Facebook Twitter

საქმე №ას-102-2022 13 აპრილი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ. დ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის და 2022 წლის 10 იანვრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მარტის განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მარტის №ას-102-2022 განჩინებით შპს „მ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება.

2. აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა - არასწორად მიეთითა განჩინების მიღების თარიღი 27 მარტით, ნაცვლად 25 მარტისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მარტის განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული განჩინების მიღების თარიღი - 2022 წლის 27 მარტი, ნაცვლად 2022 წლის 25 მარტისა.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უსწორობა ექვემდებარება გასწორებას. კერძოდ, უნდა გასწორდეს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 27 მარტის განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობა და განჩინების მიღების თარიღად უნდა მიეთითოს 2022 წლის 25 მარტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მარტის №ას-102-2022 განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობა და განჩინების მიღების თარიღად მიეთითოს 2022 წლის 25 მარტი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე