Facebook Twitter

საქმე №ა-2522-შ-74-2022 10 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-კი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განდაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ლ-სა და ნ. შ-ის შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის, თბილისის იუსტიციის სახლში 2012 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების შესახებ აქტის ჩანაწერი №…) შეწყდა.

ა.ლ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 3 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ა. ლ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ლ-სა და ნ. შ-ის შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის, თბილისის იუსტიციის სახლში 2012 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების შესახებ აქტის ჩანაწერი №…) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 3 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბურგის იმ ბრაისგაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ლ-სა და ნ.შ-ის შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის, თბილისის იუსტიციის სახლში 2012 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების შესახებ აქტის ჩანაწერი №…) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი