16 მაისი, 2022 წელი
საქმე № ას-532-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - შრომის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელე ლ.მ–ნმა სს „თ. ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა შრომის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით: 1. ლ.მ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. ლ.მ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4. ბათილად იქნა ცნობილი ლ.მ–ნსა და სს ,,თ.ბ–ს“ შორის 2018 წლის 01 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 2.1. პუნქტი. 5. ბათილად იქნა ცნობილი სს „თ.ბ“ს გადაწყვეტილება ლ.მ–ნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 6. სს ,,თ.ბ–ს“ დაეკისრა ლ.მ–ნის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 10 500 (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით) ლარის გადახდა. 7. სხვა ნაწილში ლ.მ–ნის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. 2022 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მომართა საკასაციო პალატას და გამოაგზავნა სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი ერთობლივი განცხადება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ 2022 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მომართა საკასაციო პალატას და გამოაგზავნა სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი ერთობლივი განცხადება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLIX თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს წარმოება სს „თ. ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ლ.მ–ნის სარჩელის გამო, სს „თ.ბ–ის“ მიმართ შრომის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენის ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;
2. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე