საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-809-შ-25-2022 17 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ი.
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის შესაბამისად საქარიაში,... რეგიონში, ..., ტომი №.., რიგი .. რეგისტრირებული ე. ი-ნი თ.რ. პირადი ნომერი .... და 19.. წლის .. დეკემბერს საქართველოში, თბილისში დაბადებული ი. ე. ასული ი-ნი, დედის სახელი - დ, უცხო ქვეყნის პირადი ნომერი ... განქორწინდნენ; 2) მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას.
2. ი. ი-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლებითაც ე. ი-ნი და ი. ი-ანი განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას (იხ. გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები).
3. თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმეზე ღია სასამართლო განხილვა გაიმართა.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, არასრულწლოვანი - ს. ლ-ი, საქართველოს მოქალაქეა.
5. თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 30 აპრილს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით ი. ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლებითაც ე. ი-ნი და ი. ი-ნი განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლებითაც ე. ი-ნი და ი. ი-ნი განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას, უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამარათლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ (შემდგომში -„ორმხრივი ხელშეკრულება“). ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცესი რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს ცნობა და აღსრულება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას აღნიშნული ხელშეკრულებითა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით იხელმძღვანელებს.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1 პუნქტი]. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების ასლი და თარგმანი, ისევე როგორც ი. ი-ის შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - თურქეთი, ..., ა. უ., ...-ე ქ. N:., შიდა კარები N:., თუმცა გზავნილი არ ჩაბარდა. 2022 წლის 29 აპრილს შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის ელექტრონული მისამართი (.......) და მოითხოვა სასამართლოს უზრუნველეყო მოწინააღმდეგე მხარისათვის გზავნილის აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინების ასლი, აღნიშნული განჩინების თარგმანი, ისევე როგორც ი. ი-ნის შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა ელექტრონული მისამართი (.....) და 2022 წლის 2 მაისს ჩაბარდა. მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა გზავნილის მიღება და აღნიშნა, რომ არ აპირებდა შესაგებლის წარმოდგენას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
14. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19 მუხლის "ა" პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე ცნობენ და აღასრულებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებზე. ამავე ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, მე-19 მუხლში აღნიშნულ გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ ხდება: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ_ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20 მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, არც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის შესაბამისად საქარიაში, ..., ..., ტომი №.., რიგი.. რეგისტრირებული ე.ნ ი-ი თ.რ. პირადი ნომერი ... და 1984 წლის.. დეკემბერს საქართველოში, თბილისში დაბადებული ი.ე. ასული ი-ი, დედის სახელი - დ, უცხო ქვეყნის პირადი ნომერი ..... განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ს მეურვეობა დაეკისრა დედას, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების მე-19, მე-20, 23-ე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-16, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ი-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლებითაც სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის შესაბამისად საქარიაში, ... რეგიონში, ..., ტომი №.., რიგი .. რეგისტრირებული ე. ი-ნი თ.რ. პირადი ნომერი ... და 1984 წლის .. დეკემბერს საქართველოში, თბილისში დაბადებული ი. ე. ასული ი-ი, დედის სახელი - დ, უცხო ქვეყნის პირადი ნომერი ... განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის საქარიას მე-2 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები, რომლებითაც სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის შესაბამისად საქარიაში, ... რეგიონში, ..., ტომი №.., რიგი .. რეგისტრირებული ე. ი-ი თ.რ. პირადი ნომერი ... და 1984 წლის .. დეკემბერს საქართველოში, თბილისში დაბადებული ი. ე. ასული ი-ი, დედის სახელი - დ, უცხო ქვეყნის პირადი ნომერი .. განქორწინდნენ და მხარეთა საერთო შვილის 2008 წელს საქართველოში/თბილისში დაბადებული ს. ლ-ის მეურვეობა დაეკისრა დედას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი