Facebook Twitter

22 ივნისი 2022 წელი

№ას-179-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ შ.პ.ს. „ე-ტი“, გ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“, ს. ჩ, ს. ჩ.

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - შ.პ.ს. „ე-ტი“-ს, გ. ბ-ისა და რ. თ-ის მიმართ სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე 643800 ა.შ.შ. დოლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განჩინებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შ.პ.ს. „ე-ტი“-მ და გ. ბ-ემ თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვეს შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის #..კრების საოქმო გადაწყვეტილების ბათილობა, ს. ჩ-ისა და ს. ჩ-ვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღურების სახით სოლიდარულად 8 976 159 ლარის დაკისრება, და ქ. ბათუმში ---ქ. #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ----) და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების მფლობელობაზე მოპასუხეთა მიერ ხელშეშლის აღკვეთა. ამასთან, მათ შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 იანვრისა და 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებებით, შ.პ.ს. „ე-ტი“-ს და გ. ბ-ის შუამდგომლობები სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 643 800 ა.შ.შ. დოლარი. შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის სარჩელი ლ. თ-ისა და გ. ბ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის #- კრების საოქმო გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და ქ. ---, --- ქუჩა #----ში მდებარე უძრავი ქონება - 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ --- და ---) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საკადასტრო კოდებია #--- #----; #----; #---, აღირიცხა შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის საკუთრებად. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება შ.პ.ს. „ე-ი“-ს შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-5-6 პუნქტები). შ.პ.ს. „ე-ტი“-ს შეგებებული სარჩელი შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის დამფუძნებელ პატრნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის #-კრების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე ქ. ----, --- ქუჩა #---ში მდებარე უძრავი ქონება - 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ს/კ --- და --- და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532.49 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით #----; #--; #---; #--) შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-შენ“-ის სასარგებლოდ 4258 ლარი და 10 თეთრი დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ე-ტი“-მ და გ- ბ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ე-ტი“-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2021 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის, ს. ჩ-ისა და ს. ჩ-ის წარმომადგენელმა დ. კ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. მან, ამავე წლის 28 დეკემბერს, დამატებით წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ითხოვდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას ს. ჩ-ის სახელზე და ამ პუნქტში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ნივთების აკრძალვებისგან გათავისუფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 10 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტზე, რომლითაც შ.პ.ს. „ე-ტი“-ს შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4258 ლარი და 10 თეთრი.

2022 წლის 14 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის, ს. ჩ-ისა და ს. ჩ-ის წარმომადგენელმა დ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის, ს. ჩ-ისა და ს. ჩ-ის განცხადებები სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, ცნობილ იქნა დასაშვებად და განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2022 წლის 25 იანვარს.

ზემოაღნიშნული განცხადებების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეების შ.პ.ს. „ე-ტი“-სა და გ. ბ-ის წარმომადგენელ ო. ხ-ს. მათი მხრიდან წარმოდგენილ იქნა პოზიცია, რომლითაც მხარეები არ დაეთახმნენ წარმოდგენილ განცხადებებს და მოითხოვეს, რომ განმცხადებლებს უარი ეთქვათ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით შ.პ.ს. „ს-ს ა-რა პ-ენ“-ის, ს. ჩ-სა და ს. ჩ-ის განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შ.პ.ს. „ე-ტი“-მ და გ.ბ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

2022 წლის 17 ივნისს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა რ. ფ-ემ (იხ. მინდობილობები ტ.5, ს.ფ. …-…; ს.ფ. ..) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა რ.ფ-ეს, რომელმაც დაადასტურა, რომ განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე გამოხატავს კერძო საჩივრის ავტორების ნებას. ადრესატს დამატებით განემარტა კერძო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, მან კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ როგორც მისთვის, ისე მისი მარწმუნებლებისთვის ცნობილია აღნიშნულის თაობაზე, ეთანხმებიან წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებენ კერძო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თვიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული უადაოდ გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და უარი თქვა კერძო საჩივარზე, შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს კერძო საჩივარზე წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განხილვამდე კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრის ავტორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 49-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ე-ტი“-ს და გ. ბ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება შ.პ.ს. „ე-ტი“-ს და გ. ბ-ის კერძო საჩივარზე.

3. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინება.

4. შ.პ.ს. „ე-ტი“-სა (ს/კ ---) და გ. ბ-ეს (რუსეთის ფედერაციის პასპორტი --N---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეთ რ. ფ-ის (პ/ნ ---) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 28 მარტს #--- საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გიორგი მიქაუტაძე