საქმე №ა-4590-შ-123-2022 13 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ა ც-ლ
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ. ც-ლ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის ---- რაიონული სასამართლოს (------) 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ავსტრიის რესპუბლიკის ----- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყდა ნ. ც-სა (შემდეგში - პირველი განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი ) და გ. ფ. ც-ლს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) შორის.
2. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 30 ნოემბერს. ამავდროულად, შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პირველმა განმცხადებელმა და ითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ავსტრიის რესპუბლიკის ---- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება შეწყდა შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის.
6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 30 ნოემბერს. ამავდროულად, შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის რესპუბლიკის ---- რაიონული სასამართლოს (-----) 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება შეწყდა ნ. ც-სა და გ.ფ. ც-ლს შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე