Facebook Twitter

საქმე №ას-428-2022

07 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ზ…..ი საქართველო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ-ის რ-ის …-ე ბ-ოს ჯ-ი“ (მოპასუხე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ზე-თი-ი საქართველომ“ სარჩელი აღძრა შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2265346,14 ლარის გადახდა.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ჩ-ის რ-ის ---ე ბ-ოს ჯ-მა“, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ოს ჯ-მა“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ….ი-. ს-ომ“ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინების ძალაში დატოვება.

5. 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, შპს „ზ….ი-. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. კასატორმა (მოსარჩელემ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისს, მომართა განცხადებით, რომლითაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.

7. კასატორმა (მოსარჩელემ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისს, მომართა დაზუსტებული განცხადებით და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ზ….ი-. ს-ოს“ სარჩელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

10. 2022 წლის 07 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ - შპს „ჩ-ის რ-ის .. ბ-ოს ჯ-მა“, სადაც მიუთითა, რომ მხარე თანახმაა შპს „ზ…-ი ს-ოს“ საკასაციო საჩივარი და სარჩელი განუხილველად დარჩეს. ასევე, განჩინებაში მითითებულია, რომ მხარეები არ ითხოვენ იურიდიული მომსახურების საფასურის ან/და მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების ერთმანეთისთვის დაბრუნებას.

11. 2022 წლის 08 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაზუსტებული განცხადებით მომართა შპს „ზ….-ი ს-ოს“ წარმომადგენელმა, დავით ტაბატაძემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა სარჩელის გამოხმობა. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა კასატორის განცხადებას და განაცხადა თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ…ი ს-ოს“ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N….) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის N….. განჩინება;

3. შპს „ზ…ი ს-ოს“ სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., სახაზინო კოდი….) დაუბრუნდეს თ. ვ-ის (პ/ნ ….) მიერ, შპს „ზ…-ი ს….ოს“ (ს/ნ ….) საკასაციო საჩივარზე, სს „….. ბანკში“, 2022 წლის 05 მაისს, №. საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარი ლარი;

5. წინამდებარე განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე