საქმე №ას-1002-2019 21 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, ე. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და ე. ა-ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე ხ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 887 ლარის 70% - 620.9 ლარი.
2022 წლის 15 ივლისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე. ა-ის წარმომადგენელმა ხ. ხ-მა და მოითხოვა ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება, კერძოდ, ე. ა-ის პირადი ნომრის - ------ გასწორება პირადი ნომრიოთ - -----. განცხადებას ერთვის ე. ა-ის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა და მინდობილობა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ე. ა-ის პირად ნომერი შეცდომით არის მითითებული.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ განჩინებაში კასატორის პირადი ნომრის მითითების დროს იხელმძღვანელა საკასაციო საჩივრით, სადაც კასატორ ე. ა-ის პირად ნომრად მითითებულია - --------, იგივე პირადი ნომერია დაფიქსირებული საკასაციო საჩივარზე დართულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარშიც.
ამდენად, სასამართლოს მხრიდან უსწორობა დაშვებულია მხარის მიერ მითითებული მონაცემების გამო, თუმცა პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და ე. ა-ის პირად ნომრად --------ის ნაცვლად მიეთითოს --------.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 31 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა;
2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ე. ა-ის პირად ნომრად ------ -ის ნაცვლად მიეთითოს -----------.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე