Facebook Twitter

საქმე№ა-2479-შ-71-2022

14 ივლისი 2022წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ო.ს–ი

განხილვის საგანი – ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი მოსამართლის ქ-ნი სილვია მარტინ ბლანკოს მიერ 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების N98/2021 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

დავის საგანი – მეუვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მცირეწლოვანი შვილები მ.და ო. დარჩნენ დედასთან მისი მფარველობის და მეურვეობის ქვეშ. ორივე შვილზე გავრცელდა მშობლის უფლებამოსილება, რომლის აღსრულება მხოლოდ დედას შეეძლება. მამას - ო.ს–ს, თავისი შვილების სარჩოდ, ყოველთვიურად დაეკისრა 400 ევროს გადახდა. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება დედის, ა.ბ–ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის პირველი ხუთი დღის განმავლობაში და 2022 წლის იანვრიდან მოყოლებული იქნება აქტუალიზებული საცალო ფასების ინდექსის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი; მცირეწლოვანი შვილების ექსტრაორდინალური ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს თანაბრად, ორივე მშობლის მიერ მეორე მშობლისთვის წინასწარი დასაბუთებით და შეტყობინებით, მხარეთა შორის უთანხმოების შემთხვევაში გადახდის დასაბუთებულობა გადაწყდება სასამართლოს მიერ. ყოველივე ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო პროცესის კანონის 776.4 ა მუხლს.

2022 წლის 19 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლის ს.მ–ის მეშვეობით შემოვიდა ა.ბ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი მოსამართლის ქ-ნი სილვია მარტინ ბლანკოს მიერ 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების N98/2021 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

2022 წლის 31 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ა.ბ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც დააზუსტა მოთხოვნა და ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი მოსამართლის ქ-ნი სილვია მარტინ ბლანკოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების N98/2021 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 22 თებერვალს, ასევე ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას თანდართული მასალებით და მიაჩნია, რომ ა.ბ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის N98/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მცირეწლოვანი შვილები მ. და ო. დარჩნენ დედასთან მისი მფარველობის და მეურვეობის ქვეშ. ორივე შვილზე გავრცელდა მშობლის უფლებამოსილება, რომლის აღსრულება მხოლოდ დედას შეეძლება. მამას - ო.ს–ს, თავისი შვილების სარჩოდ, ყოველთვიურად დაეკისრა 400 ევროს გადახდა. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება დედის, ა.ბ–ის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის პირველი ხუთი დღის განმავლობაში და 2022 წლის იანვრიდან მოყოლებული იქნება აქტუალიზებული საცალო ფასების ინდექსის მიხედვით, რომელსაც აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი; მცირეწლოვანი შვილების ექსტრაორდინალური ხარჯების დაფარვა უნდა მოხდეს თანაბრად, ორივე მშობლის მიერ მეორე მშობლისთვის წინასწარი დასაბუთებით და შეტყობინებით, მხარეთა შორის უთანხმოების შემთხვევაში გადახდის დასაბუთებულობა გადაწყდება სასამართლოს მიერ.

დადგენილია, რომ ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის N98/2021 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 22 თებერვალს.

დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე, ო.ს–ი ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის თაობაზე.

დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის N98/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ესპანეთის ქ. გეჩოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N4 - პირდაპირი მხარდაჭერის საპროცესო დაწესებულების მაგისტრი სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის N98/2021 გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თ. ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე