საქმე №ას-1371-2021 18 თებერვალი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ააიპ "თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის 70 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლია", ააიპ "თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N191 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N211 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N196 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღი" (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 20 764.84 ლარისა და პირგასამტეხლოს 154 ლარის გადახდა; შპს ,,ე–ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3 564 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 29 689.1 ლარისა და პირგასამტეხლოს 261 ლარის გადახდა; შპს ,,ე–ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 5 215 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 18 301.1 ლარისა და პირგასამტეხლოს 144 ლარის გადახდა; შპს ,,ე–ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3 118 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 14 581.75 ლარისა და პირგასამტეხლოს 112 ლარის გადახდა; შპს ,,ე–ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 481 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 1 887.05 ლარისა და პირგასამტეხლოს 9 ლარის გადახდა; შპს ,,ე–ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 454 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის“ და ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს ,,ე–ის’’ მიმართ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ე–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ააიპ ,,ქ. თბილისის №58-ე საბავშვო ბაგა-ბაღს“, შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 5 489.6 ლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს 1 452.2 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 5 610.05 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 484 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 5 661.15 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 499.9 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების 5 843.65 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 547.6 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 073.6 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 605.9 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 369.25 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 685.4 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ თოლიას“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 639.35 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 802.3 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 807.25 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 802 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 825.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 807.3 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 6 997. 05 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 849.7 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 7 245.25 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 918.8 ლარის გადახდა; შპს „ე–ს“ უარი ეთქვა მოპასუხეებისათვის: ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღისა და ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღისათვის საბანკო გარანტიის დაკისრებაზე; ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღსა და ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ე–მა“, ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღმა თოლიამ, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღმა, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღმა და ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გაერთიანდა სამოქალაქო საქმეები #2ბ/4434-21 და 2/7894-18 და მიენიჭა საქმის ნომერი #2ბ/4434-21.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე–ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5, 3, 4, 5, 6, 7 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 20 764.84 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 540 ლარის გადახდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 29 689.1 ლარისა და პირგასამტეხლოს 2 610 ლარის გადახდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 18 301.1 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 440 ლარის გადახდა; მოპასუხე ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 14 581.75 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 120 ლარის გადახდა; მოპასუხე ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე შპს ,,ე–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 1 887.05 ლარისა და პირგასამტეხლოს 90 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 669.14 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 968.97 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 592.23 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 471.05 ლარის გადახდა; ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 59.31 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 55.44 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 40.32 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 40.32 ლარის გადახდა; ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 93.96 ლარის გადახდა; ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს ,,ე–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 3.24 ლარის გადახდა; შპს „ე–ის“ და ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა- ბაღის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
6. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ სარჩელებზე მოსარჩელე შპს „ე–ის" მოთხოვნა მიწოდებული საგნის ღირებულების ანაზღაურება იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 116 858,4 ლარს (3.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 464 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი იმისათვის რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 3 564 ლარი. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.2. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო 323 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 81 347,55 ლარს (3.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 323 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 2 481 ლარი. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.3. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო 406 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 102 251,1 ლარს (3.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 406 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ ,,თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი იმისათვის რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 3 118 ლარი. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.4. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო 679 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 171 006,15 ლარს (3.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 679 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ ,,თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი იმისათვის რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 5 215 ლარი. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.5. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ მიერ, 2017 წლის 17 აგვისტოს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000503 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღსა’’ და შპს ,,ე–ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი იყო 59 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 14 859,15 ლარს (3.1 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო 59 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ ,,თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღისა’’ და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი იმისათვის რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 454 ლარი. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.6. შპს ,,ე–სა’’ და ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა- ბაღს’’, ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,ქ. თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს, გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე–ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:
7.6.1. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა იქნებოდა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა დაფშვნილიყო. შემადგენლობაში არ უნდა ჰქონოდა მავნე ქიმიური ელემენტები. მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრული მოთხოვნები;
7.6.2. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
7.6.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
7.6.4. მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის მინიმუმ 40%;
7.6.5. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.
7.7. ხუთივე დამოუკიდებელი ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად შპს ,,ე–ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად:
7.7.1. თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა დაფშხვნილიყო. რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. შემადგენლობაში არ უნდა ყოფილიყო მავნე ქიმიური ელემენტები, მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს უნდა დაეკმაყოფილებინა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი);
7.7.2. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ჰქონოდა შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა ყოფილიყო დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
7.7.3. მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოედგინა მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
7.7.4. მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა ყოფილიყო საერთო ვადის არანაკლებ 40%;
7.7.5. სურსათის უვნებლობას, ეტიკეტირებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირების პირობებს უნდა დაეკმაყოფილებინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები.
7.8. შპს ,,ე–სა’’ და ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს, გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ.ბ–ის’’ შემდეგი საბანკო გარანტიები:
7.8.1. საბანკო გარანტია #BB.14.09/14, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს ,,ე–ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრული იქნა 3 564 ლარით;
7.8.2. საბანკო გარანტია #BB.14.09/44, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს ,,ე–ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრული იქნა 2 481 ლარით;
7.8.3. საბანკო გარანტია #BB.14.09/47, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს ,,ე–ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრული იქნა 3 118 ლარით;
7.8.4. საბანკო გარანტია #BB.14.09/164, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს ,,ე–ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრული იქნა 5 215 ლარით;
7.8.5. საბანკო გარანტია #BB.14.09/170, რომლის თანახმადაც, პრინციპალი იყო შპს ,,ე–ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრული იქნა 454 ლარით.
7.9. შპს ,,ე–სა’’ და ააიპ ,,თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღს’’, ააიპ ,,თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს’’ შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს, გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,ე–ის’’ მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველებისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით შეადგენდა:
7.9.1. ააიპ „ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში 20 764,85 ლარს;
7.9.2. ააიპ „ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში 14 581,75 ლარს;
7.9.3. ააიპ „ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში 18 301,1 ლარს;
7.9.4. ააიპ „ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში 29 689,1 ლარს;
7.9.5. ააიპ „ქ. თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ შემთხვევაში 1 887,05 ლარს.
7.10. შპს ,,ე–ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულმა ქ. თბილისის ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შპს ,,ე–თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
7.11. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ,,ე–ის’’ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N09/03005 თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
7.12. შპს „ე–ს“ და მოპასუხეებს ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღს, ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღს შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეებისათვის სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელმოწერილი გარიგებების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
7.13. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულების 3%, კერძოდ: 1. ააიპ თბილისის No58 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 007 ლარის გარანტია; 2. ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 945 ლარის გარანტია; 3. ააიპ თბილისის N94 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 145 ლარის გარანტია; 4. ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 275 ლარის გარანტია; 5. ააიპ თბილისის No70 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 175 ლარის გარანტია; 6. ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 268 ლარის გარანტია; 7. ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღთან თოლია მიმართებით 1 068 ლარის გარანტია; 8. ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 268 ლარის გარანტია; 9. ააიპ თბილისის No97 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 129 ლარის გარანტია; 10. ააიპ თბილისის No191 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 314 ლარის გარანტია; 11. ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღთან მიმართებით 1 306 ლარის გარანტია.
7.14. 14.09.2017 წლის ხელშეკრულებების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუწია შემდეგი ოდენობის მომსახურება: 1. ააიპ თბილისის No58 საბავშვო ბაგა-ბაღს 5 489.6 ლარის მომსახურება; 2. ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღს 5 610.05 ლარის მომსახურება; 3. ააიპ თბილისის No4 საბავშვო ბაგა-ბაღს 5 661.15 ლარის მომსახურება; 4. ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღს 5 843.65 ლარის მომსახურება; 5. ააიპ თბილისის No70 საბავშვო ბაგა-ბაღს 6 073.6 ლარის მომსახურება; 6. ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშო ბაგა-ბაღს 6 369.25 ლარის მომსახურება; 7. ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლია ბაგა-ბაღს 6 639.35 ლარის მომსახურება; 8. ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღს 6 807.25 ლარის მომსახურება; 9. ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღს 6 825.5 ლარის მომსახურება; 10. ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღს 6 997.05 ლარის მომსახურება; 11. ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაღს 7 245.25 ლარის მომსახურება. გაწეულ მომსახურებებზე მოპასუხეებს წარედგინათ შედარების აქტები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
7.15. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხეებმა უარი განაცხადეს შედარების აქტის ხელის მოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა როგორც მოპასუხეებს, ასევე ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. შპს "ე–ის" 25.12.2017 წლის N14/12 წერილის პასუხად ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებელის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც შპს "ე–ის" მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი.
7.16. ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 27.12.2017 წლის N1/5077 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/1B126 წერილები. ამასთან მოსარჩელეს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 22.12.2017 წლის No9/13262 წერილით ეცნობა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
7.17. მოპასუხეებისათვის მიწოდებულ კარაქსა და ყველს მოსარჩელე შპს "ა.წ–ისა" და შპს "ნ ."-საგან ყიდულობდა. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
7.18. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 23 თებერვლის წერილის საფუძველზე მოპასუხეებმა განახორციელეს 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებებით მათ სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების გამოთხოვა კერძოდ: 1. ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღმა გამოითხოვა 1 007 ლარის საბანკო გარანტია; 2. ა(ა)იპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 945 ლარის საბანკო გარანტია; 3. ა(ა)იპ „თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 145.00 ლარის საბანკო გარანტია; 4. ა(ა)იპ „თბილისის NN87 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 275 ლარის საბანკო გარანტია; 5. ა(ა)იპ „თბილისის No70 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 175.00 ლარის საბანკო გარანტია; 6. ა(ა)იპ „თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 268.00 ლარის საბანკო გარანტია; 7.ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლიასგან გამოითხოვა 1 068.00 ლარის საბანკო გარანტია; 8. ა(ა)იპ ქ. თბილისის #10 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 268.00 ლარის საბანკო გარანტია; 9. ა(ა)იპ ქ. თბილისის No97 ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 129.00 ლარის საბანკო გარანტია; 10. ა(ა)იპ ქ. თბილისის #191 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 314.00 ლარის საბანკო გარანტია; 11. ქ. თბილისის No211 საბავშვო ბაგა-ბაღისგან გამოითხოვა 1 306. 00 ლარის საბანკო გარანტია.
7.19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა.
7.20. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80 % იქნებოდა. ასევე უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე და 103-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში ბაგა-ბაღებს ეკისრებოდათ, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
7.21. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავს რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.
7.22. ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე–ის“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვების თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. ამავე წერილებში მითითებულია, რომ მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები იყოს მითითებული.
7.23. ამასთანავე, პროდუქტის შიგთავსის ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დასამტკიცებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელისთვის აღნიშნული პროდუქტის (კარაქის) მიმწოდებლის - შპს „ა.წ–ის“ მიმართვა, რომლის თანახმადაც, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105 კგ კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400 კგ კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100 კგ კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მტკიცებულების თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ, აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა 80.0%-ს შეადგენდა.
7.24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები არ არის შესწავლილი და მათგან გამომდინარე დარღვევა არ დგინდება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტია შემოწმებული და მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ეტიკეტირების დარღვევაა მითითებული.
7.25. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქის“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შეუსაბამობა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან არ დგინდებოდა. ამიტომ დადგინდა, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
7.26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ შპს „ე–მა“ ა(ა)იპ საბავშვო ბაგა-ბაღებთან, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
7.27. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მისაწოდებელ ყველთან მიმართებით იდენტურ დათქმას ითვალისწინებდა, კერძოდ, კომპანიას ბაღისთვის პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.
7.28. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტრირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასიური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. ვინაიდან სახელშეკრულებო სამართალი მხარეთა ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სამართალია და იგი Pacta sunt servanda-ს პრინციპის მოქმედებას ითვალისწინებს, სახელშეკრულებო დავების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გამოვლენილ ნებას და იმ პირობებს ექცევა, რომლის შესრულებაც მხარეებმა დადებული გარიგებით ივალდებულეს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები მისაწოდებელი ყველის მახასიათებლებთან მიმართებით იდენტურია, შესაბამისად, რადგან მიმწოდებელმა პასტერიზებული რძის მაგივრად მიმწოდებელს აღდგენილი რძე მიაწოდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ შესრულება არაჯეროვანი იყო, რაც შემკვეთს კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
7.29. სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. იმავე კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
7.30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე–მა“ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღებს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია, ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღებმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებისამებრ გამოიყენეს. ასევე, უდავოა, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა ჰქონდა.
7.31. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითებინა საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო (იხ. სუსგ-ები Nას-1900-2018, 12.03.2019 წ., Nას-596-2020, 29.10.2020 წ.).
7.32. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეების ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღისა და ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო საფუძვლიანია.
7.33. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ე–ის“ მოთხოვნა, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მოპასუხეების ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ.თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ.თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ.თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა- ბაღის“ მიმართ, ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
7.34. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილების წინაპირობები. კერძოდ, მოპასუხე ააიპ ,,ქ.თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 1 540 ლარით, მოპასუხე ააიპ ,,ქ.თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ 2 610 ლარით, მოპასუხე ააიპ ,,ქ.თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ 1 440 ლარით, ააიპ ,,ქ.თბილისის N43 საბავშვო ბაგა- ბაღის“ მიმართ 1 120 ლარით.
7.35. სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საერთო ჯამში ვალდებულების მოცულობის, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, პირგასამტეხლოს ნაწილში მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.
7.36. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიების თანხის შპს „ე–ისთვის“ ანაზღაურების მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
7.37. სსკ-ის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
7.38. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
7.39. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
7.40. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგენილია, შესაბამისად, ვინაიდან საბანკო გარანტია გამოუხმობადი ხასიათის იყო და, თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობდა (იხ. სუსგ Nას-596-220, 29.10.2020 წ.).
7.41. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ე–ის“ და ააიპ თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N70 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა- ბაღის, ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლიას, ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N191 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ თბილისის N211 საბავშვო ბაგა-ბაღის სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს; სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და დაასკვნა, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო.
7.42. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5, 3, 4, 5, 6 და 7 პუნქტების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში მიღებულიქნა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ე–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ააიპ ,,ქ. თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N196 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ ,,ქ. თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ ,,პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ააიპ "თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის 70 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღმა თოლიამ", ააიპ "თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N191 საბავშო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N211 საბავშო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N196 საბავშო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღმა", ააიპ "თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღმა" და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც შპს „ე–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება და მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
9. კასატორთა განმარტებით, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია რძეზე დამზადებული ყველის გამოყენება, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა, ყველთან მიმართებით ვალდებულება შეუსრულებლად უნდა იქნეს მიჩნეული. შპს „ე–ი“ ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის პროდუქტს არ იყენებდა. შპს „ე–ს“, როგორც მეწარმე სუბიექტს, უნდა სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისაგან მიღებული პროდუქტის მახასიათებლები. კასატორთა პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან შპს „ე–ი“ შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე.
10. კასატორებმა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითეს (საქმე Nას-629-588-2017) და განმარტეს, რომ შპს „ე–ი“ ნაკლიანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობისაგან არ უნდა გათავისუფლებულიყო.
11. კასატორებმა ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციაზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოს ამ კონვენციით უნდა ეხელმძღვანელა, რადგან ხელშეკრულების საგანი ბავშვთა კვებას შეეხებოდა.
12. კასატორთა განმარტებით შპს „ე–მა“ სახელშეკრულებო ვალდებულებები სხვა პროდუქტთან- კარაქთან მიმართებითაც დაარღვია, რაც შეიძლება უარყოფითად ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კასატორთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა პრეტენზია შპს „ე–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებით დარღვევას შეეხება, რის გამოც კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და შესაბამისად მათი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები -დასაბუთებული. .
17. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
18. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო საბავშვო ბაგა-ბაღებმა უარი უთხრეს შპს „ე–ს“ შედარების აქტების შედგენაზე (იხ. ამ განჩინების 7.10 ქვეპუნქტი). შპს „ე–ის“ მიერ ბაღებისათვის მიწოდებულ პროდუქტთან - კარაქთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დაუდგენია, რადგან პროდუქტს შეფუთვაზე მითითებული იყო რძის ცხიმის შემცველობა 80 % (+/- 0.5), რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტში ჯდებოდა (იხ. ამ განჩინების 7.21, 7.23, 7.25 ქვეპუნქტები). საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეთა მხარეს იყო, თუმცა მათ მისი დაძლევა ვერ შეძლეს.
19. რაც შეეხება, პროდუქტთან - ყველთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ყველი ხელშეკრულებით შეთანხმებული პასტერიზებული რძის ნაცვლად აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დარღვევას წარმოდგენს (იხ. ამ განჩინების 7.26, 7.27, 7.28 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებასაც იზიარებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს ნაკლიანი შესრულების გამო მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნა შეეძლოთ, რადგან ნაკლიანი შესრულება მიიღეს და გამოიყენეს კიდეც (იხ. ამ განჩინების 7.29 და 7.30 ქვეპუნქტები).
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. შესაბამისად, მოპასუხეს რჩება მხოლოდ სსსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების მოთხოვნის შესაძლებლობა (იხ. სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020 წ.).
21. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ.,პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2.03.2017 წ.).
22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორებს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვთ.
23. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშვა შეთანხმებული ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება (შეად. სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020 წ.).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ "თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის 70 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლია", ააიპ "თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N191 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N211 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N196 საბავშო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღი", ააიპ "თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღი" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ "თბილისის N58 საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 204422534), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 473,60 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 2 დეკემბერი), 70% – 331,52 ლარი;
3. ააიპ "თბილისის ტაბახმელას საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 254406101), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 479,20 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 335,44 ლარი;
4. ააიპ "თბილისის N4 საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 203853776), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 491,60 ლარის (საგადახდო დავალება N1638352956, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 344,12 ლარი;
5. ააიპ "თბილისის N87 საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 211351954), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 518,3 ლარის (საგადახდო დავალება N1638348992, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 362,81ლარი;
6. ააიპ "თბილისის 70 საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 211362158), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 543,30 ლარის (საგადახდო დავალება N1638350621, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 380,31 ლარი;
7. ააიპ "თბილისის სოფელ დიღმის საბავშვო ბაგა-ბაღს", (ს/კ 205208265), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 566,30 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 396,41 ლარი;
8. ააიპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი თოლიას", (ს/კ 206333500), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 568,70 ლარის (საგადახდო დავალება N1638345941, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 398,09 ლარი;
9. ააიპ "თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღს", (ს/კ 202939268), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 597,60 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 418,32 ლარი;
10. ააიპ თბილისის N97 საბავშვო ბაგა-ბაღს", (ს/კ 211351785), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 587,20 ლარის (საგადახდო დავალება N1638344430, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 411,04 ლარი;
10. ააიპ "თბილისის N191 საბავშო ბაგა-ბაღს", (ს/კ 204423043), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 597,80 ლარის (საგადახდო დავალება N1638349525, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 418,46 ლარი;
11. ააიპ "თბილისის N211 საბავშო ბაგა-ბაღი", (ს/კ 211351972), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 614,70 ლარის (საგადახდო დავალება N1638354165, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 430,29 ლარი;
12. ააიპ "თბილისის N173 საბავშვო ბაგა-ბაღს", (ს/კ 209472587), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3083 ლარის (საგადახდო დავალება N1638348997, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 2158,1 ლარი;
13. ააიპ "თბილისის N196 საბავშო ბაგა-ბაღი", (ს/კ 206034334), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4047,4 ლარის (საგადახდო დავალება N1638355733, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 2833,18 ლარი;
14. ააიპ "თბილისის N59 საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 200008197), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2430,40 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 1701,28 ლარი;
15. ააიპ "თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღი" (ს/კ 200008160), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1817 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 1271,9 ლარი;
16. ააიპ "თბილისის პატარა ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ 206285651), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 215 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 დეკემბერი), 70% – 150,5 ლარი;
17. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური