საქმე №ა-3229-შ-94-2022 30 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ფ-ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ნი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო აქტი - - …..)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. პოლონეთის რესპუბლიკის, …. საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ფ-ისა და ს. ფ-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინება რეგისტრირებული იყო 20.. წლის 22 ნოემბერს თბილისში).
2. ს. ფ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე (მომჩივანი) იყო. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, ს. ფ-ის შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის, …. საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ფ-ისა და ს. ფ-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინება რეგისტრირებული იყო 20.. წლის 22 ნოემბერს თბილისში). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ფ-ის შუამდგომლობა პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პოლონეთის რესპუბლიკის, … საოლქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ფ-სა და ს. ფ-ნს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინება რეგისტრირებული იყო 20.. წლის 22 ნოემბერს თბილისში).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე