Facebook Twitter

№ას-254-2022

26 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს „ა.ქ–ბი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ჯ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით: 1. შპს „ა.ქ–ბის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. 2. შპს „ა.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა 25.11.2021წ. №1637821053 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4618 ლარი.

აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა - არასწორად მიეთითა დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4618,00 ლარი, ნაცვლად 4618,03 ლარისა.

2022 წლის 25 ივლისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა - ხ.ი–ამ. განმცხადებელმა განცხადებას თან დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წერილი. წერილით დგინდება, რომ შპს „ა.ქ–ს“ დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაზუსტებული განჩინების წარმოდგენა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში შპს "ა.ქ–ბის" მიერ 4618,00 ლარის ოდენობით ჩარიცხვის მოძიება ვერ მოხერხდა, არამედ საგადახდო დავალების თანახმად, შპს „ა.ქ–ბის" მიერ გადახდილია 4618,03 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უზენაესი სასამართლოსგან დაზუსტებული განჩინების დედნის გადაცემა ითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ შემთხვევაში, გამოირკვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4618 ლარი, ნაცვლად 4618,03 ლარისა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და კასატორს - შპს „ა.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) უნდა დაუბრუნდეს 25.11.2021წ. №1637821053 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4618,03 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: შპს „ა.ქ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 25.11.2021წ. №1637821053 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4618,03 ლარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია