28 მარტი 2022 წელი
საქმე№ ა-1202-შ-38-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №54423/2017)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №54423/2017) ნაბრძანებია და გამოტანილია გადაწყვეტილება, რომ ქორწინება მოსარჩელე ჯ.მ–სა (მისამართი: 1970 East 18th Street, Apt.#A15, Brooklyn NY 11229. სოციალური დაზღვევის ნომერი: 085025033) და მოპასუხე ე.ბ–ს (მისამართი: 1755 East 13th Street, Apt. #A10, Brooklyn Ny 11229. სოციალური დაზღვევის ნომერი: 729033916) შორის შეწყდა.
2022 წლის 17 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ე.ბ–ის შუამდგომლობა ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
გადაწყვეტილების მიხედვით, ჯ.მ–ი წარმოადგენდა მოსარჩელეს, ხოლო ე.ბ–ი მოპასუხეს. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე გამოცხადდა და უარი თქვა პასუხის გაცემის უფლებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ განქორწინების გადაწყვეტილება არის არასადაო და ის ძალაშია 2018 წლის 05 ივნისიდან.
შუამდგომლობაზე დართული ქორწინების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ ე.ბ–ი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ხოლო საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილითა და ა.შ.შ.-ის მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ 2013 წლის 18 ივნისიდან ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე და ამჟამად ა.შ.შ.-ის მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით ე.ბ–ის შუამდგომლობა ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №54423/2017) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ე.ბ–ის შუამდგომლობა ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №54423/2017) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
დადგენილია, რომ ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ.მ–სა და მოპასუხე ე.ბ–ს შორის შეწყდა ქორწინება. ასევე დადგენილია, რომ განქორწინების გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 05 ივნისიდან.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
შუამდგომლობაზე დართული ქორწინების მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ ე.ბ–ი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №54423/2017) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს განქორწინების ნაწილში, რაც აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ბ–ის შუამდგომლობა, ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №54423/2017) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ა.შ.შ.-ის, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს, ქინგზის ოლქის სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №54423/2017), რომლითაც შეწყდა ქორწინება მოსარჩელე ჯ.მ–ს (მისამართი: 1970 East 18th Street, Apt.#A15, Brooklyn NY 11229. სოციალური დაზღვევის ნომერი: 085025033) და მოპასუხე ე.ბ–ს (მისამართი: 1755 East 13th Street, Apt. #A10, Brooklyn Ny 11229. სოციალური დაზღვევის ნომერი: 729033916) შორის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი