Facebook Twitter

ას-538-2022

16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ს. ჩ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „…….ბანკი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სს „….. ბანკის“ სარჩელი მოპასუხეთა (შპს „ნ-უ რ-დ გ-ი”; ნ. შ-ლი; ლ. კ-ძე; ი. ჩ-ლი; ს. ჩ-ლი) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2010 წლის 29 ოქტომბერს სს ”…… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის №….-….-… ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”….. ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 2667,61 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2010 წლის 29 ოქტომბერს სს ”….ბანკსა” და შპს „ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული სადაზღვევო საკრედიტო ხაზის №…… ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” და ი. ჩ-ზე სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.3. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ლს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2011 წლის 19 მაისს სს ”… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №…. ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”…. ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 21 619 460,39 ლარის გადახდა;

1.4. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2011 წლის 19 მაისს სს ”… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №….. ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” და ი. ჩ-ზე სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.5. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ლს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2012 წლის 5 ნოემბერს სს ”… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №…. ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”… ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 3 253 703,53 ლარის გადახდა;

1.6. სს ”…. ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 5 ნოემბერს სს ”…. ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №--- ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” და ი. ჩ-ზე სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.7. სს ”…. ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ს. ჩ-ის კუთვნილი უძრავი ნივთების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.8. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ლს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2012 წლის 5 აპრილს სს ”….. ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №----- ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”…. ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 1 495 350,45 ლარის გადახდა;

1.9. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 5 აპრილს სს ”…. ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №--- ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.10. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2012 წლის 29 ივნისს სს ”…. ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №---- ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”… ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 2 001 138,07 ლარის გადახდა;

1.11. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 29 ივნისს სს ”…. ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №---- ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.12. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ლს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, 2012 წლის 23 აგვისტოს სს ”… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №--- ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელე სს ”… ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 3 456 003,27 ლარის გადახდა;

1.13. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2012 წლის 23 აგვისტოს სს ”… ბანკსა” და შპს ”ნ-უ ე-ის” შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის №--- ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე” სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.14. მოპასუხეთაგან ლ. კ-ეს და ნ. შ-ლს, როგორც სოლიდალურ თავდებებს, სს ”… ბანკის” მიერ პ-ლ შპს ”ნ-უ ე-ის” შეუსრულებელ ვალდებულებათა გამო განაღდებულ საბანკო გარანტიების ანგარიშში, სს ”…. ბანკის” სასარგებლოდ სოლიდალურად დაეკისრათ 12 360 169,21 ლარის გადახდა;

1.15. სს ”… ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს ”… ბანკის” მიერ პ-ლ შპს ”ნ-უ ე-ის” შეუსრულებელ ვალდებულებათა გამო განაღდებულ საბანკო გარანტიების ანგარიშში, მოპასუხეთაგან შპს ”ნ-უ რ-დ გ-ზე”, როგორც სოლიდარულ მოვალეზე, თანხის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

1.16. სარეალიზაციოდ მიექცა თბილისში, --- გამზირი №-- მისამართზე მდებარე, ნ. შ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული, 232,1 მ2 ფართის მქონე №.. ბინა (საკადასტრო კოდი ---);

2. ი. ჩ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს ”… ბანკსა” და ი. ჩ-ს შორის 2010 წლის 14 ივნისს დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №…-…-.;

3. ს. ჩ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს ”… ბანკსა” და ს. ჩ-ს შორის 2010 წლის 14 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება №------

4. ლ. კ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

5. განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესიც - თბილისში, --- გამზირი №-- მისამართზე მდებარე, ნ. შ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული, 232,1 მ2 ფართის მქონე №- ბინის (საკადასტრო კოდი ---) რეალიზაციის შემდეგ, ამგვარი რეალიზაციის შედეგად შემცირებული, კრედიტორ სს ”… ბანკის” დარჩენილი მოთხოვნის აღსრულების მიზნით, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით, დასაშვებად განისაზღვრა სოლიდალური თავდებების ლ. კ-სა და ნ. შ-ის ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია;

6. გადაწყვეტილება მოსარჩელე სს ”…. ბანკის” ყველა დაკმაყოფილებული მოთხოვნისა და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის ნაწილებში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შპს “ნ-უ რ-დ გ-ზე“ და ი. ჩ-ზე სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, ს. ჩ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ი. ჩ-ისა და ს. ჩ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სს „…. ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვა, ი. ჩ-სა და ს. ჩ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხე ლ. კ-ემ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ლ. კ-ეს სს „… ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, ხოლო ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. კ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ლ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით:

3.1. სს „… ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

3.2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება შპს „ნ-უ რ-დ გ-ის“, ი. ჩ-ის და ს. ჩ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი, 1.4. პუნქტი, 1.6. პუნქტი, 1.7. პუნქტი, 1.9. პუნქტი, 1.11. პუნქტი, 1.13. პუნქტი, 1.15. პუნქტი), უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ი. ჩ-ის და ს. ჩ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები);

3.3. დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი;

3.4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ლ. კ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების, აღსრულების წესის განსაზღვრის და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (გადაწყვეტილების 1.1, 1.3, 1.5, 1.8, 1.10 , 1.12, 1.14 პუნქტები, მე-5 და მე-6 პუნქტები ლ. კ-ის ნაწილში). გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ლ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი);

3.5. სს „… ბანკის“ სარჩელი ლ. კ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.;

3.6. ლ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

3.7. ბათილად იქნა ცნობილი სს „… ბანკსა“ და ლ. კ-ეს შორის 2010 წლის 14 ივნისს დადებული სოლიდარული თავდებობის N…-….ხელშეკრულება და 2011 წლის 12 ივლისს დადებული სოლიდარული თავდებობის N---- ხელშეკრულება;

3.8. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი ლ.კ-ის ნაწილში;

3.9. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების მე 8 და მე-9 პუნქტები.

4. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე სს „… ბანკმა“, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „…. ბანკის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სს „… ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, შპს „ნ-უ რ-დ გ-ის“ მიმართ.

5. 2022 წლის 04 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სს „… ბანკის“ წარმომადგენელმა ზ. ბ-მა. განმცხადებელმა განცხადებით მოითხოვა ყადაღის დადება ს. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ნივთებზე:

1) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N---; საკადასტრო კოდი: ---;

2) მისამართი: თბილისი, --- -- ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

3) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

4) მისამართი: თბილისი, --- ---ქ. N--, საკადასტრო კოდი: ---;

5) მისამართი: თბილისი, --- ---ქ. N--, საკადასტრო კოდი: ---;

6) მისამართი: თბილისი, --- ---ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

7) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N--, საკადასტრო კოდი: ---.

ი. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე:

1) 67%-იანი წილი შპს „ნ-უ ვ-ში“, ს/ნ ---;

2) 67%-იანი წილი შპს „ა-ში“,ს /ნ ---;

3) 10%-იანი წილი შპს „ი-ში“, ს/ნ ---;

4) 50%-იანი წილი შპს „ა-ში“, ს/ნ ---;

5) 23%-იანი წილი შპს „ბ-ი“, ს/ნ ---;

ლ. კ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე:

1) 50%-იანი წილი შპს „ხ-ში“, ს/ნ ---;

2) 28%-იანი წილი შპს „უ-ი ტ-ში“, ს/ნ ---;

3) 25%-იანი წილი შპს „-- გ---ში“, ს/ნ ---;

4) 50%-იანი წილი შპს „მ-ი ს-ი“, ს/ნ ---;

5) 50%-იანი წილი შპს „ბ-მა პ-ი“, ს/ნ ---

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით სს „... ბანკის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „... ბანკის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: ს. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას:

1) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N--; საკადასტრო კოდი: ---;

2) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. -- საკადასტრო კოდი: ---;

3) მისამართი: თბილისი, --- ქ. N--საკადასტრო კოდი: ---;

4) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

5) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

6) მისამართი: თბილისი, ---- --- ქ. N---, საკადასტრო კოდი: ---;

7) მისამართი: თბილისი, --- --- ქ. N--, საკადასტრო კოდი: ---.

ი. ჩ-ის (პ/ნ ----):

1) 67%-იან წილს შპს „ნ-უ ვ-ში“, ს/ნ ---;

2) 67%-იან წილს შპს „ა-ში“, ს/ნ ---;

3) 10%-იან წილს შპს „ი-ში“, ს/ნ ---;

4) 50%-იან წილს შპს „ა-ში“, ს/ნ ---;

5) 23%-იან წილს შპს „ბ-ი“, ს/ნ ---

ლ. კ-ს (პ/ნ ---):

1) 50%-იან წილს შპს „ხ-ში“, ს/ნ ---;

2) 28%-იან წილს შპს „უ-ი ტ-ში“, ს/ნ ---;

3) 50%-იან წილს შპს „მ-ი ს-ში“, ს/ნ ---;

4) 50%-იან წილს შპს „ბ-მა პ-ში“, ს/ნ ---;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავდა მითითებასა და დასაბუთებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან/და შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

7. 2022 წლის 12 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ს. ჩ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინების გაუქმება ს. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისთვის ყადაღის დადების ნაწილში. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ს. ჩ-ის საკუთრებაში არსებული ის უძრავი ქონება, რომელსაც სასამართლომ ყადაღა დაადო, მოსარჩელის სს „... ბანკის“ სასარგებლოდ უკვე დატვირთულია იპოთეკით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც უკვე უზრუნველყოფილია სანივთო საშუალებით, გაუმართლებელია. საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში, ამგვარი მტკიცება კი განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი არ არის. ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე თანდართულია 7 წლის წინ გაცემული ამონაწერები ს. ჩ-ის საკუთრების შესახებ, რომელიც არ იძლეოდა ინფორმაციას საკითხის განხილვის დროისთვის უფლების მდგომარეობის შესახებ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით ს. ჩ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის პოზიციას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არამართებულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებლობა. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეს, მისი გამოყენების მართებულობას სასამართლო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ არსებობდა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლები და დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, რითაც უზრუნველყოფილ იქნა კრედიტორის ინტერესების დაცვა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების შეუფერხებლი აღსრულებისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, რომ მისი მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ცხადია, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს და მათ შორის არ უნდა იკვეთებოდეს აშკარა შეუსაბამობა.

13. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას პერსპექტიულს ხდის, სამართალწარმოების პროცესში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა გამოყენებაა, რომელთა მეშვეობით გარანტირებული და უზრუნველყოფილია დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულება ან თავიდანაა აცილებული აღსრულების გაძნელება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება №ას-685-656-2016). ამასთან, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება Nას-1586-2018).

14. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინება N ას-829-775-2017), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1/2/411,).

15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მსჯელობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე და ადგენს დარღვევას კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო სხვადსხვა მიზეზით პრაქტიკაში არ აღასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ან დაუსაბუთებლად აჭიანურებს მისი აღსრულების პროცესს(Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III). ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009;Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000). ამდენად, კონვენციის მე-6 მუხლით, საქმის სამართლიანი განხილვისა და ეფექტური სამართალწარმოების განხორციელების უფლებებთან ერთად, მოცულია მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტური და დროული აღსრულების უფლებაც.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს და არის მასთან ან სხვა პირთან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეს, მისი გამოყენების მართებულობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლები და დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადება, რათა უზრუნველეყო კრედიტორის ინტერესების დაცვა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსს და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელთაც უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. აღნიშნული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ, რაც არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც აღნიშნული გარემოებების თაობაზე საჩივარში მხოლოდ ზოგადი მითითება, არამედ იგი გულისხმობს მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მიღებული განჩინების არამართებულობა.

18. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლის ფარგლებშიც, ს. ჩ-ის უძრავ ქონებას დაედო ყადაღა და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა, რადგან ქონება უკვე იყო დატვირთული სანივთო საშუალებით - იპოთეკით. საჩივრის ავტორის მითითებით, არ არსებობდა არც გონივრული საფრთხე იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. საჩივრის ავტორის აზრით, უზრუნველყოფის განცხადებაზე თანდართული 7 წლის წინანდელი ამონაწერი კი არ იძლეოდა ინფორმაციას საკითხის განხილვის დროისთვის უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს. ჩ-ის საკუთრებაში არსებული ის უძრავი ქონება, რომელზეც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული, ნამდვილად არის სს „ .... ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, თუმცა პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ უშლის ხელს სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებას, თუკი სასამართლო ამას კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დიდი ოდენობით ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ ს. ჩ-ს უძრავი ნივთები უკვე იყო დატვირთული იპოთეკით, შეეძლო გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღის დადება.

20. უზენაესი სასამართლო, საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ს. ჩ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ვინაიდან გაცემული იყო 7 წლის წინ, ვერ ასახავდა რეალურ ინფორმაციას, ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჩივრის ავტორის მიერ კი არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ დადასტურებული იქნებოდა რეესტრში არსებული ჩანაწერის უსწორობა.

21. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის ავტორის ვერც იმ პოზიციას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე საერთოდ არ იყო დასაბუთებული და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იყო შესაბამისი დასაბუთება, რამაც სააპელაციო სასამართლოს დავის საგნის ღირებულებიდან და კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუქმნა რწმენა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან/და შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ის ითხოვს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, არ არის საკმარისი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს რა სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეული სტანდარტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ დაასაბუთა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გამოყენების საჭიროება, იგი ეფექტურად ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და მოპასუხის ინტერესების უკანონო ხელყოფას ვერ გამოიწვევს.

24. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებელობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი