საქმე №ა-4557-შ-118-2022 13 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ----- საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის ----- საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის #----- გადაწყვეტილებით: ქორწინება შეწყდა ბ. ა-სა (მამის სახელი - ი., დედის სახელი - ს., დაბადების თარიღი - 19.05.1983, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პ/ნ - -----, რეგისტრაციის ადგილი - ქ.----, ---- რაიონი, ----- უბანი/სოფელი, ტომის ნომერი - --, კომლის ნომერი - ---, შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოწინააღმდეგე მხარე) და ფ. ა-ვს (მამის სახელი - ჰ, დედის სახელი - გ, დაბადების თარიღი - 22.01.1980, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ - -----, შემდეგში მოხსენიებული, როგორც შუამდგომლობის ავტორი) შორის.
2. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 11 მარტს, მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და ითხოვა ზემოაღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. თურქეთის რესპუბლიკის ----- საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით: ქორწინება შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.
6. უამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 11 მარტს, მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ---- საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 15 იანვრის #---- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა ქორწინება ბ. ა-სა (მამის სახელი - ი, დედის სახელი - ს, დაბადების თარიღი - 19.05.1983, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პ/ნ - ------ რეგისტრაციის ადგილი - ქ.----, --- რაიონი, ---- უბანი/სოფელი, ტომის ნომერი - --, კომლის ნომერი - --) და ფ. ა-ს (მამის სახელი - ჰ, დედის სახელი - გ, დაბადების თარიღი - 22.01.1980, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ - -------- შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე