Facebook Twitter

საქმე № ას-258-2021 20 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ის; ნ.ს–ის; გ.ბ–ის; ო.ჯ–ძის; ნ.ქ–ძის; ი.კ–ძის; ა.კ–ას; დ.ჯ–ის; მ.ც–ძის; გ.ს–ის; გ.ა–ის; ზ.ა–ის; ა.ჩ–ის; მ.ბ–ძის; ლ.შ–ძის; ი.ე–ძის; ი.მ–ის; ნ.ვ–ვას; ლ.მ–ას; მ.ბ–ის; ვ.ი–ვის; ვ.ჯ–ის; ხ.ზ–ის; თ.შ–ძის; ა.კ–ის; შ.ქ–ას; მ.ბ–ის; ლ.ხ–ას; რ.ხ–ძის; ე.ლ–ას; ლ.პ–ის; თ.გ–ძის; გ.მ–ას; ზ.თ–ის; ლ.ა–ის; ე.მ–ის; ს.შ–ის; ქ.წ–ის; ნ.შ–ძის; მ.ჯ–ძის; თ.ქ–ძის; მ.ლ–ძის; ნ.უ–ძის; რ.ქ–ის; მ.მ–ის, ნ.ნ–სა და ნ.ბ–ის სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხეების მ.ფ–ძის, თ.მ–სა და თ.ლ–ძის (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ბ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ (ს/კ ......) (შემდეგში: მსესხებელი, კომპანია) შორის 2016 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11739, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 1 დეკემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და სარგებელი 593.76 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 10 593.76 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 12 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.06 აშშ დოლარი.

2. ნ.ს–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და მსესხებელ კომპანიას შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №9496, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 20 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარი და სარგებელი 1 995 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 16 995 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 21 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1,70 აშშ დოლარი.

3. გ.ბ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 20 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №8570, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 33 400 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 19 იანვარი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 33400 აშშ დოლარი და სარგებელი 10470.90 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით) - ჯამში 43870.90 აშშ დოლარი, რაც მსესხებელმა ვერ შეასრულა. 2017 წლის 20 იანვრიდან ზემოაღნიშნულ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 4.39 აშშ დოლარი.

4. ო.ჯ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №10049, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 25 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და სარგებელი 1 330 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 11 330 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 26 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.13 აშშ დოლარი.

5. ნ.ქ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 20 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11223, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 19 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 18 000 ლარი და სარგებელი 1 067.04 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით) - ჯამში 19 067.04 ლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 20 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.91 ლარი.

6. ი.კ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 23 აპრილს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №10001, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 11 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 23 აპრილი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 11 000 ლარი და სარგებელი 3 448.50 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 14 448.50 ლარი, რაც ვერ შეასრულა. 2017 წლის 24 აპრილიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.44.

7. ა.კ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №10447, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 26 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 25 ნოემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 26 000 ლარი და სარგებელი 3 082.56 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 29 082.56 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 26 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.91 ლარი.

8. დ.ჯ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2015 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №47628, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 22 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2016 წლის 24 ნოემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 22 000 ლარი და სარგებელი 6 897 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 28 897 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა, 2016 წლის 25 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.89 ლარი.

9. მ.ც–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 28 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11336, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 28 ივლისი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 4 000 აშშ დოლარი და სარგებელი 1 254 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 5 254 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2017 წლის 29 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.53 აშშ დოლარი.

10. გ.ს–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და შპს კომპანიას შორის 2016 წლის 16 აპრილს გაფორმდა ორი სესხის ხელშეკრულება №9734 და №69735 ხელშეკრულება № 9734-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 800 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 05 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 6 800 აშშ დოლარი და სარგებელი 904.38 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 7 704.38 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 6 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.77 აშშ დოლარი; მეორე ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 12 000 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 05 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 12 000 ლარი და სარგებელი 1 596 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 13 596 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 6 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.36 ლარი.

11. გ.ა–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა ორი სესხის ხელშეკრულება №11833 და №11834; - ხელშეკრულება №11833-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო №11834 ხელშეკრულებით - 3 000 (სამი ათასი აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად პირველ შემთხვევაში განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 12 სექტემბერი), ხოლო, მეორე შემთხვევაში 3 თვე (2016 წლის 12 დეკემბერი), ყოველწლიური სარგებლად წლიური 35% და წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 26 650 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან ჯამში 3178.11 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2017 წლის 13 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.67 აშშ დოლარი და 0.32 აშშ დოლარი.

12. ზ.ა–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო სამი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულება №9583-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 7 900 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2016 წლის 26 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 8 950.72 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 27 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება 0.01%, ანუ დღეში 0.89 აშშ დოლარი. მეორე - 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულება №10950 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 1 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და სარგებელი 593.76 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 10593.76 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 2 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.06 აშშ დოლარი. მესამე - 2016 წლის 2 ივლისის ხელშეკრულება №10968 -ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 9 850 (ცხრა ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 02 ნოემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 10 629.80 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 13 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.06 აშშ დოლარი.

13. ა.ჩ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: – 2016 წლის 7 მარტის ხელშეკრულება №9317–ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 17 300 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად თავდაპირველად განისაზღვრა 6 თვე ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%, ხოლო, მოგვიანებით 2016 წლის 17 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის დამატებით 6 თვით გაგრძელების შესახებ წლიური 30%-იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 18 მარტისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 22 066.16 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 19 მარტიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.21 აშშ დოლარი; მეორე – 2016 წლის 14 ივლისის ხელშეკრულება №10966-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 13 ოქტომბერი, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 12 711.36 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 4 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.27 ლარი.

14. მ.ბ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება №10737-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 16 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 5 503.76 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა, შესაბამისად, 2016 წლის 17 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.55 აშშ დოლარი. მეორე - 2016 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება №10763-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 86 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 19 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 93 347.92 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 20 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 9.33 აშშ დოლარი.

15. ლ.შ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 21 ივნისის ხელშეკრულება №16776-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 3 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 21 ივნისი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 3 940.50 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2017 წლის 22 ივნისიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.39 აშშ დოლარი. მეორე - 2016 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულება №11750-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 25 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 12 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 32 837.50 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2017 წლის 13 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.28 აშშ დოლარი.

16. ი.ე–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11421, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 46 500 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად 14 განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 02 ნოემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 49 256.52 ლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 3 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 4.93 ლარი.

17. ი.მ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11429, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 13 დეკემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 9 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა დანართი ხელშეკრულებაზე, რომლითაც ძირითადი თანხა შემცირდა 1 000 აშშ დოლარით. სხვა პირობები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა ჯამში 9 712.48 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 4 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.97 აშშ დოლარი.

18. ნ.ვ–ვასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №9136, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 22 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 24 ივნისი). ხოლო, ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 23 741.68 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 25 ივნისიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.37 აშშ დოლარი.

19. ლ.მ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 16 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11162, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 26 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 14 ნოემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 28 058.32 აშშ დოლარი, რაც ვერ შეასრულა. 2016 წლის 15 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.81 აშშ დოლარი.

20. მ.ბ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება №11213 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 20 ივლისი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 7 881 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 21 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.79 აშშ დოლარი. მეორე - 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება №11214 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 11 500 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 20 ივლისი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 15 105.25 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 21 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.51 ლარი.

21. ვ.ი–ვსა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: — 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულება №7047 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 28 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 17 ოქტომბერს მხარეებმა გააფორმეს დამატებითი შეთანხმება სესხის ხელშეკრულების ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 15 ნოემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ანუ ჯამში 35 192.64 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 16 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.52 აშშ დოლარი. მეორე - 2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება №11791 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 25 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2017 წლის 5 იანვარი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 26 976 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 6 იანვრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2,70 აშშ დოლარი.

22. ე.ჯ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 28 ივნისს გაფორმდა ორი სესხის ხელშეკრულება №10886 და №10887. - ხელშეკრულება №10886 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 3 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 27 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 3 237.48 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 28 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.32 აშშ დოლარი; მეორე — ხელშეკრულება №10887 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე (2016 წლის 27 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 8 474.99 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 28 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.85 აშშ დოლარი.

23. ხ.ზ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა სამი სესხის ხელშეკრულება №11672, №№11673 და №11674. ხელშეკრულება №11672-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 1 400 ევრო. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 25 დეკემბერი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 1 400 ევრო და სარგებელი 110.64 ევრო (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 1 510.64 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 26 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.15 ევრო; ხელშეკრულება №11673-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 200 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 25 დეკემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 5 200 აშშ დოლარი და სარგებელი 411.68 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 5 611.68 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 26 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.56 აშშ დოლარი. — ხელშეკრულება №11674-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 3 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე 23 (2016 წლის 25 დეკემბერი). ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 3000 ლარი და სარგებელი 237.12 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 3 237.12 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 26 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.32 აშშ დოლარი.

24. თ.შ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო სამი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულება №9967 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 20 ოქტომბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 11 187.52 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 21 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.12 აშშ დოლარი. მეორე — 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულება №9968 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 20 ოქტომბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 7 364.48 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 21 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.74 აშშ დოლარი. მეორე — 2016 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულება №11999 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 18 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 28 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 35%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 23 985 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 29 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.40 აშშ დოლარი.

25. ა.კ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო სამი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულება №11953 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 49 700 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 35%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 22 სექტემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 66 225.25 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 23 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 6.62 ლარი. — 2016 წლის 5 ოქტომბრის ხელშეკრულება №12068 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 03 თებერვლისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 4 316.68 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 4 თებერვლიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.43 აშშ დოლარი. – 2016 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულება №12069 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 05 ოქტომბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 35%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 33 312.50 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 6 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.33 ლარი.

26. შ.ქ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2015 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულება №7939 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%. 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელმა გადაიხადა სარგებელი სრულად და მხარეებმა 2016 წლის 13 ივნისს გააფორმეს შეთანხმება სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ დამატებით 6 თვის ვადით იმავე პირობებით. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 11 დეკემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 6 798 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 12 დეკემბერიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0,01%, ანუ დღეში 0.68 აშშ დოლარი. — 2016 წლის 11 ივნისის ხელშეკრულება №1667 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 11 000 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე (2017 წლის 10 დეკემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ჯამში 12 462.98 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 11 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.25 ლარი.

27. მ.ბ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულება №9974 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 21 ივლისისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 6 356.25 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 22 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.64 აშშ დოლარი. - 2016 წლის 15 მარტის ხელშეკრულება №9292-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 7000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ვადა დამატებით ორჯერ გაგრძელდა სამ-სამი თვით შესაბამისი შეთანხმებებით. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 03 დეკემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 8 187.49 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 24 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო (0.01%, ანუ დღეში 0.82 აშშ დოლარი.

28. ლ.ხ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ოთხი სესხის ხელშეკრულება: — 2015 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულება №7233-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 18 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 27 ოქტომბერისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 11 თვის პროცენტი და შესაბამისად, უნდა გადაეხადა ჯამში 18 355,68 აშშ დოლარი, მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 28 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.84 აშშ დოლარი. — 2015 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულება №7234 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 36%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 22 ოქტომბერისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 13420 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 23 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.34 აშშ დოლარი. - 2016 წლის 18 ივლისის ხელშეკრულება 1 11186-ის თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 34%. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%- ის ოდენობით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 18 ივლისისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 10000 აშშ დოლარი და სარგებელი 3229,96 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 13229.96 აშშ დოლარი, მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 19 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.32 აშშ დოლარი.

29. რ.ხ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო სამი სესხის ხელშეკრულება: — 2015 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულება №6831 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 000 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 22 სექტემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 5 254 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 23 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.53 ლარი. - 2015 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება №8037 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 18 დეკემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 6 567.50 ლარი, მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 19 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.66 ლარი. - 2016 წლის 4 ივლისის ხელშეკრულება №40971 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 9 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 04 ივლისისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 11 821.50 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 5 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.18 აშშ დოლარი.

30. ე.ლ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №10515, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 65 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 29 სექტემბერი), ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. მსესხებელმა მოსარჩელეს სრულად გადაუხადა სარგებელი და ძირითადი თანხის ნაწილი 33 000 ლარი. შესაბამისად, მსესხებელს გადასახდელი დარჩა 32 000 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 30 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.20 ლარი.

31. ლ.პ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 23 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №9503, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 20 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 22 ივლისამდე), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 22 ივლისს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება სესხის კიდევ 4 თვით გაგრძელების შესახებ (2016 წლის 21 ნოემბრამდე). შესაბამისად, მსესხებელს ხსენებული თარიღისათვის უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის ჯამში 23 166.64 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 22 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.21%, ანუ დღეში 2.32 აშშ დოლარი.

32. თ.გ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულება №11956 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 165 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფის დღემდე პერიოდი და კიდევ 12 თვე. ვინაიდან სესხის უზრუნველყოფა არ მომხდარა უძრავი ქონებით, სესხის ხელშეკრულება ამჟამადაც მოქმედია. სესხის ყოველწლიური სარგებელი არის 25%. სარგებელი მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა, თუმცა დღემდე არ გადაუხდია. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულების მოშლას და ითხოვდა ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდას. ზემოხსენებულის გათვალისწინებით მსესხებელის დავალიანება დღევანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს ჯამში 269 499.84 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნულ ვალდებულება ვერ შეასრულა. 2019 წლის 24 მაისიდა ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 26.95 აშშ დოლარი. — 2016 წლის 23 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება №11955 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 800 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 35%. 2016 წლის 29 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ კომპანიას დამატებით ასესხა 4 900 ლარი და შესაბამისად, სესხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 10 700 ლარი. ასევე დაკორექტირდა სარგებლის ოდენობა, რომელმაც შეადგინა თვეში 2,08%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 23 სექტემბრისთვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 14 257.75 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 24 სექტემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.43 ლარი.

33. გ.მ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №10583, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 79 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე (2017 წლის 6 ივნისი), ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ჯამში 103 766.50 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 7 ივნისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 10.38 აშშ დოლარი.

34. ზ.თ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ოთხი სესხის ხელშეკრულება: — 2015 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება №7343 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 1 100 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 36%. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოხდა სესხის ვადის გაგრძელება კიდევ 3 თვით წლიური 20%-ის სარგებლით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 30 იანვარი) მსესხებელს, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 1 528.55 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 31 იანვრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.15 აშშ დოლარი. - 2015 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულება №8450 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე 2016 წლის 13 იანვარს გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 15 500 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 12 იანვრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 20 359.25 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 13 იანვრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.04 აშშ დოლარი. - 2016 წლის 4 ივლისის ხელშეკრულება №10964 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 4 ივლისისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 6 567.50 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 5 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.66 აშშ დოლარი, 2016 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება №11240 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 12 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 21 ივლისისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 15 762 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 22 ივლისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.58 აშშ დოლარი.

35. ლ.ა–სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი) და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 7 მარტის ხელშეკრულება №9314 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 14 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე და 2016 წლის 6 ივნისს ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა კიდევ ექვსი თვით, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 7 მარტი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 6 თვის სარგებელი და შესაბამისად, დარჩენი ჰქონდა ჯამში 15 659.84 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 8 მარტიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.57 აშშ დოლარი. 2015 წლის 17 დეკემბერს მხარეებმა ასევე გააფორმოს კიდევ ერთი სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ კომპანიას გადასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 14 600 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულების ვადა იყო 6 თვე და 2016 წლის 16 ივნისს ვადა დამატებითი 6 თვით გაგრძელდა. ყოველწლიურ სარგებლად მითითებული იყო წლიური 25%. მსესხებელმა მოსარჩელეს გადაუხადა 9 თვის სარგებელი. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 16 დეკემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 15 466.88 აშშ დოლარი.

36. ე.მ–სა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ხუთი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 10 მაისის ხელშეკრულება №40251 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 10 მაისი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 7 224.25 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 11 მაისიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.72 აშშ დოლარი. - 2016 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება №10705 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 1 300 ევროს ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 14 სექტემბერს სესხი გაგრძელდა იმავე პირობებით კიდევ სამი თვით. მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 13 დეკემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 34 1454 38 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 14 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.15 ევრო. - 2016 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულება №11392 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 1 000 ევროს ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01% ოდენობით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 31 ოქტომბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 1 000 ევრო და სარგებელი 59.28 ევრო (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 1 059.28 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 1 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.11 ევრო. — 2016 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულება №11457 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 28%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 3 თებერვლისთვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა ჯამში 5 664.98 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 4 თებერვლიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.57 აშშ დოლარი, — 2016 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულება №11636 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 22 აგვისტოსათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 13 135 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 23 აგვისტოდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.31 აშშ დოლარი.

37. ს.შ–სა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ოთხი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 25 მაისის ხელშეკრულება №10434 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 26%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 23 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 30 000 აშშ დოლარი და სარგებელი 303.86 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 33 703.86 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 24 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.37 აშშ დოლარი. — 2016 წლის 28 მაისის ხელშეკრულება №14477 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 30 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 26%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 26 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 33 703.86 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 27 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.37 აშშ დოლარი. - 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება №10503 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 26%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის 2016 წლის 28 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 44 938.48 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 29 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 4.49 აშშ დოლარი. — 2016 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება №1/0903 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 60 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე. ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 26%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისთვის (2016 წლის 28 ოქტომბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 64 938.48 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 29 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 6.49 აშშ დოლარი.

38. ქ.წ–სა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 19 მარტის ხელშეკრულება №9341, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს კომპანიაზე გაცემული ჰქონდა 21 300 აშშ დოლარი. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 10 სექტემებრს და მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება სესხის ვადის გაგრძელების შესახებ 3 თვის ვადით წლიური 25% სარგებლის დარიცხვით. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით შეიტანა 1 043.07 აშშ დოლარი და შესაბამისად, 2016 წლის 10 სექტემბრიდან სარგებელი ერიცხებოდა 22 046.07 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 07 დეკემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 23 352.96 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. — 2016 წლის 9 მარტის ხელშეკრულება №49340, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს კომპანიაზე გაცემული ჰქონდა 3 949 ევრო. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 10 სექტემებრს და მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება სესხის ვადის გაგრძელების შესახებ 3 თვის ვადით წლიური 25% სარგებლის დარიცხვით. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით შეიტანა 504.10 ევრო და შესაბამისად, 2016 წლის 10 სექტემბრიდან სარგებელი ერიცხებოდა 4 553.10 ევროს. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 7 დეკემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 4 823.44 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა.

39. ნ.შ–ძესა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 23 მარტის ხელშეკრულება №9504 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 30 000 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 22 ივლისს მხარეებმა გააფორმეს სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება და სესხის ვადა გაგრძელდა დამატებით 4 თვის ვადით იმავე პირობებზე. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 21 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 32 375 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 22 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 3.24 აშშ დოლარი. — 2016 წლის 14 მარტის ხელშეკრულება №9251 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 3 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად 25%. 2016 წლის 8 ივლისს მხარეებმა გააფორმეს სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება და სესხის ვადა გაგრძელდა დამატებით 4 თვის ვადით იმავე პირობებზე. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით ასესხა კომპანიას 600 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 2 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 3 600 აშშ დოლარი და 4 თვის სარგებელი 285 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 3 885 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 13 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.39 აშშ დოლარი.

40. მ.ჯ–ძესა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: - 2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება №11617 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 18 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 33%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 19 აგვისტოს) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 18 000 აშშ დოლარი და სარგებელი 5 643 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 23 643 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 20 აგვისტოდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 2.36 აშშ დოლარი. — 2016 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება №10922, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს კომპანიაზე გაცემული ჰქონდა 4 800 აშშ დოლარი და 2016 წლის 3 აგვისტოს დამატებით გასცა 500 აშშ დოლარი. სესხი გაცემული იყო 3 თვის ვადით თვეში 2.08% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის 2016 წლის 29 ნოემბრისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა ჯამში 5 404.90 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა.

41. თ.ქ–ძესა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ხუთი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 4 მარტის ხელშეკრულება №9253 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 14 ივლისს მოხდა სესხის ვადის გაგრძელება კიდევ 4 თვით წლიური იმავე პირობებით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 13 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 6 თვის სარგებელი და უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 4 500 აშშ დოლარი და სარგებელი 178.12 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 4 678.12 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 4 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.47 აშშ დოლარი. — 2016 წლის 4 მარტის ხელშეკრულება №9254 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 12 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 4 ივლისს მოხდა სესხის ვადის გაგრძელება კიდევ 4 თვით წლიური იმავე პირობებით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 13 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 6 თვის სარგებელი და უნდა დაებრუნებინა ჯამში 12 994.80 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 4 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.30 აშშ დოლარი. – 2016 წლის 4 მარტის ხელშეკრულება №9255 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 10 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 14 ივლისს მოხდა სესხის ვადის გაგრძელება კიდევ 4 თვით წლიური იმავე პირობებით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 13 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 6 თვის სარგებელი და უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და სარგებელი 39 5.84 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 10 395.84 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2006 წლის 4 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.04 აშშ დოლარი. — 2016 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება №11014 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 5 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 16 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა ორი თვის სარგებელი და უნდა გადაეხადა ჯამში 5 197.92 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 7 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.52 ლარი. — 2016 წლის 16 ივლისის ხელშეკრულება №11015 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 4 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 16 ნოემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა ორი თვის სარგებელი და უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 4 000 ლარი და სარგებელი 158.34 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 4 158.34 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 7 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.42 ლარი.

42. 2016 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულება №8972 ფარგლებში მ.ლ–ძემ კომპანიას მისცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 21 200 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 13 ოქტომბერს მოსარჩელემ დაიბრუნა სესხის ნაწილი 3 100 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის ნარჩენმა ძირმა შეადგინა 18 100 აშშ დოლარი, მხარეებმა სესხის ვადა გააგრძელეეს კიდევ 4 თვით წლიური 25%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 11 თებერვალი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 2016 წლის 11 ოქტომბრამდე დარიცხული სარგებელი და შესაბამისად, უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 18 100 აშშ დოლარი და სარგებელი 1 432.92 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 19 532.92 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 12 თებერვლიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1.95 აშშ დოლარი.

43. 2016 წლის 16 მარტის ხელშეკრულება №9428 ფარგლებში ნ.უ–ძემ კომპანიას მისცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 6 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. 2016 წლის 15 აპრილს მოსარჩელემ კომპანიას მისცა დამატებითი სესხი 3 000 აშშ დოლარი და სესხის ნარჩენმა ძირმა შეადგინა 9 000 აშშ დოლარი თვეში 2.08%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის - (2017 წლის 16 მარტისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 2016 წლის 16 სექტემბრამდე დარიცხული სარგებელი და შესაბამისად, უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა 9 000 აშშ დოლარი და სარგებელი 1 067.04 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 10 067.04 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 16 მარტიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 1 აშშ დოლარი, 2016 წლის 16 მარტის ხელშეკრულება №9429 ფარგლებში მოსარჩელემ კომპანიას მისცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 2 000 ევროს ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 16 მარტისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 2016 წლის 16 სექტემბამდე დარიცხული სარგებელი და შესაბამისად, უნდა დაებრუნებინა ჯამში 2 237.50 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 16 მარტიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.22 ევრო.

44. რ.ქ–სა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ოთხი სესხის ხელშეკრულება: — 2015 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულება №8110 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 2 500 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიურ სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულება 2016 წლის 25 აპრილს გაგრძელდა დამატებით 4 თვით, ხოლო 2016 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელემ დაუმატა კომპანიას სესხი 2 000 აშშ დოლარი და შესაბამისად, შემდეგი 4 თვის განმავლობაში სესხის ძირი შეადგენდა 4 500 აშშ დოლარ. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 23 დეკემბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 9 თვის სარგებელი და შესაბამისად, დასაბრუნებელი ჰქონდა მოსარჩელისათვის ჯამში 4 767.18 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 24 დეკემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.48 აშშ დოლარი. - 2016 წლის 24 მარტის ხელშეკრულება 9525 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 2 600 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულება 2016 წლის 22 სექტემბერს გაგრძელდა დამატებით 6 თვით და მოსარჩელემ დაუმატა კომპანიას სესხი 1 100 აშშ დოლარი და შესაბამისად, შემდეგი 6 თვის განმავლობაში სესხის ძირი შეადგენდა 3 700 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 24 მარტი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 6 თვის სარგებელი და შესაბამისად, დასაბრუნებელი ჰქონდა მოსარჩელისათვის ჯამში 4 139.38 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 25 მარტიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.41 აშშ დოლარი. — 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება №10807 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 8 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 22 ოქტომბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 3 თვის სარგებელი და შესაბამისად, დასაბრუნებელი ჰქონდა მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხა 8 000 ლარი და სარგებელი 158.08 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით), ანუ ჯამში 8 158.08 ლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2016 წლის 23 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.82 ლარი. - 2016 წლის 06 ოქტომბრის ხელშეკრულება 12081 თანახმად, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 1 400 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 4 თვე, ხოლო ყოველწლიური სარგებლად წლიური 25%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2017 წლის 04 თებერვალი) მსესხებელს მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი ჰქონდა ჯამში 1 510.84 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. 2017 წლის 15 თებერვლიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0.01%, ანუ დღეში 0.15 აშშ დოლარი.

45. მ.მ–სა და კომპანიას შორის 2016 წლის 26 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №8676, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 21 000 ლარი, მოგვიანებით 2016 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ კომპანიას მისცა დამატებითი სესხი და ძირითად თანხად განისაზღვრა 27 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 26 იანვარი, ხოლო ყოველთვიურ სარგებლად თვეში 2.08%. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 27 000 ლარი, სარგებელი 2 134.08 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით). 2017 წლის 26 იანვრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს 0.01%, ანუ დღეში 2.91 ლარი. 2015 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №6985, რომლის მიხედვითად მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სესხი 48 000 აშშ დოლარი 4 თვის ვადით წლიური 25%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულებაზე 2016 წლის 8 თებერვლიდან 2016 წლის 19 სექტემბრამდე გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები, რომელთა ძალითაც, სესხის თანხა გაიზარდა 66 000 აშშ დოლარამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 7 ოქტომბერი. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა 66 000 აშშ დოლარი, ბოლო ერთი თვის სარგებელი 1 304.16 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით). 2017 წლის 8 ოქტომბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს 0.01%, ანუ დღეში 6.73 აშშ დოლარი.

46. ნ.ნ–სა და კომპანიას შორის 2016 წლის 23 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11272, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სარგებლიანი ვადიანი სესხი 2 500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 4 თვის ვადით წლიური 25%-იანი სარგებლის დარიცხვით. კომპანიამ ორი თვის სარგებელი მოსარჩელეს გადაუხადა. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში – 2 598.80 აშშ დოლარი. 2016 წლის 22 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს 0.01%, ანუ დღეში 0.26 აშშ დოლარი. 2015 წლის 23 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №11273, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ კომპანიაზე გასცა სესხი 22 500 ლარი 4 თვის ვადით წლიური 25%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებას 2016 წლის 22 აგვისტოს დანართის მიხედვით, მოსარჩელემ კომპანიას დაუმატა 1 000 ლარი და შესაბამისად, ამ თარიღიდან ძირი თანხა გახდა 23 500 ლარი. კომპანიამ მოსარჩელეს გადაუხადა 3 თვის სარგებელი. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 21 ნოემბრისათვის) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში - 23 964.36 ლარი, 2016 წლის 22 ნოემბრიდან ამ თანხას ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს 0.01%, ანუ დღეში 2.40 ლარი.

47. ნ.ბ–სა და კომპანიას შორის გაფორმებული იყო ორი სესხის ხელშეკრულება: — 2016 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულება №9194, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს კომპანიაზე გაცემული ჰქონდა 10 055 ევრო. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 30 ივნისს და მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება სესხის ვადის გაგრძელების შესახებ 4 თვის ვადით წლიური 25% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 29 ოქტომბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 10 253.69 ევრო. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა. — 2016 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულება №9194, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს კომპანიაზე გაცემული ჰქონდა 9 315 აშშ დოლარი. 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ კომპანიას დამატებით ასესხა 300 აშშ დოლარი და სესხის ძირითადი თანხა გახდა 9 615 აშშ დოლარი, რომელსაც ერიცხებოდა სარგებელი თვეში 2.08%. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის (2016 წლის 28 ოქტომბერი) მსესხებელს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ჯამში 9 805.30 აშშ დოლარი. მსესხებელმა აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა.

48. კრედიტორთა სარჩელის მოთხოვნა

48.1 მოსარჩელეებმა წარდგენილი სარჩელით, მოპასუხეებისთვის, სოლიდარულად, წინამდებარე განჩინების 1-47 პუნქტებში ასახული, სესხად გადაცემული თანხების, ასევე, ამავე თანხებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და დასარიცხი პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვეს.

49. მოპასუხეთა შესაგებელი

49.1მოპასუხე მ.ფ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო, მოპასუხეებს თ.ლ–ძესა და თ.მ–ს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

50. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

50.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს:

50.1.1მ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 593.76 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.2ნ.ს–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 16 995 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.3გ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 43 870.90 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.4ო.ჯ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 330 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.5ნ.ქ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19 067.04 ლარის გადახდა;

50.1.6ი.კ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 448.50 ლარის გადახდა;

50.1.7ა.კ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29 082.56 ლარის გადახდა;

50.1.8დ.ჯ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 897 ლარის გადახდა;

50.1.9მ.ც–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5254 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.10გ.ს–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7704.38 აშშ დოლარის და 13 596 ლარის გადახდა;

50.1.11გ.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29 828.11 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.12ზ.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 30 174.28 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.13ა.ჩ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22 066.16 აშშ დოლარის და 12 711.36 ლარის გადახდა;

50.1.14მ.ბ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 98 851.68 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.15ლ.შ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 36 778 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.16ი.ე–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 49 256.52 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.17ი.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9712.48 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.18ნ.ვ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 741.68 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.19ლ.მ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 058.32 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.20მ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7881 აშშ დოლარის და 15 105.25 ლარის გადახდა;

50.1.21ვ.ი–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 62 168.64 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.22ე.ჯ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 712.47 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.23ხ.ზ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1510.64 ევროს, 5611.68 აშშ დოლარის და 3237.12 ლარის გადახდა;

50.1.24თ.შ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 42 537 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.25ა.კ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4316.68 აშშ დოლარის და 99 537.75 ლარის გადახდა;

50.1.26შ.ქ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6798 აშშ დოლარის და 12 462.98 ლარის გადახდა;

50.1.27მ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 543.74 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.28ლ.ხ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 63 092.24 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.29რ.ხ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11 821.50 ლარის და 11 821.50 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.30ე.ლ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 32 000 ლარის გადახდა;

50.1.31ლ.პ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 166.64 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.32თ.გ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 269 499.84 აშშ დოლარის და 14 257.75 ლარის გადახდა;

50.1.33გ.მ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 103 766.50 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.34ზ.თ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 44 217.30 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.35ლ.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31 126.72 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.35ე.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 26 024.23 აშშ დოლარის და 2513.66 ევროს გადახდა;

50.1.36ს.შ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 177 284.68 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.37ქ.წ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 352.96 აშშ დოლარის და 4823.44 ევროს გადახდა;

50.1.38ნ.შ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 36 260 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.39მ.ჯ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29 047.90 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.40თ.ქ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 068.76 აშშ დოლარის და 9356 ლარის გადახდა;

50.1.41მ.ლ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19 532.92 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.42ნ.უ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 067.04 აშშ დოლარის და 2237.50 ევროს გადახდა;

50.1.43რ.ქ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 417.40 აშშ დოლარის და 8158.08 ლარის გადახდა;

50.1.44მ.მ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 29 134.08 ლარის და 67 304.16 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.45ნ.ნ–ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 964.36 ლარის და 2598.80 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.46ნ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 253.69 ევროს და 9805.30 აშშ დოლარის გადახდა;

50.1.47სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

51. აპელანტის მოთხოვნა

51.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (აპელანტმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

52. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

52.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

52.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

52.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი, მაშინ როდესაც უნდა გამოეყენებინა მეწარმეთა შესახებ კანონის 9-ე მუხლის მე-6 პუნქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის „დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება“ სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ და 998.1-ე „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები“ მუხლები წარმოადგენს და არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

52.4 სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, 2015-2016 წლებში მოსარჩელეებსა და კომპანიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეებმა კომპანიას მისცეს სარგებლიანი კრედიტები. კომპანიას თანხები მოსარჩელეებისთვის არ დაუბრუნებია. დასახელებული თანხები შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის, მიუხედავად ამისა, თ.ლ–ძემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ.ფ–ძის ორგანიზებით და თ.მ–თან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები, როგორც თავად მ.ფ–ძეზე ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, სწორედ მოპასუხეთა - დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც პროკურატურამ ისინი დაზარალებულებად ცნო. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე №1/719-17 (№092101016002) მოპასუხეებმა კომპანიისთვის სესხად მიცემული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეები ცნეს დაზარალებულად. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება. 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი დატოვა უცვლელად, ხოლო, საკასაციო სასამართლომ არ დაუშვა საკასაციო საჩივრები განსახილველად.

52.5 სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელით იყო მოთხოვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები მოპასუხეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, პალატა მიიჩნევდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

52.6 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გაეხადა მოპასუხეს. შედავება უნდა მომხდარიყო საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით. ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები დაზარალებულად ცნეს, (ტ. 2, ს.ფ. 241-363); მოსარჩელეთა სიითი ნომრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: მ.ბ–ი -723; ნ.ს–ი - 1056; გ.ბ–ი - 121; ო.ჯ–ძე - 1082; ნ.ქ–ძე - 1036; ი.კ–ძე - 1733; ა.კ–ა - 16; დ.ჯ–ი - 218; მ.ც–ძე - 784; გ.ს–ი - 137; გ.ა–ი - 173; ზ.ა–ი - 366; ა.ჩ–ი - 58; მ.ბ–ძე - 863; ლ.შ–ძე - 690 ; ი.ე–ძე - 527; ი.მ–ი - 493; ნ.ვ–ვა - 974; ლ.მ–ა - 840; მ.ბ–ი - 825; ვ.ი–ვი - 335; ვ.ჯ–ი - 247; ხ.ზ–ი - 1257; თ.შ–ძე - 487; ა.კ–ი - 51; შ.ქ–ა - 1216; მ.ბ–ი - 872; ლ.ხ–ა - 712; რ.ხ–ძე - 1113; ე.ლ–ა - 245; ლ.პ–ი - 653; თ.გ–ძე - 441; გ.მ–ა - 175; ზ.თ–ი - 369; ლ.ა–ი - 692; ე.მ–ი - 261; ს.შ–ი - 1147; ქ.წ–ი -1193; ნ.შ–ძე - 1062; მ.ჯ–ძე - 823; თ.ქ–ძე - 485; მ.ლ–ძე - 742; ნ.უ–ძე - 1032; რ.ქ–ი - 1124; მ.მ–ი- 878, ნ.ნ– - 1048 ; ნ.ბ–ი - 1061), 2018 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ტ. 3, ს.ფ. 145-192), 2018 წლის 12 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე დაუშვებლადაა ცნობილი, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი სალაროს ორდერები (ტ. І, ს.ფ.57-368; ტ 2. სფ 1-240).

53. აპელანტის საკასაციო მოთხოვნა

53.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტმბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

53.2 კასატორის განმარტებით, არ არის დადგენილი მიზეზობრივი კავშირი. განაჩენის მიხედვით, აპელანტმა ისესხა თანხა კომპანიისგან, რაც სასამართლომ მიიჩნია დანაშაულად, რითაც დააზარალა კომპანია. საფინანსო კომპანია დაზარალებულად ცნობილი არ არის და მას გააჩნია შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორების წინაშე.

53.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ერთ ცნებაში გააერთიანა სასესხო ურთიერთობა და დელიქტური ვალდებულება. არ გამიჯნა ზიანის მიყენებამდე ურთიერთობები ზიანის მიყენების შემდგომ არსებული მდგომარეობისგან, არ იმსჯელა სათანადო მოპასუხეზე, მაშინ როდესაც სამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო იურიდიულ პირთან. არ გამიჯნა ფიზიკური პირის ქმედება იურიდიული პირის ქმედებისგან. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებენ დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ სტანდარტულ კომპონენტს.

53.4განაჩენის მიხედვით, კასატორის მხრიდან კომპანიაში სესხის თანხის დაბრუნების პირობებშიც, იურიდიული პირი ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. აღნიშნული ადასტურებს, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიმართ მიყენებულ ზიანთან. კომპანიის კრედიტორების მოთხოვნა უნდა დაეყრდნოს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და ზიანის დაკისრება გამჭოლი პასუხისმგებლობით უნდა დაეკისროს მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელობას, დანარჩენ მოპასუხეებს და არა კასატორს.

54. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

54.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

55. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

57. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანდოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია არსებითად დასაბუთებული შედავება, რომლითაც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

60. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 998-ე მუხლი „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

61. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).

62. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 31.07.2017წ. განაჩენზე, რომლითაც მოპასუხეები მოსარჩელეთა, კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, დამნაშავეებად ცნეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018წ. განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2018წ. განჩინებით მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

63. განაჩენის თანახმად, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. მის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ.მ., ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ.ლ–ძე. მსესხებლის საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა კასატორი. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, კომპანია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში მსესხებელმა მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანიის დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, დანარჩენ მოპასუხეთა დახმარებითა და წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები, როგორც თავად კასატორის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით პირველ მოპასუხეზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „განთიადზე“ 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და კასატორმა გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.05.2018წ. განაჩენში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, აღნიშნულია, რომ კასატორი რეალურად იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.

65. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).

66. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა იქნეს მიჩნეული.

67. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

68. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე