საქმე №ა-1540-შ-46-2022 30 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ს.ს. „ა.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი
სააღსრულებო წარწერები, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერით (ფურცლით) 1973 წლის 28 ივლისს დაბადებულ ზ.ბ–ს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) დ.ს.ს. „ა.ბ–ის“ (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) (მისამართი: 220013, ქ. მინსკი, .... ქუჩა 43-47, სარეგისტრაციო ნომერი ...., 1999 28 იანვარს რეგისტრირებული, რეგისტრაციის ნომერი 58) სასარგებლოდ დაეკისრა:
1.1. 2019 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 13 938 რუბლისა და 71 კაპიკის გადახდა;
1.2. 2019 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის - 2 340 რუბლისა და 28 კაპიკის გადახდა;
1.3. 2019 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე შეუსრულებელი ვალდებულებისათვის ჯარიმის - 70 რუბლისა და 00 კაპიკის გადახდა;
1.4. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე, იურიდიული და ტექნიკური ხასიათის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 270 რუბლისა და 00 კაპიკის გადახდა;
1.5. სულ ამოსაღები თანხა - 16 618 რუბლი და 99 კაპიკი.
2. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერით (ფურცლით) მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა:
2.1. 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი სესხის - 549 რუბლისა და 10 კაპიკის გადახდა;
2.2. 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის - 91 რუბლისა და 34 კაპიკის გადახდა;
2.3. 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 21 მაისამდე შეუსრულებელი ვალდებულებისათვის ჯარიმის - 60 რუბლისა და 00 კაპიკის გადახდა;
2.4. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებაზე, იურიდიული და ტექნიკური ხასიათის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 35 რუბლისა და 02 კაპიკის გადახდა;
2.5. სულ ამოსაღები თანხა - 735 რუბლი და 46 კაპიკი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 30 მარტს №3841 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა დ.ს.ს. „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის 2020 წლის 21 მაისის №6-2056 სააღსრულებო წარწერისა (ფურცლის) და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის 2020 წლის 21 მაისის №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.
4. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 11 ოქტომბრის №17-60320021790 ცნობით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადასახდელი თანხა №6-2056 სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) საფუძველზე 2021 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით 16 618 რუბლსა და 99 კაპიკს შეადგენს. იძულებითი აღსრულება კი არ განხორციელებულა.
5. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 11 ოქტომბრის №17-60320021789 ცნობით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადასახდელი თანხა №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) საფუძველზე 2021 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით 735 რუბლსა და 46 კაპიკს შეადგენს. იძულებითი აღსრულება კი არ განხორციელებულა.
6. შუამდგომლობის ტექსტით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მისამართია: საქართველო, გარდაბანის რაიონი, სოფელი ....., სახლი 15ა, ბინა 4.
7. საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით დ.ს.ს. „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერისა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნებოდა ზ.ბ–ს, რომელსაც განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა.
8. ზემოაღნიშნული განჩინება, ასევე, შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად საქმის მასალებში არსებულ მისამართზე და ჩაბარდა 2022 წლის 20 აპრილს.
9. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ.ს.ს. „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერისა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს - სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები.
14. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
16. მინსკის კონვენციის 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ წინამდებარე თავის II – V ნაწილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, იმ პირთა წინააღმდეგ სარჩელები, ვისაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, წარედგინება ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებს. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ მოწინააღმდეგეს საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
19. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერისა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) ცნობილი უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-20, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399, 284-ე, 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ს.ს. „ა.ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერისა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2056 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 21 მაისს გაცემული №6-2057 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი);
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი