Facebook Twitter

2 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-437 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს-ს მ-ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს ,,კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს-ს მ-ის“ მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს შპს ,,კ-ის“ სარჩელი შპს ,,ს-ს მ-ის“ წინააღმდეგ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ს-ს მ-ას“ მოსარჩელე შპს ,,კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - 73 927,76 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-ს მ-ამ“.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს-ს მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-ს მ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, შპს „ს-ს მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; შპს „ს-ს მ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3696,39 ლარის (საგადახდო დავალება #---, გადახდის თარიღი 16.03.2020წ), 70% - 2587,73 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი --, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

8. ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 2587,473 ლარისა მიეთითა 2587,73 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა უნდა გასწორდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, შპს „ს-ს მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; შპს „ს-ს მ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3696,39 ლარის (საგადახდო დავალება #---, გადახდის თარიღი 16.03.2020წ), 70% - 2587,73 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

10. ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, დასაბრუნებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 2587,473 ლარისა მიეთითა 2587,73 ლარი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უსწორობა ექვემდებარება გასწორებას. ამდენად, უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა და თანხის ოდენობა ნაცვლად 2587,73 ლარისა მიეთითოს 2587,473 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: შპს „ს-ს მ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3696,39 ლარის (საგადახდო დავალება #---, გადახდის თარიღი 16.03.2020წ), 70% - 2587,473 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე