საქმე №ა-2500-შ-73-2022 8 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-კ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ---- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი ----)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (სააქტო ნიშანი ---) გაუქმდა თ. შ-სა და ბ. მ-ეს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისის/საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: ……) რეგისტრირებული ქორწინება.
2. 2022 წლის 19 მაისს ბ. მ-ის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) შინაარსით დასტურდება, რომ განმცხადებელი თ. შ-ი იყო, რომელიც პროცესში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობდა.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ბ. მ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.
6. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 9 ივნისს.
7. 2022 წლის 20 ივნისს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) განახლებული, გამართული თარგმანი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2022 წლის 8 აპრილიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით, ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც თ. შ-სა და ბ. მ-ეს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისის/საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: …..) რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი ---) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი ---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც თ. შ-სა და ბ. მ-ეს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისის/საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: ---) რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის --- საოლქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი ---), რომლითაც თ. შ-სა და ბ. მ-ეს შორის 2014 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისის/საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: ---) რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი