საქმე №ა-1677-შ-48-2022 27 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის შვებიშ გმიუნდის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის შვებიშ გმიუნდის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით (….), შეწყვეტილ იქნა 2012 წლის 4 სექტემბერს შვებიშ გმიუნდის მმაჩის დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, ი. ჩ-სა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ს. ჩ-ს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის (ქორწინების რეესტრი № …)
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 13 აგვისტოდან.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და ითხოვა ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის შვებიშ გმიუნდის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით (…), შეწყვეტილ იქნა 2012 წლის 4 სექტემბერს შვებიშ გმიუნდის მმაჩის დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის (ქორწინების რეესტრი № …)
6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 13 აგვისტოდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შვებიშ გმიუნდის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება (…..) იმ ნაწილში, რომლითაც შეწყვეტილ იქნა 2012 წლის 4 სექტემბერს შვებიშ გმიუნდის მმაჩის დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, ი. ჩ-სა და ს. ჩ-ს შორის (ქორწინების რეესტრი № ….)
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე