Facebook Twitter

საქმე №ა-1201-შ-37-2022 21 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.კ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილებით: ზ.კ–სა და ე.ბ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; ორივე მხარეს უფლება მიეცა დაებრუნებინათ მანამდე არსებული გვარები; მოპასუხეს უფლება მიეცა აღედგინა ქალიშვილობის გვარი - ბ–ი.

2. 2022 წლის 17 მარტს ე.ბ–მა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების შინაარსით დასტურდება, რომ მოპასუხე (განსახილველ შემთხვევაში - შუამდგომლობის ავტორი) პირადად წარსდგა სასამართლოს წინაშე და უარი თქვა პასუხის გაცემის უფლებაზე.

4. ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 16 მარტის №01/5752 ცნობის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი 2013 წლის 13 ივნისამდე ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

6. 2022 წლის 5 აპრილს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას განქორწინების ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც განქორწინდნენ ე.ბ–ი და ზ.კ–ი, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე.ბ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც განქორწინდნენ ე.ბ–ი და ზ.კ–ი უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ ე.ბ–ი და ზ.კ–ი ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც განქორწინდნენ ე.ბ–ი და ზ.კ–ი, დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების კინგსის ოლქში ნიუ იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის №6652/2007 გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ ე.ბ–ი და ზ.კ–ი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი