საქმე Nას-85-2022 05 მაისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ხ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე…კ ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების და დაყოვნების პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრება.
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა. ხ-მა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ „კასატორი“) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ე… კ …. .“-ის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, რომლითაც შემდეგი სახის მოთხოვნები დააყენა:
- შპს „ე… კ….“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 01.06.2017 წლიდან 01.10.2019 წლამდე სახელფასო დავალიანების ჯამში დარიცხული 39000 ლარის გადახდა.
- შპს „ე… კ….“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე...კ....“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2017 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2018 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2018 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2018 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ.ის სასარგებლოდ, 2018 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2018 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა. ხ.ის სასარგებლოდ, 2019 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა. შპს „ე... კ...“-ს დაეკისროს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. სარჩელის თანახმად, 2015 წლის 17 ნოემბრიდან, მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა უვადო შრომით ურთიერთობაში და იკავებდა იურისტის პოზიციას. შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ზეპირი ფორმით, რა დროსაც განისაზღვრა, რომ შრომის ანაზღაურება პირველი სამი თვის განმავლობაში დაბეგრილი, ხელზე ასაღები ოდენობით შეადგენდა 500 ლარს. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 07.12.2015; 28.12.2015; 04.02.2016 წელს მოსარჩელეს ერიცხებოდა ხელფასი დაბეგრილი 500 ლარის ოდენობით.
2.2. 2016 წლის 03 მარტს, მოსარჩელეს გაეზარდა ხელფასი დასაბეგრი 1000 ლარის (დაბეგრილი 800 ლარის) ოდენობით, შესაბამისად 03.03.2016; 06.04.2016; 28.04.2016; 31.05.2016; 30.06.2016; 31.07.2016; 31.08.2016; 29.09.2016; 31.10.2016 წელს მოსარჩელეს ერიცხებოდა ხელფასი დაბეგრილი 800 ლარის ოდენობით.
2.3. 2016 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელეს კვლავ გაეზარდა ხელფასი დასაბეგრი 1200 ლარის (დაბეგრილი 1000 ლარის) ოდენობით და ამდენად, 30.11.2016; 27.12.2016; 31.01.2017; 28.02.2017; 31.03.2017 წელს მოსარჩელეს ერიცხებოდა ხელფასი დაბეგრილი 1000 ლარის ოდენობით.
2.4. 2017 წლის 28 აპრილს, მოსარჩელეს კვლავ გაეზარდა ხელფასი, რა დროსაც დასაბეგრი ხელფასის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი (დაბეგრილი 1200 ლარის), შესაბამისად, 28.04.2017, 30.05.2017 წელს მოსარჩელეს ერიცხებოდა ხელფასი დაბეგრილი 1200 ლარის ოდენობით.
2.5. 2017 წლის 30 მაისის შემდგომ, 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხეს არ განუხორციელებია მოსარჩელესათვის მისი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელე უწყვეტად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, რაც დასტურდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით.
2.6. 2019 წლის 26 სექტემბერს, მოპასუხემ ზეპირად, გათავისუფლებამდე 3 დღით ადრე განახორციელა მოსარჩელის გაფრთხილება შრომითი ხელშეკრულების პირველი ოქტომბრიდან შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მოპასუხის მიერ ზეპირი და ცალმხრივი ნების გამოვლენით, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ფაქტობრივად შეწყდა შრომითი ურთიერთობა. მოპასუხემ დასაქმებულს მიუხედავად მოთხოვნისა, არ გადასცა შრომითი ხელშეკრულების ასლი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის განმარტებით, როგორც მოსარჩელე მხარე თავადვე უთითებს, მოპასუხის მხრიდან სადავო პერიოდზე მასზე არ ხორციელდებოდა შრომითი ანაზღაურების გაცემა, რაც დასტურია იმისა, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია სხვა თვეების მსგავსად, რატომ არ გადაუხდიდა დამსაქმებელი დასაქმებულს კუთვნილ შრომის ანაზღაურებას.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელე დასაქმდა სხვა ორგანიზაციაში, კერძოდ, სს „მ-ო ე-ო კ-ში“ და იქ განაგრძობდა შრომით საქმიანობას, რაც გამორიცხავს შპს „ე... კ...“-ში მოსარჩელის დასაქმებას. ამიტომ, ვინაიდან 2017 წლის ივნისის შემდეგ, მხარეებს შორის აღარ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, ვერც რაიმე დავალიანება იარსებებს შრომითი ანაზღაურების ნაწილში.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
4.2. შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 01.06.2017 წლიდან 01.10.2019 წლამდე სახელფასო დავალიანების ჯამში დარიცხული 39000 ლარის გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.11.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.12.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2018 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.01.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.02.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.03.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის მარტის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.05.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.06.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.09.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1500 ლარის დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.10.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 2066.80 ლარის გადახდა.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოპასუხემ (დამსაქმებელმა) ვერ უზრუნველყო მოსარჩელის სხვა კომპანიაში დასაქმების აკრძალვის არსებობის თაობაზე ფაქტის დადასტურება, კერძოდ, ვერ წარმოადგინა, მხარეთა შორის არსებული შეთანხმება კონკურენციის შეზღუდვის შესახებ. სასამართლოს აზრით, მართალია მოსარჩელე მართლაც იყო დასაქმებული სს „მ-ო ე-ო კ-ში“, თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოება ავტომატურად არ გამორიცხავდა მოსარჩელის მოპასუხის ორგანიზაციასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი სხვაგან შრომითი ურთიერთობის აკრძალვის მტკიცებულება, რის გამოც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით შპს „ე... კ...“-მა გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე... კ...“-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძოდ:
- მოპასუხე შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა.ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეების სახელფასო დავალიანების, ჯამში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა);
- შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები თანხის) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- შპს „ე... კ...“-ს მოსარჩელე ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა;
- სხვა ნაწილში ა.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის მიერ 2021 წლის 22 მარტს სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ა. ხ-სა და სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივი ძალის თაობაზე და განმარტა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს „ე... კ...“-ს და სს „მ-ო ე-ო კ-ტი“ დაჯარიმდნენ ა. ხ-სსა და სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შპს „ე... კ....ტ .“-ისთვის უნებართვოდ გადაცემის გამო, საფუძვლად დაედო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, ეს გარემოება წარმოშობდა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების და არა მითითებული მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა 2021 წლის 22 მარტის მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
5.3. სააპელაციო პალატამ 2017 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობები გამოიკვლია და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მიხედვით დამსაქმებლის სამუშაო დრო განისაზღვრა 5 დღიანი და 40 საათიანი სამუშაო კვირით. ყოველი სამუშაო დღე უნდა დაწყებულიყო 10:00 საათზე და დასრულებულიყო 19:00 საათზე, ამასთან, დასაქმებულს უფლება ჰქონდა ყოველდღიური 60 წუთიანი შესვენებით ესარგებლა 13:00 საათიდან 15:00 საათამდე. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც მართალია ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ შპს „ე... კ...“-ის ვადაგადაცილებული სესხების ამოღების პროცედურებს აწარმოებდა სს „მ-ო ე-ო კ-ტი“, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე 2017 წლის 30 მაისის შემდეგ მოწინააღმდეგე კომპანიის სასარგებლოდ ასრულებდა რაიმე მოქმედებას მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სს „მ-ო ე-ო კ-თან“ მოსარჩელეს დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება სრული განაკვეთით მუშაობის შესახებ.
5.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და შპს „ე... კ...“-ს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის პირველ აგვისტოს ანუ, იმ დროს როდესაც ა.ხ-მა სს „მ-ო ე-ო კ-თან“ გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. ამიტომ, რადგან საქმის მასალებით ა. ხ-სთვის შპს „ე... კ...“-ის მიერ 2017 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში კუთვნილი შრომის ანაზღაურების (ხელზე ასაღები 1200 ლარი) გადახდის ფაქტი არ დგინდებოდა, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, ხოლო დარჩენილ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით ა. ხ-მა გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უკანონოა.
6.2. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის დარღვევაზე, სახელდობრ, უკანონოდ მიიჩნევს, თბილისის სააპელაციო პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა სს „მ-ო ე-ო კ-თან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების, კანონსაწინააღმდეგო მოპოვების გამო, საქმიდან ამოღების თაობაზე. კასატორი ამტკიცებს, რომ ხსენებული მტკიცებულების მოპოვება მოხდა მის პირად ცხოვრებაში ჩარევის შედეგად, რაც არღვევს არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებს, არამედ კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასაც. გარდა ამისა, კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის მიერ კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება და მის საფუძველზე დამსაქმებლისთვის მტკიცების ტვირთის გაიოლება, არღვევს სამოქალაქო პროცესში მოქმედ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმგვარ საპროცესო დარღვევას წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს.
6.3. კასატორი, დაუშვებელი მტკიცებულების სასამართლოს მიერ გაზიარებას ასევე, უკავშირებს და შესაბამისად დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1.3. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ე... კ...“-სა და სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ, რის შედეგადაც ვადაგადაცილებული პორტფელების მართვას ახორციელებდა სს „მ-ო ე-ო კ-ტი“.
6.4. საკასაციო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ გარემოება თითქოს შპს „ე... კ...“-სა და სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება გაფორმდა და მის საფუძველზე შპს „ე... კ...“-ის ვადაგადაცილებული პორტფელების მართვას სს „მ-ო ე-ო კ-ტი“ ახორციელებდა, მოპასუხე მხარემ გააჟღერა მთავარ სხდომაზე, რაც საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის უხეშ დარღვევას, რის გამოც იგი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა და მით უფრო, მასზე გადაწყვეტილება არ უნდა დაეფუძნებინა. გარდა ამისა, საპროცესო დარღვევების მიღმაც, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ორ საწარმოს შორის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, არანაირ კავშირში არ იყო ა. ხ-თან და გაუგებარია რა ფაქტებზე დაყრდნობით მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ კასატორი სს „მ-ო ე-ო კ-ში“ ახორციელებდა შპს „ე... კ...“-ის ვადაგადაცილებული სესხების ამოღებას. გარდა ამისა, კასატორი უთითებს, რომ გაპრობლემებული სესხების მართვა წარმოადგენდა მის ერთ-ერთ და არა ერთადერთ მოვალეობას რადგან საქმის მასალებიდანაც ირკვევა, რომ კასატორი მოწინააღმდეგე კომპანიას ასევე, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ დავებშიც, რასაც არანაირი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონდეს ვადაგადაცილებული პორტფელების მართვასთან.
6.5. კასატორი მიუთითებს, რომ როგორც საქმის მიმდინარეობისას გამოკითხული მოწმის ჩვენებაც ცხადყოფს, არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა დასაქმებულებისთვისაც უცნობი იყო შპს „ე... კ...“-სა და სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ შორის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. გარდა ამისა, კასატორის აზრით, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ უნდა მიჩნეულიყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განკუთვნად მტკიცებულებად, ვინაიდან იგი არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ამასთან დოკუმენტი სასამართლოს წარედგინა, საპროცესო წესების დარღვევით - მთავარ სხდომაზე და რაც მთავარია, არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ კასატორს გაეცნო ამ ხელშეკრულებიდან მის მიმართ წარმოშობილი უფლება-მოვალეობები, აღნიშნული კი, სრულად წარმოადგენდა დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს.
6.6. გარდა საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესოსამართლებრივ დარღვევებისა, კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მატერიალური თვალსაზრისითაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რის საფუძვლადაც მიუთითებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი და შესაბამისად მისი თარიღიც. კასატორის აზრით, დღესდღეობით მოქმედი შრომის კოდექსის რედაცია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას მხოლოდ წერილობითი ბრძანების (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) გამოცემას უკავშირებს, რაც საქმის მასალებში არ მოიძენება, ამიტომ კასატორისთვის გაურკვეველია სააპელაციო პალატამ რის საფუძველზე განსაზღვრა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2017 წლის 1 აგვისტო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით, ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო საჩივარში შედავებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის შრომის სამართალში არსებული სპეციალური მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მთავარ სხდომაზე, მტკიცებულებების მიღების ფაქტი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნობისა და ასეთი მტკიცებულების შინაარსის გაზიარების საკითხი. გარდა ამისა საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი დასაბუთებაც. კერძოდ, სადავო ხელშეკრულების შეწყვეტისა და შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრით შედავებულ ფაქტობრივ გარემოებებს გამოიკვლევს, შეამოწმებს სადავოდ გამხდარ პროცესუალურ და მატერიალურ დარღვევებს და განსაზღვრავს, თითოეული მათგანი რამდენად აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს.
8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დასაბუთებული შედავება წარმოდგენილი არ არის და დადგენილად უნდა ჩაითვალოს სააპელაციო პალატის მიერ (გასაჩივრებული განჩინების 6.1.1. 6.1.2., 6.1.3., 6.1.4. პუნქტებით) დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი:
- ა. ხ-ლი დასაქმებული იყო შპს „ე... კ...“-ში 2015 წლის 17 ნოემბრიდან ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, იურისტის პოზიციაზე. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათს და მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი, 2017 წლის აპრილისათვის, შეადგენდა ხელზე ასაღებ თანხას 1200 ლარის ოდენობით.
- დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისის შემდეგ ა. ხ-ს შპს „ე... კ...“-ში ხელფასი მიღებული არ აქვს (ს.ფ. ..).
- 2017 წლის 1 იანვარს, ერთი მხრივ, შპს „ე... კ...“-სა და მეორე მხრივ, შპს "მ-ო ე-ო კ-ტს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ. ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გამსესხებლის მოთხოვნის შესაბამისად, მსესხებელი უზრუნველყოფს გამსესხებლის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მართვას;
- სს ,,მ-ო ე-ო კ-ტს’’ და მეორეს მხრივ ა. ხ-ლს შორის 2017 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. ...-...), რომლის თანახმად ა. ხ-ლი დასაქმდა კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრა 5 დღიანი და 40 საათიანი სამუშაო კვირით. ყოველი სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და სრულდება 19:00 სთ-ზე. ამასთან, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური 60 წუთიანი შესვენებით 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში. დასაქმებულს ეძლევა კვირაში ორი დასვენების დღე, რომელთა განსაზღვრა მოხდება დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. მხარეები თანხმდებიან, რომ დამსაქმებლის საჭიროების გათვალისწინებით, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შეიცვალოს დასაქმებულის სამუშაო გრაფიკი, მათ შორის სამუშაო და დასვენების დღეები, რის თაობაზეც წინასწარ ეცნობება დასაქმებულს და მას აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია არ გააჩნია.
- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით (ს.ფ. ...-...) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 აგვისტოს სს ,,მ-ო ე-ო კ-ტს’’ და მეორეს მხრივ ა. ხ-ლს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შემდეგ, მოსარჩელეს ამ უკანასკნელი კომპანიიდან მიღებული აქვს შრომის ანაზღაურება;
დადგენილია, რომ 2017 წელს შპს „ე... კ...“-სა და მოსარჩელე ა. ხ-ლს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. ამასთან, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 1 აგვისტო, ანუ ა. ხ-ის მიერ სს ,,მ-ო ე-ო კ-თან’’ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.
8.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომელიც სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებაში მდგომარეობს, დამფუძნებელ სამართლის ნორმებს წარმოადგენს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), ამავე კოდექსის 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლები.
8.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16.04.2015 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015 წელი; №ას-182-171-2017, 27.12.2019 წელი).
8.5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში შედავებულია ზეპირი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების დრო, კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2017 წლის ივნისში დასრულდა, რის გამოც არ არსებობდა სახელფასო დავალიანება. ამ ახსნა-განმარტების მტკიცებულების სახით გასამყარებლად, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 1 აგვისტოს, სს "მ-ო ე-ო კ-ტსა" და ა. ხ-ლს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე სწორედ ამ კომპანიაში იყო დასაქმებული - იურისტის თანამდებობაზე. საკასაციო პალატის აზრით, ხსენებული ხელშეკრულების პირობები ქმნის იმგვარი პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ მოსარჩელეს დადებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება სრული განაკვეთით მუშაობის შესახებ, რაც ობიექტურად გამორიცხავს სხვა სამუშაოზე მუშაობის შესაძლებლობას.
8.6. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ერთ საწარმოში სრული განაკვეთით მუშაობის მიუხედავად, საქმეზე არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაშიც მუშაობდა ან მის სასარგებლოდ ასრულებდა შრომით-სამართლებრივ საწყისებზე წარმოშობილ ვალდებულებებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი ა. ხ-ის ხელწერილი შპს „ე... კ...“-ის სახელით მასალების ჩაბარების შესახებ (ს.ფ. --), ა. ხ-ის მიერ შპს „ე... კ...“-ის სახელით დაწერილი განცხადებები (ს.ფ. ..-.., ...), სასამართლო გადაწყვეტილება, მიმართვა, სარჩელის ასლი და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, სადაც კომპანიის წარმომადგენელად მითითებულია ა. ხ-ლი (ს.ფ. .., .., ..-.., ..-.., ...-...), ასევე კომპანიის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობები (ს.ფ. ..-..,.., ..), გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ შპს „ე... კ...“-ს ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მართვას ახორციელებდა სს ,,მ-ო ე-ო კ-ტი’’, სადაც 20.. წლის 1 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო და ხელფასს იღებდა ა. ხ-ლი - ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელე ასრულებდა შპს „ე... კ...“-ს სასარგებლოდ რაიმე სახის საქმიანობას.
8.7. კასატორი ასევე აცხადებს, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არ არსებობს წერილობითი ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამ აქტის ზეპირსიტყვიერად განხორციელება კი, კანონით შეუძლებელია. საკასაციო პალატა ამ არგუმენტსაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს, და განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ შეიძლება ყოველთვის გავაიგივოთ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გამოცემასთან, არამედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დამსაქმებლის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ქმნის დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენის გონივრულ ვარაუდს. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლი განსაზღვრავს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველთა იმპერატიულ წრეს, ხოლო მომდევნო მუხლი აკონკრეტებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურულ წესს, თუმცა შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ამა თუ იმ ფორმას (წერილობით, ზეპირად, ბრძანების სახით და ა.შ) რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ფაქტობრივი შრომითი ურთიერთობა, ასევე სამართლებრივად დასაშვებია, შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად დასრულება განვიხილოთ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტად (შდრ. იხ 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება №ას-391-2019).
8.8. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ხელშეკრულების 2017 წლის პირველ აგვისტოს შეწყვეტის ფაქტი და ასევე, სწორად განსაზღვრა კასატორისთვის დასაკისრებელი შრომის ანაზღაურებისა და მასზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
8.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში(სსსკ-ის 105-ე მუხლი). იხ 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება №ას-400-2020.
8.10. საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს საკასაციო საჩივარში სადავოდ გამხდარ იმ პროცესუალურსამართლებრივ დარღვევებს, რომელთა არსებობამ, კასატორის აზრით, არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კასატორი აცხადებს, რომ მასსა და სს „მ-ო ე- კ-ტს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება მოპასუხემ კანონსაწინააღმდეგოდ მოიპოვა, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც, როგორც სს „მ-ო ე-ო კ-ტს“ ასევე შპს „ე... კ... “-ს, კასატორთან დადებული შრომითი ხელშეკრულების უნებართვოდ გადაცემის გამო, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრათ. შესაბამისად, კასატორის აზრით, უკანონოა სააპელაციო პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა შრომითი ხელშეკრულების, კანონსაწინააღმდეგოდ მოპოვების გამო, საქმიდან ამოღების თაობაზე.
8.11. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა,რომ შპს "ე......+" და "მ-ო ე-ო კ-ტი" ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს წარმოადგენენ და ერთი მენეჯმენტი აქვთ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი 2021 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი, 12:26:18 საათი და შემდგომ), გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებაც (ს.ფ. ...-...), რომლის უცხოენოვანი ტექსტიც დამოწმებულია ორივე კომპანიის ბეჭდით, რაც კომპანიებს შორის დაკავშირებულობის შესახებ რწმენას ამყარებს. ასეთ მოცემულობაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ურთიერთ დაკავშირებული ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიერ მეორედან, კასატორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების გამოთხოვა სამართალწარმოების მიზნებისათვის და ამგვარი დოკუმენტის კასატორის თანხმობის გარეშე გადაცემა, ვერ იქონიებს გავლენას სადავოდ გამხდარი მტკიცებულების შინაარსობრივ მხარეზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია და სადავო მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვაზე მხარეს უარი მართებულად ეთქვა.
8.12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის საჩივარი თბილისის სააპელაციო პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოტანილ 2021 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო შესაგებელზე თანდართული ზეპირი ახსნა-განმარტების ამსახველი დისკის საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობა. საკასაციო პალატა სხდომის ოქმის ჩანაწერის გაცნობის შედეგად ეთანხმება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მასზედ, რომ გაურკვეველია, რომელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად თუ უარსაყოფად იყო საჭირო წარმოდგენილი კომპაქტ დისკის საქმეზე დართვა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი ამსახველი წერილობითი დოკუმენტაცია, როგორც თავად კასატორი აცხადებდა დართული იყო საქმეზე. საკასაციო პალატა დასძენს, რომ ასევე ვერ ირკვევა დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რა ობიექტური გარემოებით იყო განპირობებული მტკიცებულების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია.
8.13. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს კასატორის შემდგომ პრეტენზიას პროცესუალური დარღვევების შესახებ, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები მთავარ სხდომაზე განხილვის დროს მიიღო, რითიც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. ამდენად, მოსამზადებელი სხდომის ჩატარება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. საქმის მასალების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე მოსამზადებელი სხდომის ჩატარების გარეშე განიხილა, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნას არ გამოუწვია მხარეთა პროცესუალური უფლებების ხელყოფა, ვინაიდან პროცესზე მხარეთა თანასწორობის უფლებების დაცვის საწყისებზე მოხდა, როგორც მოსარჩელის ასევე, მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილება, მტკიცებულებების დართვა და მოწმეთა გამოძახება, ამიტომ, ამ მიმართებითაც კასატორის პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 161-188).
8.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია და დაადგინა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აუცილებელებელი კუმულატიური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა.
8.15. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი დასაბუთება:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო პალატას, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
8.16. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე