საქმე №ა-6347-შ-175-2021 29 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.წ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილებით საქართველოში, თბილისში 1998 წლის 18 ივლისს დაქორწინებული პირები: 1974 წლის 6 მაისს დაბადებული რ.ფ–ი და 1970 წლის 21 თებერვალს დაბადებული შ.წ–ი განქორწინდნენ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ.წ–მა და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2008 წლის 1 ივლისს მხარეებმა ერთობლივად წარადგინეს საჩივარი განქორწინების შესახებ.
4. საფრანგეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მდივნის მიერ 2021 წლის 19 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ დარეგისტრირებულა.
5. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შ.წ–ის შუამდგომლობა საფრანგეთის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.წ–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.წ–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის რესპუბლიკის კლერმონ-ფერანის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის №08/02178 გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში, თბილისში 1998 წლის 18 ივლისს დაქორწინებული პირები: 1974 წლის 6 მაისს დაბადებული რ.ფ–ი და 1970 წლის 21 თებერვალს დაბადებული შ.წ–ი განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი