Facebook Twitter

საქმე № ას-935-2021 27 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - ი. ა-ვა (მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ. ბ-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ბ. ბ-ვა, ნ. ბ-ვა, მ. ბ-ვა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ანდერძის ნაწილობრივ ბათლად ცნობა, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბერის გადაწყვეტილებით, ბ. ბ-ვას, ნ. ბ-ვასა და მ. ბ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ბ-მა და ი. ა-ამ, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, ვ. ბ-ისა და ი. ა-ას სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბერის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ბ-მა და ი. ა-ამ, შეიტანეს საკასაციო საჩივრები, რომლებითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორ ვ. ბ-ვს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და 750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნების წარმოდგენა.

2022 წლის 26 იანვრის სატელეფონო აქტით, ვ. ბ-ის წარმომადგენელ რ. ა-ანს ეცნო აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.

2022 წლის 31 თებერვლის განცხადებით, საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2022 წლის 1 ივნისამდე.

2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ხუთ დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შესახებაც 2022 წლის 22 მარტს კასატორის წარმომადგენელს ეცნო სატელეფონო აქტით, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის ან ვადის გაგრძელების შესახებ მხარეს სასამართლოსთვის აღარ მოუმართავს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრის ავტორ ი. ა-ას დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და 750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნების წარმოდგენა, რის შესახებაც 2021 წლის 15 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელს ეცნო სატელეფონო აქტით, თუმცა ხარვეზის აღმოფხვრის ან ვადის გაგრძელების შესახებ მხარეს სასამართლოსთვის აღარ მოუმართავს.

აღნიშნული დროის პერიოდში საკასაციო საჩივრების ავტორების მხრიდან არ მომხდარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინებებით დადგენილი ხარვეზების შევსება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრების ავტორებს ეცნობათ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით:

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის, ი. ა-ას წარმომადგენელ დ. მ-ეს 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინების შესახებ ეცნო 2021 წლის 15 ნოემბერს სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 16 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 22 ნოემბერს, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არ შევსებულა ხარვეზი და არც შესაბამისი შუამდგომლობა დაუყენებია მხარეს.

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის, ვ. ბ-ის შემთხვევაში, მის წარმომადგენელ, რ. ა-ნს 2022 წლის 01 ოქტომბრის განჩინების შესახებ ეცნო სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით 2022 წლის 26 იანვარს და მიეცა ხუთ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 27 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 31 იანვარს, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არ შევსებულა ხარვეზი და არც შესაბამისი შუამდგომლობა დაუყენებია მხარეს.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

განსახილველ შემთხვევებში ცალსახაა, რომ საკასაციო საჩივრის ავტორებს 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები ეცნოთ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მათ მიერ ხარვეზის შევსება არ მომხდარა და არც შესაბამისი შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის, რაც ორივე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე