Facebook Twitter

საქმე №ა-2030-შ-57-2022 5 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. გ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების …-… ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №…. გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების …. ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №…. გადაწყვეტილებით ქორწინება ბ. ბ-ესა და თ. გ-ეს შორის შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით განისაზღვრა ასევე ბავშვებზე მეურვეობის, მათი რჩენის და სხვა საკითხებიც.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. გ-ემ და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული; მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.

4. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით თ. გ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.გ-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების … ოლქის ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის №… გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება ბ. ბ-ესა და თ. გ-ეს შორის შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი