Facebook Twitter

საქმე №ას-894-2020 12 სექტემბერი 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,-------- ბანკი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,---------- ბანკი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,----- ბანკის’’ სარჩელი სს ,,------- ბანკისგან“ 11 034 920 ევროს ექვივალენტი ლარში ზიანის ანაღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა

2.დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სს ,,----- ბანკის“ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს ,,------ ბანკმა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. 2022 წლის 26 ივლისს, ასევე 28 ივლისს მხარეებმა წარმოადგინეს ერთობლივი მორიგების აქტი და შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება: მხარეებმა ერთობლივი განცხადებების საფუძველზე, 2022 წლის 26 ივლისს, ასევე 28 ივლისს წარმოადგინეს სს ,,------ ბანკსა“ და სს ,,-------- ბანკს“ შორის გაფორმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული აქტის დამტკიცება.

10. აღნიშნული დავის ფარგლებში სს ,,---- ბანკსა“ და სს ,,------ ბანკს“ გაფორმებული მორიგების აქტის პირობების მიხედვით:

ერთი მხრივ, სს „------ბანკი“ (ს/ნ ------) (შემდგომში „----- ბანკი“), წარმოდგენილი მ. ნ-ის (პ/ნ -----) მიერ, ხოლო მეორე მხრივ, სს „----- ბანკი“ (ს/ნ -----) (შემდგომში „-----ბანკი“), წარმოდგენილი დ. ქ-ის (პნ -----) მიერ (შემდგომში ერთობლივად - „მხარეები”) , ვდებთ წინამდებარე მორიგების აქტს (შემდგომში - „მორიგების აქტი“) შემდეგზე:

პრეამბულა

1. მხარეები ვითვალისწინებთ რა, წარმოქმნილი სამართლებრივი დავის, რომლის დეტალებიც მოცემულია 1.1-1.6 პუნქტში, დასრულების ერთობლივ სურვილს, ვადასტურებთ შემდეგ გარემოებებს:

1.1 2017 წლის 06 ოქტომბერს, ----- ბანკმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა -------ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 11,034,920.00 ევროს ანაზღაურების დაკისრება.

1.2 2018 წლის 30 აგვისტოს, ---- ბანკმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც საბოლოოდ მოითხოვა ----- ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 10,509,448.00 ევროს და 117,573.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

1.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ----- ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

1.4 ----- ბანკმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

1.5 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით ---- ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

1.6 ---- ბანკმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება.

1.7 ----- ბანკსა და ------ ბანკს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები ცალკეული კლიენტების მიმართ არსებული მოთხოვნების და ვალდებულებების სხვადასხვა ფორმით დაფინანსებაზე.

მორიგების აქტის პირობები

2. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და დავის დასრულების სურვილით, მხარეები ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

2.1 წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებით, ----- ბანკი სრულად ამბობს უარს Nას------ სამოქალაქო საქმის ფარგლებში დავაზე, მათ შორის: თავდაპირველ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე, რაც წარმოადგენს საქმის განხილვის შეწყვეტის საფუძველს;

2.2 ----- ბანკი პატივს სცემს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტას მითითებული ფორმით და საფუძვლით.

2.3 ----- ბანკი ადასტურებს რომ არანაირი მოთხოვნა ან პრეტენზია Nას------- სამოქალაქო საქმის განხილვიდან გამომდინარე, სს ---- ბანკის მიმართ, წინამდებარე დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში არ გააჩნია.

2.4 ორივე მხარე ადასტურებს, რომ როგორც სარჩელზე უარის თქმა ან/და დავის მორიგებით დასრულება არ უნდა განიხილებოდეს როგორც რომელიმე მხარის მიერ ნებისმიერი სახით ან ფორმით პასუხისმგებლობის აღიარება.

2.5 მხარეები ადასტურებენ, რომ Nას------ სამოქალაქო საქმის ფარგლებში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებზე უარს ამბობენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მხარეები აგრეთვე უარს ამბობენ სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებულ, როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

12. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,----- ბანკისა“ და სს ,,----- ბანკის“ ერთობლივი შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტები შემდეგი პირობებით:

პრეამბულა:

1. მხარეები ვითვალისწინებთ რა, წარმოქმნილი სამართლებრივი დავის, რომლის დეტალებიც მოცემულია 1.1-1.6 პუნქტში, დასრულების ერთობლივ სურვილს, ვადასტურებთ შემდეგ გარემოებებს:

1.1. 2017 წლის 06 ოქტომბერს, ---- ბანკმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ----- ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 11,034,920.00 ევროს ანაზღაურების დაკისრებას.

1.2. 2018 წლის 30 აგვისტოს, ---- ბანკმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც საბოლოოდ მოითხოვა ------ ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის 10,509,448.00 ევროს და 117,573.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ----- ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

1.4. ----- ბანკმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით ---- ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

1.6. ------ ბანკმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება.

1.7. ---- ბანკსა და ------ ბანკს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები ცალკეული კლიენტების მიმართ არსებული მოთხოვნების და ვალდებულებების სხვადასხვა ფორმით დაფინანსებაზე.

მორიგების აქტის პირობები:

2. მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და დავის დასრულების სურვილით, მხარეები ხელს ვაწერთ და ვეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

2.1. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებით, ---- ბანკი სრულად ამბობს უარს Nას------ სამოქალაქო საქმის ფარგლებში დავაზე, მათ შორის: თავდაპირველ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე, რაც წარმოადგენს საქმის განხილვის შეწყვეტის საფუძველს;

2.2. ----- ბანკი პატივს სცემს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ეთანხმება საქმის წარმოების შეწყვეტას მითითებული ფორმით და საფუძვლით.

2.3. ------- ბანკი ადასტურებს რომ არანაირი მოთხოვნა ან პრეტენზია Nას--------- სამოქალაქო საქმის განხილვიდან გამომდინარე, სს ----- ბანკის მიმართ, წინამდებარე დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში არ გააჩნია.

2.4. ორივე მხარე ადასტურებს, რომ როგორც სარჩელზე უარის თქმა ან/და დავის მორიგებით დასრულება არ უნდა განიხილებოდეს როგორც რომელიმე მხარის მიერ ნებისმიერი სახით ან ფორმით პასუხისმგებლობის აღიარება.

2.5. მხარეები ადასტურებენ, რომ Nას------ სამოქალაქო საქმის ფარგლებში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებზე უარს ამბობენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. მხარეები აგრეთვე უარს ამბობენ სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებულ, როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნებზე.

2. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება, გაუქმდეს საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე