Facebook Twitter

საქმე №ა-2681-შ-77-2022 30 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. ჩ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ---- ოლქის, ---ს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2022 წლის 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ფ. ჩ-მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სრულად ცნობის და ალიმენტის ნაწილში აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

2. რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე---) ფ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

- დ. კ-სა და ფ. ჩ-ს შორის, საქართველოს რესპუბლიკის ისანი-სამგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2010 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №---) შეწყდა.

- არასრულწლოვნების დ. კ-ისა (დაბადებული 11.01.20..წ.) და ნ. კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ფ. ნ. ასული ჩ-ის საცხოვრებელი ადგილი.

- დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - დ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 11.01.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

- დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - ნ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით ფ. ჩ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N---) ფ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

- დ. კ-სა და ფ. ჩ-ს შორის, საქართველოს რესპუბლიკის ისანი-სამგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2010 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №---) შეწყდა.

- არასრულწლოვნების დ. კ-სა (დაბადებული 11.01.20--წ.) და ნ. კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ფ. ნ. ასული ჩ-ის საცხოვრებელი ადგილი.

- დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - დ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 11.01.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

- დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - ნ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

6. გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.

7. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 19 ნოემბრიდან.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომ - მინსკის კონვენცია) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის და კანონის მოთხოვნებს, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ჩ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N-----) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N---), რომლითაც დ. კ-სა და ფ. ჩ-ს შორის, საქართველოს რესპუბლიკის ისანი-სამგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2010 წლის 12 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №---) შეწყდა; არასრულწლოვნების დ. კ-სა (დაბადებული 11.01.20..წ.) და ნ. კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ფ. ნ. ასული ჩ-ის საცხოვრებელი ადგილი.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, --- ოლქის, --- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N---), რომლითაც დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - დ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 11.01.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

- დ. კ-ეს (დაბადებული 04.11.19..) დაეკისრა ალიმენტის გადახდა ფ. ნ. ასული ჩ-ის (დაბადებული 01.12.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი ვაჟის - ნ. დ. ძე კ-ის (დაბადებული 05.03.20..წ.) აღსაზრდელად 10402 რუბლის ოდენობით, რაც შეადგენს ერთ საარსებო მინიმუმს 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ბავშვებისათვის --- ოლქში, ყოველთვიურად, დაწყებული 2020 წლის 25 ნოემბრიდან და ბავშვის სრულწლოვანებამდე შემდგომი ინდექსაციით ბავშვებისათვის საარსებო მინიმუმის რაოდენობის პროპრორციული ზრდისა, რომელიც დადგენილია რუსეთის ფედერაციის შესაბამის სუბიექტში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირისათვის, რომელიც იღებს ალიმენტს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე