Facebook Twitter

15 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-1967-2018 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა(ა)იპ „ს-ის წ-ა მ-მე ქ-ს ს-ის ს-ის ს-ის“ დირექტორი ნ. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ს-ს მ-ის ს-ო

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი _ მუნიციპალიტეტის განკარგულებების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება

განმცხადებლის მოთხოვნა – უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა(ა)იპ „ს-ის წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ის ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. განჩინებით განისაზღვრა კასატორ ა(ა)იპ „ს-ის წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ის ს-ვის“ (…) სახელმწიფო ბაჟის - 1633 ლარის (საგადახდო დავალება #., გადახდის თარიღი - 01.04.2019) 70%-ის – 1143.10 ლარის დაბრუნება.

2. 2022 წლის 7 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ის ს-ის“ დირექტორმა ნ. გ-ემ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, სადავო განჩინებაში მითითებული არ იყო სახაზინო კოდი, საიდანაც უნდა დაბრუნებულიყო სახელმწიფო ბაჟი.

3. 2022 წლის 11 ივლისს ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ბის ს-ის“ დირექტორმა ნ. გ-ემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე 2022 წლის 7 ივლისს წარმოდგენილი განცხადება გამოიხმო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ის ს-ის“ დირექტორის ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორობის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრინციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება. სსსკ-ის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ის ს-ის ს-ის ს-ს“ დირექტორის ნ. გ-ის მოთხოვნა განცხადების გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად განუხილველად უნდა დარჩეს ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ს ს-ს ს-ს ს-ს“ დირექტორის ნ. გ-ის განცხადება, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ს ს-ს ს-ს ს-ს“ დირექტორის ნ. გ-ის შუამდგომლობა განცხადების გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ა(ა)იპ „ს-ს წ-ა მ-ე ქ-ის ს-ს ს-ს ს-ს“ დირექტორის ნ. გ-ის 2022 წლის 7 ივლისის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: გ.მიქაუტაძე