Facebook Twitter

საქმე №ა-3409-შ-99-2022 13 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. ბ-გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – პ. ბ-ც

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ --- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით: შეწყდა თ. ბ-ც-გ-სა (შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი) და პ. ბ-ცს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) შორის 1997 წლის 24 ოქტომბერს ---- მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ---).

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

3. შუამდგომლობის ავტორის თხოვნაა, დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ --- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით: შეწყდა შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის 1997 წლის 24 ოქტომბერს --- მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ---).

5. ხსენებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ც-გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ --- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა თ. ბ-ც-გ-ესა და პ. ბ-ს შორის 1997 წლის 24 ოქტომბერს --- მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ---).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე