საქმე №ა-466-შ-16-2022 5 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ზ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ.კ–ძემ 2022 წლის 7 თებერვალს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით ზ.კ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ.კ–ძის შუამდგომლობა ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა.კ–ი და ზ.კ–ძე განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მხარეები პროცესზე გამოცხადებულნი იყვნენ). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება 2021 წლის 14 დეკემბერს შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.კ–ძის შუამდგომლობა ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ფრაიბურგ იმ ბრაისგაუს საუბნო (პირველი ინსტანციის) სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ზ.კ–ძესა და მ.ა.კ–ის შორის 2015 წლის 5 მარტს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე