Facebook Twitter

ას-526-2022

16 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „პ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ბ–ი, ი.ხ–ი, გ.ზ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ. ?“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ. 34“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ. ?“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა.

2. თ.გ–ისა და მ.ხ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით, ხოლო ნ.გ–ისა და ლ.ლ–ძის - 400 000 აშშ დოლარით.

3. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ბათილად იქნა ცნობილი სს „პ.ბ–სა“ და ამხანაგობა „გ. ?“-ის თავმჯდომარე მ.ხ–ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები №8819 და 8819/1 ნ.ა–ძის, მ.მ–ის, გ.ზ–ძის, მ.ბ–ისა და ნ.ჩ–ძის ნაწილში.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.გ–მა, ნ.გ–მა, მ.ბ–მა და სხვებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით:

1. სს ,,პ.ბ–ის“ წარმომადგენლის გ.ბ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა;

2. ყადაღა დაედო მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:

- თბილისი, ....., სართული 4, ბინა 12, კორპუსი 1. ფართი 82,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N......

- თბილისი, ....., სართული 7, ბინა 27, კორპუსი 1. ფართი 83.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი .....

- თბილისი, ......, სართული 10, ბინა 32 (მანსარდა), მე-3 კორპუსი, ფართი 127,69 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N.......

- თბილისი, ......, ბინა 9, კორპუსი 3, ფართი 57.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N......

- თბილისი, ........, სართული 4, ბინა 16, კორპუსი 1. ფართი 54,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .... მესაკუთრე ი.ხ–ი, პირადი ნომერი N.....

- თბილისი, ….., გ.ს მე-2 გას.N3. სართული 7, ბინა 17, მე-2 კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ზ.მ–ძე, პირადი ნომერი N…….

- თბილისი, ……, ბინა 14, მე-3 კორპუსი, ფართი 73.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე გ.ზ–ძე, პირადი ნომერი N…..

- თბილისი, ….., ბინა 8, კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე მ.ბ–ა, პირადი ნომერი N.....

- თბილისი, …., (ნაკვეთი N7/12), სართული 2, ბინა 3, ფართი 17.13 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ……. მესაკუთრე ვ.ბ–ა, პირადი ნომერი N……

- თბილისი, ….., სართული 6, ბინა 22, კორპუსი 3. ფართი 150.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ვ.ბ–ა, პირადი ნომერი N…..

- თბილისი, ……, გ.ს მეორე გას.N3, სართული 2, ბინა 2, კორპუსი 2. ფართი76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ს.ო–ვი, პირადი ნომერი N …..

- თბილისი, ….., გ.ს მეორე გას.N3, სართული 6, ბინა 14, მე-2 კორპუსი, ფართი 116.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N …..

- თბილისი, ……, ბინა 1, კორპუსი 1. ფართი 43.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ა.ნ–ი

- თბილისი, ……., სადარბაზო 1, ფართი 21.65 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ……. მესაკუთრე ნ.გ–ძე

- რაიონი ბორჯომი, ….., …… ქუჩა N1, დაზუსტებული ფართობი 723.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336.8 კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ნ.გ–ძე

- თბილისი, ……, სადარბაზო 3, ბინა 56, სართული 11-12, ბლოგი ,,გ“, ფართი 215.00კვ.მ. საკადასტრო კოდი: …... მესაკუთრე ნ.ჩ–ნი.

- თბილისი, ……, ბინა 11, კორპუსი 1, ფართი 93.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი ……. მესაკუთრე ნ.ჩ–ძე.

თბილისისი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. თ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ.გ–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. სს ,,პ.ბ–ის“ სარჩელი თ.გ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

4. ნ.გ–ის, ლ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.მ–ის, მ.ზ–ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. სს ,,პ.ბ–ს“ თ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

6. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თ.გ–ის (პირადი N......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს: ქ. ბორჯომი, ..... N120, 80.00 კვ.მ. ფართს (საკადასტრო კოდი N ......); ბორჯომის რაიონში, ....... (საკადასტრო კოდი N ....) ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 679.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა N ....., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი 506.4 კვ.მ.; 2) სპორტ დარბაზი 72.1 კვ.მ.; 3) საქვაბე 34.7 კვ.მ. ყადაღა მოეხსნას თ.გ–ის (პირადი N .....) სს ,,თ.ბ–ში“ და სს ,,ს.ბ–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტში დაშვებული შეცდომა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „- თბილისი, ......., კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...... მესაკუთრე მ.ბ–ა, პირადი ნომერი N ......“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 დეკემბრის განჩინებით შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული შეცდომა და დაყადაღებული ქონების სიიდან ამოირიცხა შემდეგი ქონება: თბილისი, ….., ბინა 17, მე-2 კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ……. მესაკუთრე ზ.მ–ძე, პირადი ნომერი N…….

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 მარტის განჩინებით ნ.გ–ძის, მ.ბ–ის, ი.ხ–ის, გ.ზ–ძის, მ.ბ–ას, ვ.ბ–ას, ს.ო–ვის, ა.ნ–ის, ნ.ჩ–ნისა და ნ.ჩ–ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინება მ.ბ–ას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში.

ყადაღისაგან გათავისუფლდა:

- ქ.თბილისში ….. (ნაკვეთი №7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-3 ბინა საკადასტრო კოდი: ……;

- ქ.თბილისში, …… მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: ……;

- ბორჯომის რაიონში, ….. (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: ……;

- ქ.თბილისში, ……, მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: .........

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრისა და 06 დეკემბრის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ.გ–ის, იბა „გ. 34-ისა“ და სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით:

1. მ.ბ–ას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაქტის 2014 წლის 7 მარტის Nას-1223-1168-2013 განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა:

2.1. განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული (მე-7 გვ. ბოლო აბზაცი): „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული მ.ბ–ას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“ შეიცავლა „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ვ.ბ–ას, ნ.ჩ–ნისა და ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“;

2.2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული: „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ.ბ–ას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში“ შეიცავლა „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება ვ.ბ–ას, ნ.ჩ–ნისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში-თ“.

4. 2022 წლის 16 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ.ბ–მა, ი.ხ–მა და გ.ზ–ძემ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება. განმცხადებლების განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომენტში მოპასუხეთა დავალიანება სს „პ.ბ–ის“ მიმართ შეადგენდა 319 575 აშშ დოლარს, დღეის მდგომარეობით სესხის უმეტესი ნაწილი დაფარულია და დარჩენილია 75 497.54 აშშ დოლარის დავალიანება, შესაბამისად, სახეზეა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი. განმცხადებლებმა მოითხოვეს ყადაღის გაუქმება შემდეგ უძრავ ნივთებზე:

მ.ბ–ი (პირადი ნ …..) :

1. ქ. თბილისი, …., ბ.14. საკ. კოდი …….;

2. ქ. თბილისი, ……., ბინა 9. საკ. კოდი ……..;

3. ქ. თბილისი, …., სართული 10, ბინა 32. საკ. კოდი …..;

4. ქ. თბილისი, ……., ბინა 27. საკ. კოდი 01.15.02.046.003.01.027;

5. ქ. თბილისი, ….., ბინა 12. საკ. კოდი ……;

გ.ზ–ძე (პირადი ნ ......):

- ქ. თბილისი, ......., ბინა 14. საკ. კოდი .......;

ი.ხ–ი (პირადი ნ .......):

- ქ. თბილისი, ....., ბინა 16. საკ. კოდი ......;

განმცხადებლებმა განმარტეს, რომ უძრავ ნივთებზე შენარჩუნებული ყადაღა სრულად უზრუნველყოფს სს „პ.ბ–ის“ წინაშე მიმდინარე დავალიანებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ განცხადებაში განმცხადებლები უთითებენ ქონების ნაწილზე, რომელთა მიმართ შეზღუდვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული არ ყოფილა. ამ ქონებებზე ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებულია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, იმ საკითხის შეფასებისას, განცხადების დაკმაყოფილების პირობებში, შენარჩუნებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადეკვატური იქნება თუ არა მიმდინარე დავალიანებისა, პალატამ ჩათვალა, რომ მხედველობაში უნდა მიეღო მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით დაყადაღებული ნივთები.

მითითებული განჩინებით დაყადაღებული ნივთებიდან, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყადაღა დარჩებოდა შემდეგ უძრავ ნივთებზე:

- თბილისი, ........ ფართი 150.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........ მესაკუთრე ვ.ბ–ა, პირადი ნომერიN.......

- თბილისი, ......, ბინა 2, კორპუსი 2. ფართი 76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........ მესაკუთრე ს.ო–ვი, პირადი ნომერი N...........

- თბილისი, ......, (მშენებარე), სართული 4, ბინა 11, კორპუსი 1, ფართი 93.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი ..... მესაკუთრე ნ.ჩ–ძე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით: მ.ბ–ის, ი.ხ–ის და გ.ზ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შემდეგ უძრავ ნივთებს:

1. თბილისი, ......, კორპუსი 1. ფართი 82,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ......... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N............

2. თბილისი, ......... ფართი 83.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........ მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N.......6.

3. თბილისი, ........ (მანსარდა), მე-3 კორპუსი, ფართი 127,69 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ....... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N........

4. თბილისი, ........, კორპუსი 3, ფართი 57.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ......... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერი N........

5. თბილისი, ........., სართული 6, ბინა 14, მე-2 კორპუსი, ფართი 116.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ....... მესაკუთრე მ.ბ–ი, პირადი ნომერიN0.......

6. თბილისი, ........., კორპუსი 1. ფართი 54,70 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ......... მესაკუთრე ი.ხ–ი, პირადი ნომერი N...........

7. თბილისი, ........., მე-3 კორპუსი, ფართი 73.63 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ......... მესაკუთრე გ.ზ–ძე, პირადი ნომერი N........

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. შესაბამისად, გამოყენებული ღონისძიება უნდა უზრუნველყოფდეს სასარჩელო მოთხოვნას და იყოს მისი ადეკვატური. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე მოპასუხეების დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენდა: 269 604.44 აშშ დოლარს - ძირ თანხას, 49 090,61 აშშ დოლარს - პროცენტს, 880 აშშ დოლარს - ჯარიმას. სწორედ აღნიშნული დავალიანების ამოღების უზრუნველყოფას ემსახურებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბერს გამოყენებული ყადაღა უძრავ ნივთებზე. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ დავალიანების უმეტესი ნაწილი დაფარულია და მიმდინარე დავალიანება ჯამში შეადგენს 75 497.54 აშშ დოლარს. ამდენად, სახეზეა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების წინაპირობა, რადგან გაუმართლებლად არ შეიზღუდოს მოპასუხეების უფლებები და გამოყენებული იქნეს მხოლოდ მიმდინარე დავალიანების ამოღების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შეზღუდვა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმის განხილვის ეტაპზე, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი იქნა იმ ნივთების შეფასების დასკვნა, რომელზედაც განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნებოდა ყადაღა. აღნიშნული შეფასების თანახმად, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ........ საბაზრო ღირებულებაა 75,600 აშშ დოლარი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ...... – 120 000 აშშ დოლარი, ხოლო უძრავი ქონების - საკადასტრო კოდი ....... – 88,200 აშშ დოლარი. აღნიშნული შეფასების აქტის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, თუმცა მშენებლობა დასრულებულია. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებულ ნივთებზე გამოყენებული აკრძალვა სრულად უზრუნველყოფდა სს „პ.ბ–ის“ წინაშე მიმდინარე დავალიანებას, შესაბამისად, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც, გააუქმა განმცხადებლების მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა სს ,,პ.ბ–ის" წარმომადგენელმა ვ.ბ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მაისის განჩინებით სს ,,პ.ბ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ მასალათა ანალიზის შედეგად დადასტურებულად შეიძლება მიჩნეული იქნეს გარემოება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი უძრავი ქონების ღირებულება აღემატება კრედიტორული დავალიანების ოდენობას და უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებას შორის - უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია და მოპასუხის ინტერესს შორის - უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი უფლებები. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით კი, სააპელაციო პალატის შეფასებით, დაცულია სამართლიანი ბალანსი მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის, მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მის მიერ მოთხოვნილი მოცულობით გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, რომ მისი მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

13. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება №ას-685-656-2016). ამასთან, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება Nას-1586-2018), წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 ნოემბრის განჩინება Nას-1409-1329-2017). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ საქმე №ას-449-431-2016, 07 ივლისი, 2016 წელი).

14. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 03 ივნისის განჩინება №ას-590-2022; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015). თანაზომიერების პრინციპის დაცვა არსებითია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს და არის მასთან ან სხვა პირთან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეს, მისი გამოყენების მოცულობის მართებულობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

16. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 27.10.2016 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელნი კრედიტორის წინაშე, რითაც დაცული იყო მოვალეთა შორის ბალანსი, ხოლო 28.03.2022 წლის განჩინებით გართულდება აღსრულების წესის განსაზღვრისას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მხოლოდ 3 ამხანაგობის წევრის ქონება იქნება უზრუნვლყოფის ღონისძიებით შეზღუდული. გარდა ამისა, 28.03.2022 წლის განჩინების ძალაში დატოვებით ამხანაგობის წევრებს - მ.ბ–ს, ი.ხ–ს და გ.ზ–ძეს ექნებათ შესაძლებლობა თავი აარიდონ სასამართლოს მიერ აღსრულების წესის შეცვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სოლიდარულად ნაკისრ პასუხისმგებლობას.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომენტისთვის (21.12.2012 წელი) მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა ჯამში 319 575,05 აშშ დოლარს. სწორედ აღნიშნული დავალიანების აღსრულების უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მოპასუხეთა უძრავ ნივთებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სს ,,პ.ბ–ის“ 2022 წლის 11 მარტის ცნობით დგინდება, რომ იბა ,,გ. ?“-ს კრედიტორის წინაშე ცნობის გაცემის მომენტისთვის გადასახდელი დარჩა 75 497,54 აშშ დოლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სახეზეა არსებითი სხვაობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის (უძრავი ქონების ღირებულებასა) და უკვე დღეის მდგომარეობით დარჩენილ დავალიანების თანხას შორის. ამას ემატება ისიც, რომ საქმეში მოიპოვება 2022 წლის 14 მარტს წარმოდგენილი დასკვნები მოპასუხეების უძრავ ქონებათა შეფასების თაობაზე, რომლებიც შედგენილია 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით. აღნიშნულ დასკვნათა ანალიზის შედეგად შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი უძრავი ქონების ღირებულება მაინც აღემატება კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების ოდენობას, რაც გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ან მისი აღსრულების გაძნელების შესაძლებლობას.

19. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „პ.ბ–ის“ მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ის ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, არ არის საკმარისი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმებისათვის. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს რა სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეული სტანდარტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორმა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა განცხადებაში სარწმუნოდ დაასაბუთეს თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაყადაღებული ქონების საერთო ღირებულება არსებითად აღემატება მოვალეთა დარჩენილი დავალიანების ოდენობას კრედიტორის - სს „პ.ბ–ის“ წინაშე, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მიზანს - სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით.

21. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებელობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „პ.ბ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი