საქმე №ა-2367-შ-70-2022 21 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – შპს „რ- ა- ხ--ა ი-ტ ა-ი ჯ-ია“, შპს „რ-ნ დ-ტი“, შპს „რ-ნ ა-ნ დ-ტი“, რ-ნ კ-ნ დ-ტ ლ-დი, ღია სააქციო საზოგადოება რ-ნ დ-ტი, რ-- ა- ხ-ს ს-ო ო-ო
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ძე, -- „ბ-ნ ა-სი“, -- „ბ-ტ დ-ტი“, - „ტ-გ პ-სი“, შპს „ჯ-ა გ-ფ ე-დ რ-ტ“, - „მ-რი“
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №-….)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №----) (შემდგომში „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება“):
1.1.- „ბ-ნ ა-ს“ და გ. მ-ეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ ა-ნ დ-ვის“.
1.2. - - „ტ-გ პ-ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ ა-ნ დ-ვის“;
- გ. მ-ეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ ა-უნ დ-ვის“, თუ - „ტ-გ პ-გან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება.
1.3. - გ. მ-ეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ დ-ვის“;
- - „ბ-ტ დ-ტს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი-ლ ე-ტ პ-ვის“;
- გ. მ-ეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი-ლ ე-ტ პ-ის“, თუ - „ბ-ტ დ-გან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;
- გ. მ-ის და - „ბ-ტ დ-ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ.
1.4. გ. მ-ეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ დ-ვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს.
1.5. ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ნ დ-ვის“.
1.6. - -- „ტ-გ პ-სს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ს - ხ-ა ი-ტ ა-ი ჯ-ის“;
- გ. მ-ეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ-ს - ხ-ა ი-ტ ა-ტი ჯ-ვის“, თუ - „ტ-გ პ-გან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი.
1.7. გ. მ-ეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ-ს - ხ-ა ი-ტ ა-ტი ჯ-ვის“.
1.8. - „მ-ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ-ინ კ-ენ დ-ნტ ლ-ვის.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს შპს „რ-ს - ხ-ა ი-ტ ა-ტი ჯ-ამ“, შპს „რ-ნ დ-ტმა“, შპს „რა-ნ ა-ნ დ-ტმა“, რ-ნ კ-ენ დ-ნტ ლ-მა, ღია სააქციო საზოგადოება რ-ინ დ-მა, - - ხ-ს საინვესტიციო ორგანომ (შემდეგში - „შუამდგომლობის ავტორები“ ან „განმცხადებლები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის ავტორებმა ასევე მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობასა და უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორებს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ:
3.1. რ-ინ კ-ენ დ-ნტ ლ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე ჟ--ფ. მ-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, ქართულ ენაზე მის სათანადოდ დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
3.2. ღია სააქციო საზოგადოება რ-ნ დ-ტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პ. მ. ხ. ბ-ეს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, ქართულ ენაზე მის სათანადოდ დამოწმებულ თარგმანთან ერთად;
3.3. რ. ა. ხ-ს საინვესტიციო ორგანოს წარმომადგენლობაზე -. ნ-რ ტ-რ ჰ-ნი - ბ-ისა და ჟ-ფ. მ-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული დედნები ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლები, ქართულ ენაზე მათ სათანადოდ დამოწმებულ თარგმანებთან ერთად;
3.4. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ განახლებული ცნობა შემდეგ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებით: C…t – C…a, ----; W…r – ---, #-----.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.06.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორებს გაუგრძელდათ ვადა ხარვეზის სრულად შესავსებად. დადგენილ საპროცესო ვადაში, 20.06.2022 წელს, მხარემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და შეავსო დაწესებული ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგი გარემოებების გამო:
5. შუამდგომლობის ავტორები ითხოვენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
7. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
8. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ №ას-678-678-2018, 22.06.2018წ.).
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არსებობს ყველა განვითარებული ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობაში. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).
10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
12. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ №ას-1477-2018, 31.01.2019წ.).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვას. უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვა) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ №ას-1580-2019, 19.12.2019წ.).
14. განმცხადებლები ითხოვენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს: გ. მ-ის წილებს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში, მის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს; - „ბ-უნ ა-ის“, - „ბ-ტ დ-ტის“, - „ტ-გ პ-სა“ და - „მ-ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს; შპს „ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძველი. თუმცა აქვე განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
16. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით - „ბ-ტ დ-ტს“ შპს „-ლ ე-ტ პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა შპს „ი-ლ ე-ტ პ-ი“ არ არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობის ავტორი, ასევე - არც განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნა - „ბ-ტ დ-ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. რაც შეეხება - „ბ-უნ ა-ის“, - „ტ-გ პ-სა“ და - „მ-ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებას, განმცხადებლების მითითებით, - „ბ-უნ ა-სი“, - „ტ-გ პ-სი“ და -„მ-რი“ წარმოადგენენ ინგლისსა და უელსში რეგისტრირებულ კომანდიტურ საზოგადოებებს, მათ საქართველოში არ აქვთ უძრავი ქონება, რის დასადასტურებლადაც განმცხადებლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით - „ბ-უნ ა-ს“ დაეკისრა 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა; - „ტ-გ პ-სს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის, 463 604,22 ევროსა და 215 538,07 აშშ დოლარის, ჯამურად - 2 794 519,85 აშშ დოლარისა და 463 604,22 ევროს გადახდა; - „მ-ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორებმა მიუთითეს იმ გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის - „ბ-უნ ა-ის“, - „ტ-გ პ-სა“ და - „მ-ის“ მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. შესაბამისად, არსებობს მათ სახელზე საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საფუძველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებული თანხების ფარგლებში.
18. განმცხადებლები ითხოვენ ყადაღის დადებას შპს „ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. შპს „ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ტს“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით საკმარისი იქნება შპს „ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ვის“ გარკვეული მოქმედებების შესრულების აკრძალვა. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების ისეთ სახეს, როგორიცაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. თუ სასამართლო პირის მიმართ გამოიყენებს სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მას მხოლოდ კონკრეტული მოქმედების განხორციელება აეკრძალება, რაც არ გამორიცხავს სხვა მოქმედების განხორციელებას. ყადაღის გამოყენების შემთხვევაში კი პირს ერთმევა ამ ქონების ნებისმიერი სახით გამოყენების უფლება (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 145). სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 631 მუხლი ადგენს უძრავ ქონებაზე ყადაღის დეფინიციას: უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფასთან მიმართებაში შუამდგომლობის ავტორების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლების შენარჩუნება, რისთვისაც საკმარისია უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შუამდგომლობის ავტორების კანონიერი ინტერესის დაცვა შესაძლებელია გაცილებით ნაკლები შეზღუდვის მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, პალატა გაუმართლებლად მიიჩნევს უფრო მკაცრი და უფრო მეტი შეზღუდვების მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის, გამოყენებას. უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავი ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით, ერთი მხრივ, დაცული იქნება შუამდგომლობის ავტორების კანონიერი ინტერესი და, მეორე მხრივ, არ მოხდება მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესის შელახვა. აღნიშნული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერესის დაბალანსებას.
19. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით გ. მ-ეს, მეორადი ვალდებულებების ჩათვლით, დაეკისრა 731 792,07 აშშ დოლარი, 2 578 981,78 აშშ დოლარი, 7 310 845,25 აშშ დოლარი, 204 489,41 აშშ დოლარი, 463 604,22 ევრო, 215 538,07 აშშ დოლარი და 4 606 130,33 ლარი, ჯამურად - 11 041 646.58 აშშ დოლარი, 463 604,22 ევრო და 4 606 130,33 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გ. მ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ გ. მ-ის წილების, ცეცხლსასროლი იარაღებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულება არის მინიმალური, თუმცა მტკიცებულება, რაც მოვალის საკუთრებაში რიცხული ამ ქონების ღირებულებას დაადასტურებდა, წარმოდგენილი არ არის. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული, რაც, ქონებრივი დავის პირობებში, მოთხოვნის მოცულობის და იმ ქონების საბაზრო ფასის თანაზომიერებას გულისხმობს, რომელზეც უნდა მოხდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყადაღა უნდა დაედოს გ. მ-ის წილებს, ცეცხლსასროლ იარაღებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 11 000 000 აშშ დოლარის, 463 604,22 ევროსა და 4 606 130,33 ლარის ფარგლებში. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნება შემდეგ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებით: C-t – Co-a, #....., W-r – ---, #-----, ვინაიდან საქმის მასალებით მათი გ. მ-მი კუთვნილების ფაქტი არ დასტურდება. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე კი, ყადაღა მხოლოდ მოპასუხის კუთვნილ ქონებას შეიძლება დაედოს.
20. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერესის დაბალანსებას, ერთი მხრივ, არ მოხდება მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესის არათანაზომიერი შელახვა და, მეორე მხრივ, დაცული იქნება შუამდგომლობის ავტორების კანონიერი ინტერესი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 191-ე, 198-ე, 271-ე, 35618, 284-ე, 285-ე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ-ს - ხ-ა ი-ტ ა-ტი ჯ-ას“, შპს „რ-ნ დ-ტის“, შპს „რ-ნ ა-ნ დ-ტის“, რ-ნ კ-ენ დ-ტ ლ-ის, ღია სააქციო საზოგადოება რ-ნ დ-ის, რ-ს- ხ-ას საინვესტიციო ორგანოს განცხადება სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №-----) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ყადაღა დაედოს გ.მ-ის (პ/ნ: …….):
2.1. 20%-იან წილს შპს „ა-უმ ჯ-ში“ (ს/ნ: -----);
2.2. 51%-იან წილს შპს „მ-ძე, გ-რი, თ-ში“ (ს/ნ: -----);
2.3. 100%-იან წილს შპს „პ-მ კ-ში“ (ს/ნ: -----);
2.4. 24,5%-იან წილს შპს „რ-ხ კ-ს ჰ-ში“ (ს/ნ: ----);
2.5. 50%-იან წილს შპს „ქ....ლ-რ....ლ ს-ო ს-ში“ (ს/ნ: ----).
3. ყადაღა დაედოს გ. მ-ის (პ/ნ: ......) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ცეცხლსასროლ იარაღებს:
3.1. B-I R-O, გლუვლულიანი თოფი, კალიბრი .........;
3.2. W-R S-R .., გლუვლულიანი თოფი, კალიბრი .......;
3.3. B-G F-N E-E, გლუვლულიანი თოფი, კალიბრი ------;
3.4. F-M, გლუვლულიანი თოფი, კალიბრი ......;
3.5. G-K -, პისტოლეტი, კალიბრი -----, ......;
3.6. ....-.... ..., პისტოლეტი, კალიბრი ......;
3.7. -----, პისტოლეტი, კალიბრი ......;
3.8. B-A----, პისტოლეტი, კალიბრი ------;
3.9. W-R .-.., პისტოლეტი, კალიბრი .......;
3.10..... რევოლვერი, კალიბრი .....;
3.11. B-G B-Y, პისტოლეტი, კალიბრი -------;
3.12. ---- H-H P-R, პისტოლეტი, კალიბრი ......;
3.13. ----, პისტოლეტი, კალიბრი ------;
3.14. ----, საფანტის პისტოლეტი, კალიბრი ......;
3.15. ---- კარიბინი, კალიბრი ---, ----, ......;
3.16. ----- შაშხანა, კალიბრი --, #------;
3.17. ---- კარაბინი, კალიბრი ------;
3.18. ------ (--) ...კარაბინი, კალიბრი -------.
4. ყადაღა დაედოს გ. მ-ის (პ/ნ: ----) საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებს:
4.1. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ----, მოდელი: ----, ს/მ: ---, ს/ნ: ...., გამოშვების თარიღი: 20..;
4.2. ავტომანქანა სახელმწიფო სარეგიტრაციო ნომრით: ..., მოდელი: ..., გამოშვების წელი: 19...ს/მ: ..., რეგისტრაციის თარიღი: 19....05.11.
5. ყადაღა დაედოს გ. მ.ის (პ/ნ: .....) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 11 000 000 აშშ დოლარის, 463 604,22 ევროსა და 4 606 130,33 ლარის ფარგლებში.
6. ყადაღა დაედოს - „ბ-ნ ა-ის“ (ს/ნ: ----) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 731 792,07 აშშ დოლარის ფარგლებში.
7. ყადაღა დაედოს - „ტ-გ პ-ის“ (ს/ნ: ---) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 2794519,85 აშშ დოლარისა და 463604,22 ევროს ფარგლებში.
8. ყადაღა დაედოს - „მ-ის“ (ს/ნ: ---) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 861753,94 აშშ დოლარის ფარგლებში.
9. შპს „ჯ-ია გ-ფ ე-დ რ-ს“ (ს/ნ: ---) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
9.1. გ-ის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---;---;---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---;
9.2. გ-ის რაიონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ----;
9.3. გ-ის რაიონში მდებარე ტბები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ---; ---; ---; ---; ---; ---; ---; ---.
10. დანარჩენ ნაწილში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შუამდგომლობის ავტორებს ეთქვათ უარი.
11. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია