Facebook Twitter

№ას-1032-2022

09 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,დ.ს.კ.ი–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. შპს „მ.ჰ–ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, 5-ე და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მ.ჰ–ი" მოთხოვნა სს „დ.ს.კ.ი–ოსთვის“ 5 500 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (........) შპს ,,მ.ჰ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 7000 ლარი.

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და განჩინებები დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

- „3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, 5-ე და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;“

- “5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განჩინებები დარჩეს უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

„გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

- „1. გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე- 5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- „3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, 5-ე და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;“

- 5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და განჩინებები დარჩეს უცვლელად;

სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინებაზე, 2022 წლის 22 ივლისს კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე შპს ,,მ.ჰ–ის“ წარმომადგენელმა (კორესპონდენციის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 2022 წლის 20 ივლისი), რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მასში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა იმგვარად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღად მიეთითოს 2021 წლის 19 ნოემბერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: „სსსკ“) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვევით. სსსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში მითითებული უნდა იყოს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს ის საფუძველი (დავის საგანი), რომელზე დაყრდნობითაც კერძო საჩივრის ავტორი განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას მოითხოვდა, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით გაასწორა მის მიერ დაშვებული უსწორობა და 2022 წლის 19 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „1. გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე- 5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- „3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, 5-ე და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;“

- 5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და განჩინებები დარჩეს უცვლელად;

შესაბამისად, დაშვებული უსწორობები სარეზოლუციო ნაწილის დაზუსტებულ აბზაცებში ჩამოყალიბდა ისე, როგორც ამას კერძო საჩივირის ავტორი ითხოვს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღად მიეთითა 2021 წლის 19 ნოემბერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიზანი მიღწეულია და არ არსებობს კერძო საჩივრის უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველად მიღების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად და მას უნდა დაუბრუნდეს თ.ს–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,მ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,მ.ჰ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 20.07.2022წ. №13916204414 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია