Facebook Twitter

საქმე №ა-2192-შ-63-2022 20 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.შ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით თ.შ–ასა და მ.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

თ.შ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა .

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 4 მაისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით თ.შ–ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.შ–ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით თ.შ–ასა და მ.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. 2016 წლის 4 მაისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.შ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ბროვარდის ოლქის სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.შ–ასა და მ.მ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი