Facebook Twitter

საქმე №ას-1492-2019 2 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში (სს "ს.კ.ჯ.ჰ–ის" კერძო საჩივარი, დ.ტ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე) დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით შპს "ს.კ.ჯ.ჰ–ის" კერძო საჩივარი, დ. ტ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილში, საქმის ნომრის Nას-1492-2019 ნაცვლად მითითებული იქნა Nას-26-2022.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ "საქმე Nას-26-2022" ნაცვლად უნდა მიეთითოს "საქმე Nას-1492-2019".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებებსა და მის სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ "საქმე Nას-26-2022" ნაცვლად უნდა მიეთითოს "საქმე Nას-1492-2019".

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე