02 მარტი 2022 წელი
საქმე№ ა-5582-შ-160-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რევაზ ნადარაია
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. (ს.) ც–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილება (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000)
დავის საგანი – სახელის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილებით (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000) ნ. ც–ძეს, ზ–სა და ა–ს ასულს, დაბადებულს საქართველოში 02.08.1967 წელს, დარეგისტრირებულს ისფართას პროვინციაში, ქეჩიბორლუს რაიონში, ..... №10, უჯრა №84, რიგის №1, სახელი ,,ნ." შეეცვალა სახელით ,,ს.".
2021 წლის 22 ნოემბერს ნ. (ს.) ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილება (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000) შესულია კანონიერ ძალაში. ასევე ირკვევა, რომ ნ. (ს.) ც–ძემ, რომელიც ქორწინებამდე საქართველოს მოქალაქე იყო, დაქორწინების შემდეგ მიიღო თურქეთის მოქალაქეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ნ. (ს.) ც–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. (ს.) ც–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილებით (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000) ნ. ც–ძეს სახელი _ ,,ნ.", შეეცვლა სახელით _ ,,ს.". აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილების (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. (ს.) ც–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილების (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის სანდიქლი ასლიეს სასამართლოს გადაწყვეტილება (№2000/444, თარიღი: 06.10.2000, გადაწყვეტილების თარიღი: 21.11.2000), რომლითაც ნ. ც–ძეს, ზ–სა და ა–ს ასულს, დაბადებულს საქართველოში 02.08.1967 წელს, დარეგისტრირებულს ისფართას პროვინციაში, ....., უჯრა №84, რიგის №1, სახელი ,,ნ." შეეცვალა სახელით _ ,,ს.".
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია
ამირან ძაბუნიძე