საქმე №ა-2049-შ-58-2022 17 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის .... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2021 წლის 15 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას.
2. ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას. ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20... წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-თან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით.
3. მარინა აჯამოვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის მელკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის (უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას. ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-თან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. ავსტრიის რესპუბლიკის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ გადაწყვეტილება აქვს იურიდიული ძალა.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ა-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას; ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-თან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით, მიღებულ იქნა განსახილველად;
7. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - დ. ა-ს გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე- ------ და ჩაბარდა 2022 წლის 25 მაისს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს არც პოზიცია წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ა-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას; ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ.ა-ან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით, უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
12. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მ. ა-ი საქართველოს მოქალაქეა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
16. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას; ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-ან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის .... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას; ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-ან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის ... რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც უმცროსი არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის 1 აგვისტოს დაბადებული ლ. ა-ის, აღზრდისა და წარმომადგენლობის (კანონიერი წარმომადგენლობის) უფლება ეკუთვნის მხოლოდ დედას; ბავშვის ასაკისა და პირველი განმცხადებლის (მ. ა-ი) სამუშაო საათებიდან გამომდინარე, 20 .. წლის 1 აგვისტოს დაბადებული, არასრულწლოვან ლ. ა-ან ვიზიტის კონტაქტი თავდაპირველად თავისუფლად უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის. სადღესასწაულო ვიზიტის კონტაქტები ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებით;
3. მ. ა-ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს თ. ჭ-ის (პ/ნ ...) მიერ 2022 წლის 27 აპრილს #. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი