Facebook Twitter

საქმე №ა-1930-შ-55-2022 29 აპრილი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ვ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ნ.ტ–ა (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ქ. კარლსრუეს სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის #2F1018/17 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ქ. კარლსრუეს სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის #2F1018/17 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ვ.თ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) და ნ.ტ–ას (შემდეგში: მოსარჩელე) შორის, საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში 2012 წლის 25 ივნისს (#06201230533), რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 20 აპრილს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ხოლო შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ქ. კარლსრუეს სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის #2F1018/17 გადაწყვეტილება.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.თ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ქ. კარლსრუეს სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის #2F1018/17 გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.თ–ის და ნ.ტ–ას შორის, საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში 2012 წლის 25 ივნისს (#06201230533), რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე