Facebook Twitter

საქმე №ა-3186-შ-93-2022 25 ივლისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. პ-ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს-ვა (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – კვიპროსის, ….. საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კვიპროსის, …. საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. პ-სა და ი. ს-ას შორის, 2011 წლის 15 ნოემბერს, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ა. პ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-ემ, 2022 წლის 17 ივნისს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვიპროსის, … საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. კვიპროსის, …. საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იგი არ გასაჩივრებულა და საბოლოოა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ. უცხო ქვეყნის სასამართლომ, მას შემდეგ, რაც მოისმინა ადვოკატების და სხვადასხვა მოწმის მიერ მათქვამი 2015 წლის 9 დეკემბერს განცხადების მოსმენისას, მხარეთა ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვეტილად გამოაცხადა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ. უცხო ქვეყნის სასამართლომ, მას შემდეგ, რაც მოისმინა ადვოკატების და სხვადასხვა მოწმის მიერ მათქვამი 2015 წლის 9 დეკემბერს განცხადების მოსმენისას, მხარეთა ცოლქმრული ურთიერთობა შეწყვეტილად გამოაცხადა.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კვიპროსის, … საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. პ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კვიპროსის, … საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. პ-ა და ი. ს-ას შორის, 2011 წლის 15 ნოემბერს, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

მ. ერემაძე