27 აპრილი 2022 წელი
№ას-90-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ. ფ.
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. ბ-ძე, რ. ჭ-ლი, ე. ა-ნი, ც. ბ-ლი, თ. ზ-ია, ნ.კ-ია, დ. ჯ-ძე, ლ. ს-ძე, ნ. ბ-ზე, ი. გ-ლი, ვ. ჯ-ძე, გ. ც-ია, ნ. კ-ლი, თ. კ-ლი, ა. ა-ნი, ე. თ-ია, ე. ქ- ია
მოპასუხეები - შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ო“ (მოპასუხე ი. გ-ის სარჩელზე), თ. ლ-ძე, თ. მ-ლი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 73 122 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
რ. ჭ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 11 728 ლარის (ძირითადი თანხა) და 1560 ლარის (სარგებელი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ე. ა-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 42 200 აშშ დოლარისა და 3500 ევროს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ც. ბ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 56700 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
თ. ზ-იამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 45 880 აშშ დოლარისა და 82 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ნ. კ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 10 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
დ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 1 100 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ლ. ს-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 70 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-სა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 53 500 აშშ დოლარისა და 13 181,25 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ი. გ-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ის, თ. მ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ მიმართ, ზიანის - 20 000 აშშ დოლარისა (სესხის ძირითადი თანხა) და 25 000 აშშ დოლარის (საპროცენტო სარგებელი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ვ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 8 000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
გ. ც-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 6 000 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა), 2160 აშშ დოლარისა (სარგებელი) და პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, 2016 წლის 30 ოქტომბრიდან ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,01%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ნ. კ-ლმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 21 000 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
თ. კ-ლმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 21 000 აშშ დოლარისა და 1000 ევროს მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ა. ა-მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 5 100 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ე. თ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 5000 ევროსა და 27 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
ე. ქ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ-ის, თ. ლ-სა და თ. მ-ის მიმართ, ზიანის - 10 000 აშშ დოლარისა (სესხის ძირითადი თანხა) და 2500 აშშ დოლარის (სარგებელი), ასევე, 10 000 აშშ დოლარისა (სესხის ძირითადი თანხა) და 2500 აშშ დოლარის (სარგებელი) მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
2. მ. ფ-ემ და თ. მ-მა სარჩელები არ ცნეს. თ. ლ-ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა. მ. ფ-ეს, თ. მ-ლს, თ. ლ-ესა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ ი. გ-ის სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით: ნ. ბ-ის, ე. ქ-იას, ნ. ბ-ის, ლ. ს-ის, ნ. კ-ლის, თ. კ-ის, ა. ა-ის, ე. თ-ას, რ. ჭ-ის, ე. ა-ის, ვ. ჯ-ის, დ. ჯ-ის, თ. ზ-იას, ნ. კ-ასა და ც. ბ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა, ხოლო, გ. ც-სა და ი. გ-ის სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ნ. ბ-თვის 73 122 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ძეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ რ. ჭ-ვის 4000 აშშ დოლარისა და 1560 ლარის (სარგებელი) გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ე. ა-თვის 42 200 აშშ დოლარისა და 3500 ევროს გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ც. ბ-თვის 56 700 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ თ. ზ-თვის 45 880 აშშ დოლარისა და 82 000 ლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ნ. კ-თვის 10 000 ლარის გადახდა;
მ. ფ-ძეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ დ. ჯ-თვის 1 100 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ლ. ს-თვის 70 000 ლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ნ. ბ-თვის 53 500 აშშ დოლარისა და 13 181,25 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-ლს, თ. ლ-ესა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ სოლიდარულად დაეკისრათ ი. გ-თვის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარისა და სარგებლის 3000 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ვ. ჯ-ათვის 8 000 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ გ. ც-ვის 6 000 აშშ დოლარისა და 2160 აშშ დოლარის (სარგებლის) გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ნ. კ-თვის 21 000 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ თ. კ-ათვის 21 000 აშშ დოლარისა და 1000 ევროს გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ა. ა-თვის 5 100 აშშ დოლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ე. თ-თვის 5000 ევროს და 27 000 ლარის გადახდა;
მ. ფ-ეს, თ. მ-სა და თ. ლ-ძეს სოლიდარულად დაეკისროთ ე. ქ-თვის ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარისა და სარგებლის 2500 აშშ დოლარის გადახდა, ასევე ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარისა და სარგებლის 2500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
ი. გ-ის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე სარგებლის დაკისრების შესახებ და გ. ც-ას მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2016 წლის 14 მაისს, ნ. ბ-ესა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ომ“ ნ. ბ-გან ისესხა 73 122 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 3 თვე. სესხის სარგებელი წლიური 25% იყო. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად სარგებლის 1447,20 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. …).
5.2. 2016 წლის 11 ივლისს, რ. ჭ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N--- ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ რ. ჭ-აგან ისესხა 4 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, სესხის სარგებელი წლიური 28% იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …).
5.3. 2015 წლის 28 ოქტომბერს, ე. ა-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე. ა-აგან ისესხა 3 500 ევრო, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 12 თვე, სესხის სარგებელი წლიური 36% იყო (ს.ფ. …); 2016 წლის 25 ივლისს, ე. ა-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე. ა-გან ისესხა 34 200 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი წლიური 33% იყო (ს.ფ. …); 2016 წლის 30 ივლისს, ე. ა-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-სო კ-ა ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ომ“ ე. ა-გან ისესხა 8 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი წლიური 33% იყო (ს.ფ….).
5.4. 2015 წლის 10 ნოემბერს, ც. ბ-სა და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-მ“ ც.ბ-გან ისესხა 5350 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, სესხის სარგებლის წლიური 36%-ის დარიცხვით (ს.ფ. ---); 2016 წლის 6 აპრილს, ც. ბ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ც. ბ-გან ისესხა 20 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, სესხის სარგებელი წლიური 28% იყო (ს.ფ. …); 2016 წლის 23 აპრილს, ც. ბ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ც. ბ-გან ისესხა 12 500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, სესხის სარგებლის წლიური 28%-ის დარიცხვით (ს.ფ. …); 2016 წლის 10 მაისს, ც. ბ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N--- სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ც. ბ-გან ისესხა 25 850 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, სესხის სარგებლის წლიური 28%-ის დარიცხვით (ს.ფ. ---).
5.5. 2016 წლის 11 მარტს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N---, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია სა-ომ“ თ. ზ-გან ისესხა 42 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, სესხის სარგებელი წლიური 28% იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. ---); 2016 წლის 14 მარტს, თ. ზ-ასა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N---, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ თ. ზ-გან ისესხა 20 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 6 თვე, სესხის სარგებელი წლიური 28% იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. ---); 2016 წლის 12 სექტემბერს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N--- ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლითაც 2016 წლის 14 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულება გაგრძელდა 6 თვით (ს.ფ. --); 2016 წლის 25 მარტს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ლოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N…, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ თ. ზ-გან ისესხა 6 000 ლარი, დაბრუნების ვადა 6 თვე, ხოლო სესხის სარგებელი წლიური 25% იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 23 აპრილს, თ. ზ-ასა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N--- ხელშეკრულების დანართი N-, რომლითაც 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებას (6 000 ლარი) გაუკეთდა დანამატი 5000 ლარი და განისაზღვრა, რომ გაერთიანებულ თანხას 11 000 ლარს დანართზე ხელმოწერიდან დაერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 2,08% (ს.ფ. ..); 2016 წლის 30 ივნისს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N… ხელშეკრულების დანართი N., რომლითაც 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებას გაუკეთდა დანამატი 3000 ლარი და განისაზღვრა, რომ გაერთიანებულ თანხას 14 000 ლარს დანართზე ხელმოწერიდან დაერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 2,08% (ს.ფ. ..); 2016 წლის 20 აპრილს, თ. ზ-ასა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N…, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ომ“ თ. ზ-ან ისესხა 11 000 ლარი, დაბრუნების ვადა იყო 5 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 20 მაისს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N.. ხელშეკრულების დანართი N., რომლითაც 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებას N… გაუკეთდა დანამატი 8 000 ლარი და განისაზღვრა, რომ გაერთიანებულ თანხას 19 000 ლარს დანართზე ხელმოწერიდან დაერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 2,08% (ს.ფ. ..); 2016 წლის 22 ივნისს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N… ხელშეკრულების დანართი N., რომლითაც 2016 წლის 20 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებას N.. გაუკეთდა დანამატი 7 000 ლარი და განისაზღვრა, რომ გაერთიანებულ თანხას 26 000 ლარს დანართზე ხელმოწერიდან დაერიცხებოდა სარგებელი, ყოველთვიურად 2,08% (ს.ფ. ..); 2016 წლის 28 აპრილს, თ. ზ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N…, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-მ“ თ. ზ-გან ისესხა 25 880 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 5 თვე. სესხის სარგებელი წლიური 25% იყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …).
5.6. 2016 წლის 21 იანვარს, ნ. კ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ნ. კ-ან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი წლიური 33%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …).
5.7. 2016 წლის 5 იანვარს, დ. ჯ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ დ. ჯ-გან ისესხა 1100 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 33%. გრაფიკით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად სარგებლის 28,74 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. …).
5.8. 2016 წლის 15 იანვარს, ლ. ს-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ლ. ს-გან ისესხა 70 000 ლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25% (ს.ფ. ..).
5.9. 2016 წლის 27 აპრილს, ნ. ბ-ესა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ნ. ბ-გან ისესხა 32 500 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი წლიური 33%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 27 სექტემბერს, ნ. ბ-ესა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ომ“ ნ. ბ-გან ისესხა 21 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 6 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 30%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის 9 ოდენობით (ს.ფ. …).
5.10. 2016 წლის 20 ივლისს, ი. გ-ა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N-- ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ი. გ-გან ისესხა 20 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 6 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 30%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …).
5.11. 2016 წლის 22 თებერვალს, ვ. ჯ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-მ“ ვ. ჯ-ან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 33%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად სარგებლის 156,75 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. …); 2016 წლის 29 თებერვალს, ვ. ჯ-ესა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ვ. ჯ-გან ისესხა 2 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 33%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად სარგებლის 52,25 აშშ დოლარის გადახდა (ს.ფ. …).
5.12. 2015 წლის 29 ოქტომბერს, ნ. ც-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ნ. ც-გან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 36%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); ნ. ც-ია გარდაიცვალა 2017 წლის 21 დეკემბერს. მოსარჩელე გ. ც-ია არის მისი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ 2018 წლის 5 ივლისს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა N…. გ. ც-ას მიმართ ნ. ც-იას სამკვიდრო უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობაზე სრულად (ს.ფ. …).
5.13. 2015 წლის 9 ნოემბერს, ნ. კ-ლსა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ომ“ ნ. კ-გან ისესხა 20 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 4 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად 395,20 აშშ დოლარის გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 9 მარტს, ნ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N…, რომლითაც 2015 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 4 თვით. სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს.ფ. …); 2016 წლის 9 მარტს, ნ. კ-ლსა და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთახმება N… ხელშეკრულების დანართი, რომლითაც 2015 წლის 9 ნოემბერს დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე გაკეთდა დანამატი 1 000 აშშ დოლარი და განისაზღვრა, რომ გაერთიანებულ თანხას 21 000 აშშ დოლარს დაერიცხებოდა ხელშეკრულების დადებიდან ყოველთვიური სარგებელი 2,08% (ს.ფ. …); 2016 წლის 11 ივლისს, ნ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N… ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლითაც გაგრძელდა 2015 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (21 000 აშშ დოლარი) ვადა 4 თვით (25%) (ს.ფ. …).
5.14. 2015 წლის 9 ნოემბერს, თ. კ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ თ. კ-გან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 4 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად 296,40 აშშ დოლარის გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 9 მარტს, თ. კ-ლსა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N…, რომლითაც 2015 წლის 9 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 4 თვით. სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს.ფ. ..); 2016 წლის 11 ივლისს, თ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება სესხის ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლითაც 2015 წლის 9 ნოემბერს დადგენილი სესხის ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარზე გაგრძელდა 4 თვით. სხვა პირობები დარჩა უცვლელი (ს.ფ. …); 2015 წლის 11 დეკემბერს, თ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N…, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ თ. კ-გან ისესხა 6 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 6 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. გრაფიკით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად 118,56 აშშ დოლარის გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 10 ივნისს, თ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთახმება N… ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლითაც 2015 წლის 11 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულება გაგრძელდა 6 თვით (ს.ფ. …); 2016 წლის 11 მარტს, თ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N…, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ თ. კ-გან ისესხა 1000 ევრო, დაბრუნების ვადა იყო 4 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად 19,76 ევროს გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. …); 2016 წლის 11 ივლისს, თ. კ-სა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება N… ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ, რომლითაც გაგრძელდა 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (1 000 ევრო) ვადა 4 თვით (25%) (ს.ფ. …).
5.15. 2016 წლის 20 თებერვალს, ა. ა-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N… ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ა.ა ა-ან ისესხა 3 900 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 33% (ს.ფ. …); 2016 წლის 17 მარტს ა. ა-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ა. ა-ან ისესხა 1 200 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 33% (ს.ფ. ..-…).
5.16. 2016 წლის 1 მარტს, ე. თ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ომ“ ე. თ-ან ისესხა 5 000 ევრო, დაბრუნების ვადა იყო 6 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 28%. გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად სარგებლის 110,83 ევროს გადახდა (ს.ფ. …; …); 2016 წლის 6 მაისს, ე.თ-ასა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N… სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე.თ-გან ისესხა 13 000 ლარი 6 თვის ვადით, სესხის სარგებელი იყო წლიური 28% (ს.ფ. …); 2016 წლის 29 ივნისს, ე. თ-სა და შ.პ.ს. „ს-სო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N... სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე.თ-გან ისესხა 4000 ლარი 6 თვის ვადით. სესხის სარგებელი იყო წლიური 28% (ს.ფ. ...); 2016 წლის 25 ივლისს, ე. თ-სა და შ.პ.ს. „ს-სო კ-ნია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N... სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე. თ-ან ისესხა 10 000 ლარი 6 თვის ვადით, სესხის სარგებელი იყო წლიური 28% (ს.ფ. ...).
5.17. 2016 წლის 31 მაისს, ე. ქ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N... ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე. ქ-ან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. ....);
2016 წლის 31 აგვისტოს, ე. ქ-სა (კრედიტორი) და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია -- ს-ს“ (მსესხებელი) შორის წერილობით დაიდო N... ხელშეკრულება, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ ე. ქ-გან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, დაბრუნების ვადა იყო 12 თვე, ხოლო სესხის სარგებელი - წლიური 25%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის ოდენობით (ს.ფ. ...).
5.18. მოსარჩელეებსა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებებში მითითებული სესხის თანხები გადაეცა შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“, რომელმაც სესხისა და სარგებლის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.
5.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, მ.ფ-ძე და თ. მ-ლი ცნობილი არიან დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე განაჩენით, თ. ლ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოპასუხეები მსჯავრდებულნი არიან შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ კუთვნილი ქონების, მოსარჩელეებისგან სესხად მიღებული თანხის გაფლანგვისათვის, რამაც გამოიწვია კომპანიის მიერ მოსარჩელეების წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულებების შეუსრულებლობა.
5.20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. ფ-ს სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველი დავა სწორედ დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება.
5.21. სარჩელების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელეებსა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ შორის სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეებმა კომპანიას სხვადასხვა ოდენობითა და სიხშირით, საკმაოდ სოლიდური ოდენობით სარგებლიანი კრედიტები მისცეს. შ.პ.ს. „ს-ო კ-ნია ს-ოს“ მხრიდან ზემოაღნიშნული თანხების გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ განხორციელებულა. ხსენებული თანხები შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა გამოყენებულიყო, მიუხედავად ამისა, თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების მიერ საქმიანობის ჯეროვან წარმართვაზე, მ. ფ-ის ორგანიზებითა და თ. მ-თან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები, როგორც თავად მ. ფ-ზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. მოსარჩელეების მტკიცებით, სწორედ მოპასუხეთა : მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ლის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც პროკურატურამ თითოეული მათგანი დაზარალებულებად ცნო.
5.22. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დაადგინა, მოპასუხეებმა შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ვის“ სესხის სახით მიცემული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით, კერძოდ, 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები დაზარალებულად იქნენ ცნობილი. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაუშვა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება, რაც სამოქალაქო-სამართლებრივად დელიქტის შემადგენლობას იძლევა.
5.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს, მათ შორის, მ. ფ-ეს, ბრალად იმ დანაშაულის ჩადენა შეერაცხათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები მოპასუხეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლები მართებულად გამოიყენა.
5.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
ამავე კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს 16 რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. ხოლო შედავება საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით უნდა მოხდეს.
5.25. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელეებმა სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები დაზარალებულად იქნენ ცნობილნი), 2018 წლის 12 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც მ. ფ-სა და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვეული განსახილველად, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი სალაროს ორდერები (იხ. შესაბამისი მოსარჩელის ტომები: ნ.ბ-ძე - ს.ფ. ...; რ. ჭ-ლი - ს.ფ. ...; ე. ა-ნი - ს.ფ. ...; ც. ბ-ლი - ს.ფ. ..; თ. ზ-ია - ს.ფ. ...; ნ. კ-ია - ს.ფ. ...; დ. ჯ-ძე - ს.ფ. ...; ლ. ს-ძე - ს.ფ. ...; ნ. ბ-აძე - ს.ფ. ...-...; ი.გ-ლი - ს.ფ. ...; ვ. ჯ-იძე - ს.ფ. ...; გ. ც-ია - ს.ფ. ...; ნ. კ-ლი - ს.ფ. ...; თ. კ-ლი - ს.ფ. ...; ა. ა-ნი - ს.ფ. ...; ე. თ-ა - ს.ფ. ...; ე. ქ-ია - ს.ფ. ...) წარმოადგინეს. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა საფინანსო ორგანიზაციას სესხის სახით თანხა საკუთრებაში გადასცეს, საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი მტკიცებულებებით (ხსენებული სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები) დასტურდებოდა. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელეებმა სესხად გაცემული ფულადი თანხა, მოპასუხეთა, მათ შორის, მ. ფ-ის, განზრახი დანაშაულებრივი ქმედების გამო ვერ დაიბრუნეს, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - განაჩენით არის დადასტურებული.
5.26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
5.27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული მტკიცებულების შექმნისა და მისი საკმარისობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე, გულისხმობს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, განსახილველი დავის თავისებურებების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მქონე მტკიცებულებების წარმოდგენას.
5.28. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცედურული მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“(იხ. სუსგ საქმეზე №ას-176-163-2015, 04.10.2016 წ.). სააპელაციო პალატა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი), როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხებიც არის მოწესრიგებული.
5.29. 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. საქართველოს საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავი) (სუსგ საქმეზე №ას-638-605-2014, 22.04.2016 წ.).
5.30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სუსგ საქმეზე N937-888-2012, 13.12.2012 წ. ასევე, სუსგ საქმეზე Nას1322-2018, 04.04.2019 წ.).
5.31. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, არა დაჩქარებული წესით, არამედ საერთო სასარჩელო წესით ხდება, ასეთ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პრეიუდიციულ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი, საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს და სწორედ მათი შეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განაჩენის მტკიცებულებითი ძალის შესუსტებას, შესაძლებელია მოპასუხე მხარის კვალიფიციური შედავება, იმავე ან უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა ან/და სხვა ისეთი პროცესუალური ქმედების განხორციელება იწვევდეს, რომელიც განაჩენში მოყვანილ მსჯელობას აქარწყლებს.
5.32. განსახილველი საკითხის სწორი შეფასებისათვის, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ოს“ დამფუძნებელი თ. მ-ლი, დირექტორი თ. ლ-ძე და ფაქტობრივი მმართველი მ. ფ-ე მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელეების კუთვნილი თანხების მითვისების გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ.პ.ს.ა „ს-ო კ-ია ს-ოს“ დირექტორმა თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ. ფ-ის წაქეზებითა და თ. მ-ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით მ. ფ-ზე უკანონოდ გასცა, რაც მან პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა და უკან არ დაუბრუნებია.
5.33. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენსაც, სადაც მითითებულია, რომ მართალია, ოფიციალურად მ. ფ-ეს არც ერთ და არც მეორე საფინანსო კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ, რეალურად, ის კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო.
ამავე განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული ისიც, რომ მ. ფ-ძე კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, მ. ფ-ზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მ. ფ-ის მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება ამ უკანასკნელთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ მ. ფ-ის მოქმედება თ. ლ-ის მეშვეობით დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.
5.34. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნებოდა თუ არა მიჩნეული, მოპასუხე მხარეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ ფულადი თანხის საფინანსო ორგანიზაციაში სესხის სახით შეტანის ფაქტი, სესხის ხელშეკრულებებითა და სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერებით უდავოდ დასტურდებოდა. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელეებმა მათი თანხა მოწინააღმდეგე მხარეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო ვერ დაიბრუნეს, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდებოდა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ ქარწყლდებოდა, შესაბამისად, პალატის დასკვნით სესხად გაცემული და დაუბრუნებელი თანხა ზიანად მიიჩნეოდა.
5.35. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუ სასამართლო სესხს უწოდებს საფინანსო კომპანიის ვალდებულებას, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოპასუხეებად დასახელებული პირების იმგვარი ქმედების გამო არ დაბრუნდა, რომელსაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენების საერთო მიზანი და განზრახვა სდევდა თან, აღნიშნული გარემოება მოპასუხეებს მოსარჩელეებთან პასუხისმგებელ პირებად არა სახელშეკრულებო სამართლის, არამედ დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აქცევს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, აპელანტი მ. ფ-ეც მოიაზრება.
5.36. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ ვინაიდან აპელანტ მ. ფ-ეს შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოში“ რაიმე პოზიცია არ ეკავა და ის არც სამართლებრივ კავშირში ყოფილა მეანაბრეეებთან (მათ შორის განსახილველ საქმეზე, მოსარჩელეებთან), შესაბამისად, იგი პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა და მისთვის ზიანის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მ. ფ-ის, თ. ლ-ისა და თ. მ-ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეებს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, შესაბამისად, მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ წინაპირობას არ იკვეთებოდა.
5.37. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაპყრო მ. ფ-ს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეების მიერ წამოჭრილ საკითხს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და სარჩელების გადაწყვეტა სწორედ ამ კანონის გამოყენებით უნდა მომხდარიყო. უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ თ. მ-ლი შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ დირექტორს, თ. ლ-ძე კი, მის პარტნიორს წარმოადგენდა. ისეთ შემთხვევაში, თუ საქმეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა სხვა სახის მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასებაც ზიანის შემადგენლობას შექმნიდა, მოპასუხეებად დასახელებული პირები მაინც იქნებოდნენ ზიანის ანაზღაურებაზე პერსონალურად პასუხისმგებელი პირები, ვინაიდან სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). თუმცა იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებად დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი შინაარსით, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ, მ. ფ-ეც რომელიც საწარმოს პარტნიორი ან დირექტორი არ ყოფილა, მოპასუხედ დასახელებულ სხვა პირებთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დავის გადაწყვეტა არა სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი, არამედ დელიქტური სამართლით მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე ხდება.
5.38. სააპელაციო პალატა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ რომ მოპასუხეების, მათ შორის, მ. ფ-ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეებს, კერძოდ, ნ. ბ-ეს - 73 122 აშშ დოლარის, რ. ჭ-ლს - 4000 აშშ დოლარისა და 1560 ლარის, ე. ა-ნს - 42 200 აშშ დოლარისა და 3500 ევროს, ც. ბ-ლს - 56 700 აშშ დოლარის, თ. ზ-ას - 45 880 აშშ დოლარის და 82 000 ლარის, ნ. კ-ას - 10 000 ლარის, დ. ჯ-ეს - 1 100 აშშ დოლარის, ლ. ს-ეს - 70 000 ლარის, ნ. ბ-ეს - 53 500 აშშ დოლარისა და 13 181,25 აშშ დოლარის, ი. გ-ლს - 20 000 აშშ დოლარისა და 3000 აშშ დოლარის, ვ.ჯ-ძეს - 8 000 აშშ დოლარის, გ. ც-ას - 6 000 აშშ დოლარისა და 2160 აშშ დოლარის, ნ. კ-ლს - 21 000 აშშ დოლარის, თ. კ-ლს - 21 000 აშშ დოლარისა და 1000 ევროს, ა. ა-ნს - 5 100 აშშ დოლარის, ე. თ-ას - 5000 ევროსა და 27 000 ლარის, ე. ქ-ს კი, 10 000 აშშ დოლარისა და 2500 აშშ დოლარის, ასევე, დამატებით 10 000 აშშ დოლარისა და 2500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მიადგათ.
5.39. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო იყო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელეებსა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლებითაც დადგინდა, რომ შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ომ“ მოსარჩელეებისგან განსხვავებული სიხშირითა და ოდენობის სარგებლიანი სესხები აიღო, რომლებიც არ დაუბრუნებია. ვინაიდან განაჩენით უტყუარად იყო დადასტურებული, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს პირადი მიზნით იყენებდნენ, რის შედეგადაც 2343 მოქალაქე, მათ შორის განსახილველ საქმეზე დასახელებული 17 მოწინააღმდეგე მხარეც დაზარალდა, პალატამ მიიჩნია, რომ სესხის ძირითად თანხას, ასევე ის პროცენტიც უნდა დაემატოს, რომელსაც მოსარჩელეები არამართლზომიერი ქმედების განუხორციელებლობის პირობებში მიიღებდნენ, ვინაიდან, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლისა, ეს არის ზიანი, რომელიც აპელანტისთვის წინასწარ სავარაუდო შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თითოეული მოსარჩელის მიმართ ზიანის ოდენობა მართებულად იქნა გამოთვლილი და არც ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა.
5.40. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი იყო მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად მოსარჩელეებისთვის ზიანის მიყენებისა და აპელანტი მ. ფ-ის ბრალეულობის ფაქტი, შესაბამისად სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის საჭირო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპრობა.
5.41. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოცემული დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებდა რა, რომ აპელანტი მ. ფ-ძე პატიმრობაში იმყოფება, მ. ფ-ის მონაწილეობით უკვე არაერთი მსგავსი და თითქმის იდენტური დავა ზეპირი მოსმენით იქნა განხილული, მიუხედავად იმისა, რომ ადრე განხილულ საქმეებშიც მ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები მხოლოდ გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე მიუთითებდა. ამდენად, სასამართლოს მიერ აპელანტი მ. ფ-ძე მსგავსი და თითქმის იდენტური კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ იქნა მოსმენილი ზეპირ სხდომებზე, რაც სასამართლოს უქმნიდა რწმენას, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპისა და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო წინამდებარე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ განსახილველი საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა დელიქტური სამართლით რეგულირებადი ნორმების გამოყენებას გამორიცხავს, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელეებისათვის დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები არ არის ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადგენს დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას.
6.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტებით. მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ შ.პ.ს „ს-ო კ-ია ს-ოს“ ხელმძღვანელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო. სწორედ ხელმძღვანელობის არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია კომპანიის გადახდისუუნარობა, კასატორის მიერ შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-გან“ თანხის სესხად აღება, არ გამხდარა ამ კომპანიის გაკოტრების მიზეზი, რაც დადგენილია განაჩენით, რომლის თანახმად, კასატორის მხრიდან კომპანიაში სესხის თანხის დაბრუნების პირობებშიც, იურიდიული პირი ვერ გადაურჩებოდა გაკოტრებას. ამდენად, აშკარაა, რომ კასატორის ქმედებას არ გააჩნია მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელეებისათვის დამდგარ ზიანთან, რომელიც ამ უკანასკნელებმა შ.პ.ს „ს-ო კ-ია ს-ი“ ფულადი თანხის შეტანით განიცადეს.
6.3. დელიქტური ურთიერთობის დროს პროცენტის დაანგარიშება დაუშვებელია. სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რა კავშირში აქვს სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას დელიქტით მიყენებულ ზიანთან. ცალსახაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გამიჯნეს სასესხო ურთიერთობა და კანონით დადგენილი დელიქტის ცნება, რომელიც არ ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებიდან დამდგარ შედეგს. პროცენტი პირდაპირ გამომდინარეობს სასესხო ურთიერთობიდან, შესაბამისად, არ შეიძლება სესხზე დარიცხული პროცენტი დელიქტით მიყენებულ ზიანად ჩაითვალოს.
6.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, კასატორზე სესხი უკანონოდ გასცა. აღნიშნულით პალატამ თავადვე აღიარა, რომ მოსარჩელეების მიმართ სრული პასუხისმგებლობა სწორედ კომპანიის დირექტორს ეკისრება. კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელს უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამიზნული იქნებოდა კომპანიის ინტერესების სწორად წარმართვისაკენ. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ემსჯელა სააპელაციო პალატას და კასატორი უნდა ამორიცხულიყო მოპასუხეთა წრიდან, რადგან მისი ბრალეული ქმედება არ იყო მიმართული მოსარჩელეების მიმართ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა კასატორისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა თუ არა მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელეებისათვის მიყენებულ ზიანს შორის. კასატორის მტკიცებით, ის არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, სასესხო ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელეებსა და შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ შორის. მითითებულ კომპანიასთან მას რაიმე კავშირი არ აქვს, მოსარჩელეებს ზიანი სწორედ კომპანიის ხელმძღვანელი პირების ქმედებების შედეგად მიადგათ, მიზეზობრივი კავშირი კასატორის ქმედებასა და მოსარჩელეებისათვის დამდგარ შედეგს შორის არ ვლინდება, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და არა დელიქტური სამართლის ნორმებით, ხოლო კასატორს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად არ უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხის აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები წარმოადგენს.
13. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
14. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით (მათ შორის დანაშაულით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 თავით. ამ თავში მოქცეული 3093 მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, დამტკიცებულად მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი სპეციალური მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას.
განაჩენის საპროცესო ძალასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).“
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. იმავე კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, შპს „ს-ო კ-ია ს-ომ“ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რითაც კომპანიის კრედიტორებს - 2343 მოქალაქეს, მათ შორის მოსარჩელეებს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული განაჩენით კომპანიის დამფუძნებელი, დირექტორი და ფაქტობრივი მმართველი (კასატორი) მეანაბრეთა, მათ შორის მოსარჩელეების კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, დამნაშავეებად ცნეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
18. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ.პ.ს. „ს-ო კ-ია ს-ოს“ დირექტორმა - თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების საქმიანობაზე, მ. ფ-ის წაქეზებითა და თ. მ-ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით უკანონოდ გასცა მ. ფ-ზე, რაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დაუბრუნებია. მართალია, ოფიციალურად კასატორს შ.პ.ს. „ს-ო კ-ა ს-ში“ არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, თუმცა ის რეალურად კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო. კასატორი წყვეტდა კომპანიის საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, კასატორზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მისივე მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება მასთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ კასატორის მოქმედება კომპანიის დირექტორის მეშვეობით უკავშირდებოდა დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
20. ამდენად, დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას - მოსარჩელეებისათვის მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შესახებ.
21. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ განვიხილოთ კასატორს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020).
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა და შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
23. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე მუხლებზე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მითითებით ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელეების მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირითადი თანხები და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა იქნეს მიჩნეული (სუსგ №ას-94-2021, 6 ივლისი, 2021 წელი).
24. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნველყვეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოპასუხეთა (ფიზიკურ პირთა) დელიქტური ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. ამდენად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
25. საკასაციო პალატა იმსჯელებს აგრეთვე კასატორის შუამდგომლობაზე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო საქმის განხილვის ფორმის გადაწყვეტაში არ არის შეზღუდული და ზეპირ მოსმენას დანიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე, სხვაგვარად შეუძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გამორკვევა.
საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული განჩინების ზემოაღნიშნულ პუნქტებში განვითარებული მსჯელობა ნათლად მეტყველებს კასატორის შუამდგომლობის უსაფუძვლობაზე, კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს შორის წარმოშობილ დავაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა. შესაბამისად, კასატორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი