Facebook Twitter

საქმე №ას-993-2021 20 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) - სს „ბ–ი“

წარმომადგენლები - ო.გ–ი, კ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ა.დ–ა“

წარმომადგენლები - ნ.ლ–ა, დ.ლ–ვა

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ვ–ო“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სს „ბ–ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ა.დ–ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ვ–ოს“ და სს „ბ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ა.დ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ვ–ოს“ სს „ა.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 493170,86 ლარის გადახდა; სს „ა.დ–ას“ უარი ეთქვა სს „ბ–ისათვის“ 493170,86 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ა.დ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, გადაწყვეტილება შპს „ვ–ოს“ არ გაუსაჩივრებია და მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ა.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, კერძოდ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „ა.დ–ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; სს „ბ–ს“ სს „ა.დ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 493170,86 ლარის გადახდა, შპს „ვ–ოსთან“ ერთად სოლიდარულად. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ბ–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით - სს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 16 მარტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის სხდომაზე სასამართლომ მხარეებს საქმის მორიგებით დასრულება შესთავაზა და ამ მიზნით საქმის განხილვა გადადო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს 2022 წლის 19 აპრილის მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე სს „ბ–ის“ მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამრიგად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს მინიჭებული აქვთ თავისუფლება, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, მათ შორის, საქმე მორიგებით დაასრულონ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების (გენერალური დირექტორების) მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც:

1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლოს შესაბამისი განჩინებით წინამდებარე შეთანხმების (მორიგების აქტის) დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში კასატორი შესაბამის ანგარიშზე თავად განათავსებს 157 480.31 ლარს და აღნიშნულის შემდგომ უსასყიდლოდ გადასცემს მოწინააღმდეგე მხარეს ფასიან ქაღალდს - სს „ბ–ის“ მიერ გამოშვებულ სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს (სერტიფიკატის ფლობა დასტურდება ბანკის მიერ წარმოებულ სერტიფიკატის რეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერით, რომლის გაცემაც შესაძლებელია ბანკის მიერ ამონაწერის სახით), შემდეგი ძირითადი პირობებით:

· სერტიფიკატის ტიპი: დისკონტური.

· სერტიფიკატის ვალუტა: ლარი.

· სერტიფიკატის თანხა: 157 480.31 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცი მთელი და 31/100).

· სერტიფიკატის რაოდენობა: 1 (ერთი).

· სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი: წლიური 13,50% (ცამეტი მთელი და 50/100 პროცენტი).

· სერტიფიკატის ნომინალი (მოიცავს ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხულ სარგებელსაც): 200 000 (ორასი ათასი) ლარი. სერტიფიკატის ნომინალის გადახდა/განაღდება ხორციელდება სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდგომ. თავდაპირველი მოსარჩელე უფლებამოსილია, გაასხვისოს სერტიფიკატი ან მიმართოს კასატორს სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატის გამოსყიდვა მოხდება ბანკის თანხმობის შემთხვევაში.

· სერტიფიკატის ვადა: 24 (ოცდაოთხი) თვე.

· სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდგომ, სერტიფიკატის ნომინალი 200 000 (ორასი ათასი) ლარი ავტომატურად და დაუყოვნებლივ განთავსდება მოწინააღმდეგე მხარის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე სს „ბ–ში“. სერტიფიკატის ნომინალის მიღებისთანავე, სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს სერტიფიკატის ნომინალი, მათ შორის, მოახდინოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში თანხის გადარიცხვა, განაღდება და ა.შ.

· სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, სერტიფიკატის ფლობისა და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში სს „ბ–ში“ იქონიოს აქტიური საბანკო ანგარიში, სერტიფიკატის ნომინალის მისაღებად.

1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების „1.1.“ პუნქტში მითითებული სადეპოზიტო სერტიფიკატის გადაცემის მიზნით, იმავე პუნქტში მითითებულ ვადაში, მხარეები გააფორმებენ სათანადო ხელშეკრულებას სადეპოზიტო სერტიფიკატით მომსახურების შესახებ, ამ შეთანხმების „1.1.“ პუნქტში მითითებული ძირითადი პირობებით. ბანკის მხრიდან ხსენებული ძირითადი პირობების შესაბამისად სადეპოზიტო სერტიფიკატის არგადაცემის შემთხვევაში, ბანკი თავდაპირველ მოსარჩელეს დაუყოვნებლივ გადასცემს 200 000 ლარს.

1.3. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებაში ასახული პირობები და ასევე საკუთრივ ამ შეთანხმების არსებობა, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათი გამჟღავნების შემთხვევაში გამოუსწორებელი ზიანი ადგება ნებისმიერ მხარეს. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული არ გულისხმობს და მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მხარის დამფუძნებლის/აქციონერის, პარტნიორის, აუდიტორული კომპანიის, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის.

1.4. მხარეებს გაცნობიერებული აქვთ ამ შეთანხმებაში ასახული პირობები, გაცნობიერებული აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და იღებენ ვალდებულებას, დაიცვან და არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია და/ან დოკუმენტები, თუ არ არსებობს ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა. აღნიშნული არ გულისხმობს და მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მხარის დამფუძნებლის/პარტნიორის/აქციონერის, აუდიტორული კომპანიის, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის.

1.5. მხარეები აცხადებენ, რომ ამ დავასთან მიმართებით ერთმანეთის მიმართ სხვა სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა თავდაპირველი მოსარჩელის უფლება შპს „ვ–ოს“ (ს/ნ .....) მიმართ მორიგების აქტის ფარგლებში მითითებული თანხის (სერტიფიკატის თანხა: 157 480.31 ლარი) მიღმა ძალაში რჩება.

1.6. კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის №ას-993-2021 დავა სრულდება/წყდება წინამდებარე მორიგების აქტით.

1.7. მხარეებისათვის ცნობილია სამოქალაქო საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, რომ იმავე დავაზე, იმავე მხარეთა შორის, იმავე საფუძვლით დავა არ დაიშვება და თანახმანი არიან მოცემულ საქმეზე დავა შეწყდეს წინამდებარე მორიგების პირობებით.

1.8. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლო განჩინება, რომლითაც დამტკიცდება ეს მორიგების აქტი, კანონიერ ძალაში შევა დაუყოვნებლივ.

1.9. წინამდებარე მორიგების აქტის (შეთანხმების) „1.1.“ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში და „1.1.“ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, კასატორის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის (სერტიფიკატის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერის) გაუცემლობის ან სადეპოზიტო ვადის გასვლის შემდგომ სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალის მოწინააღმდეგე მხარისთვის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელე მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მოთხოვნით სერტიფიკატის ნომინალის მოცულობაზე - 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით და მოითხოვს აღნიშნული თანხის გადახდევინებას მის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს სხვა პირთა ინტერესებს (მათ შორის, არ იწვევს შპს „ვ–ოს“, როგორც სოლიდარული მოვალის, სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას), შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 218-ე მუხლებით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 266-ე მუხლით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეებს - სს „ბ–სა“ და სს „ა.დ–ას“ შორის 2022 წლის 19 აპრილს გაფორმებული მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით:

1.1. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლოს შესაბამისი განჩინებით წინამდებარე შეთანხმების (მორიგების აქტის) დამტკიცებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში კასატორი შესაბამის ანგარიშზე თავად განათავსებს 157 480.31 ლარს და აღნიშნულის შემდგომ უსასყიდლოდ გადასცემს მოწინააღმდეგე მხარეს ფასიან ქაღალდს - სს „ბ–ის“ მიერ გამოშვებულ სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს (სერტიფიკატის ფლობა დასტურდება ბანკის მიერ წარმოებულ სერტიფიკატის რეესტრში არსებული ელექტრონული ჩანაწერით, რომლის გაცემაც შესაძლებელია ბანკის მიერ ამონაწერის სახით), შემდეგი ძირითადი პირობებით:

· სერტიფიკატის ტიპი: დისკონტური.

· სერტიფიკატის ვალუტა: ლარი.

· სერტიფიკატის თანხა: 157 480.31 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცი მთელი და 31/100).

· სერტიფიკატის რაოდენობა: 1 (ერთი).

· სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი: წლიური 13,50% (ცამეტი მთელი და 50/100 პროცენტი).

· სერტიფიკატის ნომინალი (მოიცავს ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხულ სარგებელსაც): 200 000 (ორასი ათასი) ლარი. სერტიფიკატის ნომინალის გადახდა/განაღდება ხორციელდება სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდგომ. თავდაპირველი მოსარჩელე უფლებამოსილია, გაასხვისოს სერტიფიკატი ან მიმართოს კასატორს სერტიფიკატის ვადამდე გამოსყიდვის მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატის გამოსყიდვა მოხდება ბანკის თანხმობის შემთხვევაში.

· სერტიფიკატის ვადა: 24 (ოცდაოთხი) თვე.

· სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდგომ, სერტიფიკატის ნომინალი 200 000 (ორასი ათასი) ლარი ავტომატურად და დაუყოვნებლივ განთავსდება მოწინააღმდეგე მხარის მიმდინარე საბანკო ანგარიშზე სს „ბ–ში“. სერტიფიკატის ნომინალის მიღებისთანავე, სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს სერტიფიკატის ნომინალი, მათ შორის, მოახდინოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში თანხის გადარიცხვა, განაღდება და ა.შ.

· სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, სერტიფიკატის ფლობისა და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში სს „ბ–ში“ იქონიოს აქტიური საბანკო ანგარიში, სერტიფიკატის ნომინალის მისაღებად.

1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების „1.1.“ პუნქტში მითითებული სადეპოზიტო სერტიფიკატის გადაცემის მიზნით, იმავე პუნქტში მითითებულ ვადაში, მხარეები გააფორმებენ სათანადო ხელშეკრულებას სადეპოზიტო სერტიფიკატით მომსახურების შესახებ, ამ შეთანხმების „1.1.“ პუნქტში მითითებული ძირითადი პირობებით. ბანკის მხრიდან ხსენებული ძირითადი პირობების შესაბამისად სადეპოზიტო სერტიფიკატის არგადაცემის შემთხვევაში, ბანკი თავდაპირველ მოსარჩელეს დაუყოვნებლივ გადასცემს 200 000 ლარს.

1.3. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებაში ასახული პირობები და ასევე საკუთრივ ამ შეთანხმების არსებობა, წარმოადგენს მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას და მათი გამჟღავნების შემთხვევაში გამოუსწორებელი ზიანი ადგება ნებისმიერ მხარეს. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული არ გულისხმობს და მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მხარის დამფუძნებლის/აქციონერის, პარტნიორის, აუდიტორული კომპანიის, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის.

1.4. მხარეებს გაცნობიერებული აქვთ ამ შეთანხმებაში ასახული პირობები, გაცნობიერებული აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და იღებენ ვალდებულებას, დაიცვან და არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია და/ან დოკუმენტები, თუ არ არსებობს ორივე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა. აღნიშნული არ გულისხმობს და მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მხარის დამფუძნებლის/პარტნიორის/აქციონერის, აუდიტორული კომპანიის, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის.

1.5. მხარეები აცხადებენ, რომ ამ დავასთან მიმართებით ერთმანეთის მიმართ სხვა სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა თავდაპირველი მოსარჩელის უფლება შპს „ვ–ოს“ (ს/ნ ......) მიმართ მორიგების აქტის ფარგლებში მითითებული თანხის (სერტიფიკატის თანხა: 157 480.31 ლარი) მიღმა ძალაში რჩება.

1.6. კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის №ას-993-2021 დავა სრულდება/წყდება წინამდებარე მორიგების აქტით.

1.7. მხარეებისათვის ცნობილია სამოქალაქო საქმეზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, რომ იმავე დავაზე, იმავე მხარეთა შორის, იმავე საფუძვლით დავა არ დაიშვება და თანახმანი არიან მოცემულ საქმეზე დავა შეწყდეს წინამდებარე მორიგების პირობებით.

1.8. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლო განჩინება, რომლითაც დამტკიცდება ეს მორიგების აქტი, კანონიერ ძალაში შევა დაუყოვნებლივ.

1.9. წინამდებარე მორიგების აქტის (შეთანხმების) „1.1.“ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში და „1.1.“ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, კასატორის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატის (სერტიფიკატის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერის) გაუცემლობის ან სადეპოზიტო ვადის გასვლის შემდგომ სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალის მოწინააღმდეგე მხარისთვის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელე მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მოთხოვნით სერტიფიკატის ნომინალის მოცულობაზე - 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით და მოითხოვს აღნიშნული თანხის გადახდევინებას მის სასარგებლოდ.

2. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება სს „ბ–ის“ მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში და ამ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებები.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. სს „ბ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის ნახევარი - 4000 ლარი (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი - 01.11.2021წ.);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე