარეშე.

10.9. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი ეგზემპლარი საქმის განმხილველ სასამართლოს.

11. მოსარჩელესა და შპს „ს.ფ–ას“ შორის გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით:

11.1. შპს „ს.ფ–ა” თანახმაა ა.გ–ძეს გადაუხადოს 3 (სამი) თვის ხელფასის ოდენობის ანაზღაურება ( 3 X 3500 ლარი), ჯამში დარიცხული 10 500 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და საპენსიო შენატანს. ა.გ–ძე უარს ამბობს ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას ჰქონდა შპს „ს.ფ–ას“ მიმართ, მათ შორის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. რაც შეეხება შპს „ს.ფ–ის“ მიერ უკვე გადახდილ განაცდურის თანხას, ეს თანხა რჩება გადახდილად და ა.გ–ძეს არ აქვს ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

11.2. მორიგების აქტზე ხელმოწერით შპს „ს.ფ–ა“ კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდალური დღის ვადაში.

11.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ს.ფ–ა“ ამ შეთანხმების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თარიღით თანხების გადარიცხვას განახორციელებს მისთვის ცნობილ და ა.გ–ძის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვა დადასტურებული იქნება საბანკო საგადახადო დავალებებით.

11.4. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ს.ფ–ა“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს არსებული თანხა.

11.5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულ იქნას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად. ამ მიზნით, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათი მომსახურე ბანკის საანგარიშსწორებო ანგარიშების ან/და იურიდიული (მათ შორის საკონტაქტო) მისამართების შეცვლის შესახებ.

11.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მის ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

11.7. მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ყველა სადავო საკითხი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავასთან (საქმის N ას-264-21) დაკავშირებით, ამოწურულია.

11.8. წინამდებარე მორიგების აქტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით და იგი შესრულებულ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცოს ზეპირი განხილვის გარეშე.

11.9. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი ეგზემპლარი საქმის განმხილველ სასამართლოს.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

13. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ძისა და შპს „E.“-ის და შპს „ს.ფ–ის“ ერთობლივი განცხადება დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტები შემდეგი პირობებით:

2. ა.გ–ძესა და შპს „E.“-სს შორის გაფორმებული მორიგების აქტის პირობები, შემდეგი სახით:

2.1. შპს „E.“ თანახმაა ა.გ–ძეს გადაუხადოს 3 (სამი) თვის ხელფასის ოდენობის ანაზღაურება (3X1250 ლარი), ჯამში, დარიცხული 3 750 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და საპენსიო შენატანს. ა.გ–ძე უარს ამბობს ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას ჰქონდა შპს „E.“-ის მიმართ, მათ შორის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. რაც შეეხება შპს „E.“-ის მიერ უკვე გადახდილ განაცდურის თანხას, ეს თანხა რჩება გადახდილად და ა.გ–ძეს არ აქვს ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

2.2. მორიგების აქტზე ხელმოწერით შპს „E.“ კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდალური დღის ვადაში.

2.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „E.“ ამ შეთანხმების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თარიღით თანხების გადარიცხვას განახორციელებს მისთვის ცნობილ და ა.გ–ძის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვა დადასტურებული იქნება საბანკო საგადახადო დავალებებით.

2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „E.“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს არსებული თანხა.

2.5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულ იქნას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად. ამ მიზნით, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათი მომსახურე ბანკის საანგარიშსწორებო ანგარიშების ან/და იურიდიული (მათ შორის საკონტაქტო) მისამართების შეცვლის შესახებ.

2.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მის ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

2.7. მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ყველა სადავო საკითხი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავასთან (საქმის N ას-264-21) დაკავშირებით, ამოწურულია.

2.8. წინამდებარე მორიგების აქტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით და იგი შესრულებულ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცოს ზეპირი განხილვის გარეშე.

2.9. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი ეგზემპლარი საქმის განმხილველ სასამართლოს.

3. ა.გ–ძესა და შპს „ს.ფ–ას“ შორის გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით:

3.1. შპს „ს.ფ–ა” თანახმაა ა.გ–ძეს გადაუხადოს 3 (სამი) თვის ხელფასის ოდენობის ანაზღაურება ( 3 X 3500 ლარი), ჯამში დარიცხული 10 500 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და საპენსიო შენატანს. ა.გ–ძე უარს ამბობს ყველა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას ჰქონდა შპს „ს.ფ–ას“ მიმართ, მათ შორის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე. რაც შეეხება შპს „ს.ფ–ის“ მიერ უკვე გადახდილ განაცდურის თანხას, ეს თანხა რჩება გადახდილად და ა.გ–ძეს არ აქვს ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

3.2. მორიგების აქტზე ხელმოწერით შპს „ს.ფ–ა“ კისრულობს ვალდებულებას დაფაროს მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული ფულადი დავალიანება სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 (ათი) კალენდალური დღის ვადაში.

3.3. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ს.ფ–ა“ ამ შეთანხმების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თარიღით თანხების გადარიცხვას განახორციელებს მისთვის ცნობილ და ა.გ–ძის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვა დადასტურებული იქნება საბანკო საგადახადო დავალებებით.

3.4. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ს.ფ–ა“ უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს არსებული თანხა.

3.5. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულ იქნას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად. ამ მიზნით, მხარეები დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს მათი მომსახურე ბანკის საანგარიშსწორებო ანგარიშების ან/და იურიდიული (მათ შორის საკონტაქტო) მისამართების შეცვლის შესახებ.

3.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მის ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

3.7. მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით ყველა სადავო საკითხი, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავასთან (საქმის N ას-264-21) დაკავშირებით, ამოწურულია.

3.8. წინამდებარე მორიგების აქტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით და იგი შესრულებულ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ სასამართლომ მორიგების აქტი დაამტკიცოს ზეპირი განხილვის გარეშე.

3.9. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. თითო-თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ერთი ეგზემპლარი საქმის განმხილველ სასამართლოს.

4. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება, გაუქმდეს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ლ. მიქაბერიძე