Facebook Twitter

საქმე № ა-4117-შ-107-2022 3 აგვისტო, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. გ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ვ-კე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, ….. პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№….. .) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, …. პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილებით, შ. ვ-სა და გ. გ-ს შორის, 2011 წლის 6 იანვარს თბილისის ქორწინების სახლის №. მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №…..).

2. გ. გ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, …. პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის, … პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 17 ივლისიდან.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო ადვოკატით.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით, გ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის, .. … პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის, . …. პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილებით, შ. ვ-სა და გ. გ-ს შორის, 06.01.2011 წელს თბილისის ქორწინების სახლის №. მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №…). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 17 ივლისიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის, … პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, … … პირველი ინსტანციის სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2021 წლის 2 ივნისის (№…) გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა შ. ვ-სა და გ. გ-ს შორის, 06.01.2011 წელს, თბილისის ქორწინების სახლის №. მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №…).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ალექსანდრე წულაძე