საქმე №ას-696-2021 28 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, ე. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ. ს-ის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში - 141 272 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება, შეიცვალა იმდაგვარად, რომ გ. ს-ის (პ/ნ …) ანგარიშებზე ყადაღადადებული 141 272 ლარიდან ყადაღა მოეხსნა 98 000 ლარს და სანაცვლოდ ყადაღა დაედო გ. ს-ის (პ/ნ …) სახელზე რიცხულ შემდეგ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას: ქ. თბილისი, … ქუჩა №…; ქალაქი თბილისი, … ქუჩა №.. (ს/კ №…) და ყადაღა მოეხსნა გ. ს-ის (პ/ნ …) სახელზე რიცხულ შემდეგ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას: ქ. თბილისი, … ქუჩა №…; ქალაქი თბილისი, … ქუჩა №.. (ს/კ №…).
აღნიშნულ განჩინებაზე გ. ს-ს წარმომადგენელ კ. ვ-ის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2022 წლის 27 ივლისს, საკასაციო სასამართლოს მომართა გ. ს-ის წარმომადგენელმა კ. ვ-მა და მოითხოვა ზემოხსენებულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად ე. ზ-ის ნაცვლად გ. ს-ის მითითება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა და იგი უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, კრედიტორად მითითებულია ე. ზ-ლი, ხოლო მოვალედ - გ. ს-ლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 13 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და კრედიტორისა და მოვალის მონაცემები მიეთითოს შემდეგნაირად:
- კრედიტორი _ გ. ს-ი; რეკვიზიტი _ ქ.თბილისი, … ქ..; პ/ნ …;
- მოვალე _ ე. ზ-ლი; რეკვიზიტი _ თბილისი, … ქ..; პ/ნ ….
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 13 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა;
2. სააღსრულებო ფურცელში კრედიტორისა და მოვალის მონაცემები მიეთითოს შემდეგნაირად:
კრედიტორი _ გ. ს-ლი;
რეკვიზიტი _ ქ.თბილისი,… ქ..; პ/ნ …;
მოვალე - ე. ზ-ლი;
რეკვიზიტი _ თბილისი, … ქ.; პ/ნ ….
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე